ძნელია ცალსახად იმის თქმა, თუ რა არის ნამდვილი სილამაზე. ყველას თავისი ხედვა აქვს და ის, რაც ერთისთვის უსაზღვროდ ლამაზია, მეორესთვის ჩვეულებრივი რამ არის.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ მკითხველის შეხედულებას, რომელიც თვლის, რომ მის გარშემო ლამაზი ქალები თითქმის არ არიან.
ნამდვილი სილამაზე
“შევამჩნიე, რომ ადრე უფრო ლამაზი ქალები იყვნენ. ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით მათი მშვენიერებით.დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ბუნებრივი სილამაზე უფრო კარგია. თუ სერიოზული ფიზიკური ნაკლი არ აქვს ქალს, არ არის საჭირო რაიმეს შეცვლა, შელამაზება, რადგან ამის შემდეგ ყველა ერთმანეთს ემსგავსება.არსებობს უამრავი მაგალითი “შეუმჩნეველ ქალებზე”, რომელთაც დიდ წარმატებას მიაღწიეს ყველა სფეროში, მაშინ რა საჭიროა ხელოვნური ჩარევა და ბუნების საწინააღმდეგოდ წასვლა?რა თქმა უნდა, ყველა ქალი თავისებურად ლამაზია. მაგრამ რით გამოირჩევა იგი თავისი ასაკის ქალბატონებისგან? მას იგივენაირად ენატრება, იცვამს მსგავს ტანსაცმელს, იყენებს მაკიაჟს და უყურებს იგივე სატელევიზიო შოუებს, ჭამს იმავე საჭმელს. რა განასხვავებს მას სხვებისგან გარდა თვალის და თმის ფერის?
რა დგას ნამდვილი სილამაზის მიღმა – ჩემი აზრით, ნამდვილი სილამაზის უკან ბევრი შრომა დგას. ეს გარეგნობის გარდა სულიერი სიმდიდრე, გონიერება, ნაკითხობა და თანაგრძნობის უნარიანობაა. ეს ადამიანს დაბადებიდან არ მოყვება, ეს თანდათან, გონების ვარჯიშით უნდა შეიძინო.თანამედროვე გოგონები გულმოდგინედ მისდევენ ერთ გამოგონილ სტანდარტს. ერთნაირი წარბები, ტუჩები, ვარცხნილობები, ღიმილი და რაც უფრო მეტად ჯდება ამ შაბლონში, ჰგონია, რომ უფრო ლამაზია. მაგრამ ასეა ეს?ნამდვილი სილამაზე მაშინვეა შესამჩნევი და აღარ გჭირდებათ დამატებითი ვიზუალური დეტალების დამატება. სამაგიეროდ უკეთესი იქნება სიკეთის, ინტელექტის, წარმატებისკენ სწრაფვა. თუ ეს ქალს არ ექნება, მაშინ მისი სილამაზე მამაკაცს მალე მობეზრდება.
რჩევა რედაქციისგან: ეჭვი არ გვეპარება, რომ გარშემო უამრავი ლამაზი ქალია. უბრალოდ, ცხოვრებისეული პირობების გამო, ეს სილამაზე არ ჩანს ხოლმე და რაც მთავარია, ბევრს ავიწყდება ღიმილი. ის არის ყველაზე ბუნებრივი, მარტივი და ხელმისაწვდომი გზა ადამიანის გასალამაზებლად. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.