ოროვანდის ფოთლები მოკრიფეთ და მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალება გექნებათ

1649

მცენარის ახალგაზრდა ფოთლები 6-ჯერ უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი, ასევე ეთერზეთის, ტანინების, ვაშლის, ლიმონის და ყავის მჟავის წყაროს წარმოადგენს.

ოროვანდის ფოთლებისგან მომზადებული პრეპარატები ანტისეპტიკურ, ოფლმდენ და შარდმდენ თვისებებს ფლობენ, ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობენ, ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მდგომარეობას აუმჯობესებენ, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ორგანიზმიდან წიდები გამოაქვს.

ოროვანდის სარგებელი ნაღვლ და შარდკენჭოვანი დაავადების, პანკრეასის და ღვიძლის მუშაობის დარღვევის და ახალ წარმონაქმნების სამკურნალოდ ფასდაუდებელია. ადგილობრივი მოქმედების ნაყენის და ნახარშის სახით პირის ღრუს და ნუშისებრი ჯირკვლის ლორწოვანი გარსის ანთების დროს გამოიყენება.

თუ ფეხები ხშირად გიხურდებათ, ოროვანდის ფოთოლი ფეხსაცმელში ჩაიდეთ და ისე ჩაიცვით. გამომშრალი ოროვანდის ფოთოლი ახლით ჩაანაცვლეთ.

თირკმლის კისტოზის მოსაშორებლად გარეცხილი ოროვანდის ფოთლები გაატარეთ და მიღებული მასა გადაწურეთ. 1 ს/კ წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. გარდა ამისა, ქათმის ჭიპებს ტყავი გააძრეთ, გაახმეთ და ყავის საფქვავში დააქუცმაცეთ. 1 ჩ/კ ფხვნილი დილით, უზმოზე შეჭამეთ. 1 თვიანი მკურნალობის შემდეგ, როგორც ექოსკოპიამ აჩვენა, კისტა გაქრა.

თუ მუხლებში სითხე გიგროვდებათ, ოხრახუშის მწვანილი ფესვებიანად გაატარეთ, 2 ს/კ მიღებულ მასას 1 ჭიქა რძე დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 20 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. არ გადაწუროთ და 1 ს/კ დილით, უზმოზე და ყოველი ჭამიდან 1 საათის შემდეგ მიიღეთ. ღამით მუხლებზე ოროვანდის ფოთლები დაიდეთ. კომპრესი დილამდე არ მოიხსნათ. 7- 8 პროცედურის შემდეგ მუხლებიდან სითხე გაიწოვება.

კისტა. გაზაფხულზე ოროვანდის მწვანე ფოთლები შეაგროვეთ, გაატარეთ და წვენი გაწურეთ. 1 ს/კ წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრეთ დალიეთ. კურსი -1 თვე. შემდეგ ზუსტად ასე ქრისტესისხლას წვენის დალევა დაიწყეთ.  15 წვეთით დაიწყეთ და 50 მლ წყალში გახსენით. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ყოველდღე თითო წვეთი დაუმატეთ, სანამ 50 წვეთამდე არ ახვალთ, შემდეგ უკვე თითო წვეთის დაკლება დაიწყეთ, სანამ კვლავ 15 წვეთამდე არ ჩამოხვალთ. ასეთი კურსი 1 თვიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ. ამ თვეში ოროვანდის ჩაი შეუზღუდავი რაოდენობით დალიეთ.

მისი ახალი ფოთლების კომპრესები და ცივი სახვევები სახსრების ტკივილს, შეშუპებას აქრობს, ჩირქოვანი ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს. მცირე პორციებით ახალ გაწურული ოროვანდის ფოთლების წვენის რეგულარულად მიღება სისხლის გაწმენდას ხელს უწყობს.

რევმატიზმის, რადიკულიტის და ართრიტის დროს მტკივნეულ ადგილას ოროვანდის ახალი ფოთოლი დაიდეთ. ამასთან მცენარის ფესვების ნახარში დალიეთ. ამისთვის 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ნედლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 15-20 წუთით წყლის ორთქლზე გააჩერეთ, გადაწურეთ, მდუღარე წყალი დაასხით და საწყის მოცულობამდე დაიყვანეთ. 1 ს/კ ნახარში დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.

ოროვანდის ყვავილობის დროს მოკრეფილი ფოთლების ნახარში ონკოლოგიური დაავადების, ციებ-ცხელების, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს მდგომარეობას გააუმჯობესებს. 15-20 გრ დაქუცმაცებულ ახალ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, გაგრილება აცადეთ, გადაწურეთ და მთელი ნაყენი დალიეთ. ასეთი დოზა დღეში 3-ჯერ მიიღეთ და ყოველ ჯერზე ახალი ნაყენი მოამზადეთ.

ოროვანდის ხმელი ფოთლები და ყვავილები კანის დაავადების დროს გამოიყენეთ. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნედლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთით მდუღარე წყლის ორთქლზე გააჩერეთ, გააგრილეთ, გადაწურეთ და პრობლემურ ადგილას ნაყენში დასველებული მარლა დაიდეთ. ამავე ნაყენით აბაზანა გააკეთეთ. ამისთვის 200 გრადუსი ტემპერატურის 1 ჭიქა ნაყენი 3-5 ლიტრიან ჭურჭელში ჩაასხით, დაზიანებული კანი მასში მოათავსეთ და 15-20 წუთით გააჩერეთ.

დახეთქილი ქუსლების დროს ოროვანდის ფოთლები კარგად დაჭყლიტეთ, თანაბარი პროპორციით თაფლი, ცოტა ფქვილი დაუმატეთ და მიღებული ცომის კვერი ქუსლებზე დაიდეთ, წინდები ამოიცვით და კომპრესი მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.

ფოთლების შენახვა

ოროვანდის ფოთლებს ივნისი-ივლისის პერიოდში, ყვავილობის დროს შესანახად კრეფენ: მოკრეფილ ოროვანდს ფოთლებს ბნელ, კარგად განიავებულ შენობაში აშრობენ. პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლია ღუმელი გამოიყენოთ, ტემპერატურა 45 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს. შენახვის ვად 2-3 წელი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს