გლერძი – ბალახი, რომელიც ძველ სკვითებს გაახალგაზრდავებაში ეხმარებოდა

1877

ამ გასაოცარ მცენარეს სამკურნალო მიზნით უკვე ათასობით წელია იყენებენ. მცენარეს ძველ სკვითში სამკურნალოდ, გასაახალგაზრდავებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები და მხოლოდ მამაკაცები იყენებდნენ.

ძველი მკურნალები მხოლოდ მამაკაცებზე რატომ ზრუნავდნენ? საქმე იმაშია, რომ მმართველებს ეშინოდათ, რომ ქალები ჯადოსნური მცენარის გამოყენების რეცეპტის საიდუმლოდ შენახვას ვერ შეძლებდნენ და მის შესახებ სხვებიც გაიგებდნენ. რა არის ეს მცენარე? ეს გლერძია.

გლერძი გულის დაავადების პროგრესირებას აფერხებს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ქოშინს მოგაშორებთ. 1,5 ჩ/კ გლერძი, 1 ჩ/კ ადონისი და კატაბალახას ფესვები დააქუცმაცეთ და აურიეთ. ნარევს 150-170 მლ არაყი დაასხით და 2 კვირა დააყენეთ, გადაწურეთ და 12-15 წვეთი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.

ტაკიქარდიას მოიშორებთ, თუ 10 გრ გლერძის მცენარეს და კუნელის ყვავილებს დააქუცმაცებთ და აურევთ. ნარევი თერმოსში ჩაყარეთ და 150 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 50 მლ დღეში 3-ჯერ დალიეთ. გემოვნებით შეგიძლია თაფლი დაუმატოთ. ყოველდღე ახალი ნაყენი მოამზადეთ და 5-7 დღის განმავლობაში დალიეთ.

ჰიპერტონიას და  გულის უკმარისობას გლერძი დაამარცხებს. ამისთვის 1-2 ს/კ დაქუცმაცებულ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 1-2 ს/კ დღეში 3-5-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მდგომარეობის გაუმჯობესებამდე დალიეთ.

მცენარე დიაბეტიკების მდგომარეობას აუმჯობესებს. 1-2 ს/კ დაქუცმაცებულ ბალახს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათში გადაწურეთ, გემოვნებით ნატურალური თაფლი დაუმატეთ და 1-2 ს/კ ნარევი დღეში 3-5-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე დალიეთ.

ყურებში შუილის მოსაშორებლად მენიერის დაავადების დროს, რომელსაც თან თავბრუსხვევა, გულისრევა და ღებინება ახლავს, ზემოთ მოცემული მცენარეების ნაყენები და ნარევები მწარე წიწაკასთან ერთად უნდა მიირთვათ და გლერძის ჩაი დალიოთ. თავბრუსხვევის დროს ბადრიჯანი არავითარ შემთხვევაში არ შეჭამოთ. თუ ყურებში შუილის მიზეზი ალერგიაა, რაციონში თუთა, მოცვი და კოჭა ჩართეთ.

კოქსართროზი. 200 გრამიან ჭიქაში კოთხუჯი და გლერძი აურიეთ, 5 ლ წყალში 5 წუთით ადუღეთ, გაზიდან გადმოდგით და 3 საათით დააყენეთ. ცხელი წყლით სავსე აბაზანას და 30 წუთით ამ ორთქლში იყავით.

აბაზანის შემდეგ, როცა ტკივილი შემცირდება, ვარჯიში დაიწყეთ, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრების პროფილაქტიკას წარმოადგენს: საწოლზე დაწექით, ხელებით ერთი ფეხი მუხლში დაიჭირეთ და 10-ჯერ ნელ-ნელა მუხლი ნიკაპთან მიიტანეთ. იგივე მეორე ფეხზეც გააკეთეთ. დაისვენეთ. შემდეგ ვარჯიში „ველოსიპედი“ გააკეთეთ – ერთი ფეხი სკამზე დადეთ, მეორე უკან გასწიეთ და სხეულის წინ ძლიერი დახრა დაიწყეთ, ხელით სკამის ზურგს დაეყრდენით.

შემდეგ იგივე მეორე ფეხზეც გააკეთეთ. სულ თითოეულ ფეხზე 10-ჯერ. ხელით რაიმეს დაეყრდენით და 10-20-ჯერ ძლიერი ჩაჯდომა-ახტომა გააკეთეთ.

ყოველ მეორე დღეს, 1-2 თვის განმავლობაში სამკურნალო აბაზანა მიიღეთ და ვარჯიშები სასურველი შედეგის მისაღწევად შეასრულეთ. ასეთი მკურნალობის კურსი საღამოს, ძილის წინ შეასრულეთ.

დილით, 10-12 წუთით განტვირთვა გააკეთეთ. ბალახების 1 ნაყენი ორთქლის აბაზანისთვის შეგიძლიათ 3-ჯერ გამოიყენოთ.

ვარჯიშის შესრულების შემდეგ მტკივნეულ ადგილას სპირტიანი ნაყენი „მენოვაზინი“ შეიზილეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს