რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს განსაკუთრებული საჭიროების ადამიანი. ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ის ოჯახის ტვირთია, ზოგს ეცოდება, ზოგი კი ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ჰქონდეს მასთან. განსაკუთრებული გოგონა კი ცხოვრებას გააგრძელებს მიუხედავად სირთულეებისა და გადალახავს წინააღმდეგობებს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მასზე მოგიყვებით.
განსაკუთრებული გოგონა
ნინა დაბადებიდან მძიმე ტვირთს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები სრულიად ჯანმრთელები არიან, თავად მეტყველება არ შეუძლია. მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს მის დასახმარებლად, მაგრამ ვერაფერი უშველეს. ამის გამო გამუდმებით ჩხუბობდნენ. მამამ დედა დაადანაშაულა იმაში, რომ ნინა არ ჰგავდა და ალბათ მისი შვილი არ იყო.საბოლოოდ, მამა სახლიდან წავიდა და უფროსი ბიჭიც თან წაიყვანა. ვანოს ძალიან უყვარდა დედა და პატარა და, რომელიც ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ დამოკიდებულებას მამისგან. ბიჭი დაჰპირდა, რომ როგორც კი გაიზრდებოდა, აუცილებლად დაეხმარებოდა ყველაფერში.
ბედის გამოცდა – ნინას და დედამისის ცხოვრება მამის წასვლის შემდეგ ნამდვილი გამოცდა იყო. ორი სუსტი ქალი ბედის ანაბარა დარჩა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. ადრე მამა უზრუნველყოფდა ოჯახს, ახლა კი დედა იძულებული გახდა მზარეულის ასისტენტად დაეწყო მუშაობა რესტორანში.როგორღაც მოერგნენ ცხოვრების ახალ რეჟიმს. დედა მუშაობდა, ნინა კი სწავლობდა და ზრდასრული ცხოვრებისთვის ემზადებოდა. ძალიან უყვარდა კერვა და ხშირად კერავდა ტანსაცმელებს თავისთვის და დედისთვის.
ახალგაზრდა თანამშრომელი – ერთ დღეს დედას რესტორანში ფეხი დაუცურდა, იატაკზე დაეცა და თავი დაარტყა. მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნინამ ძმას გააგებინა, რომელიც უკვე სტუდენტი იყო. ის მაშინვე მოვიდა და ცოტა ფული დაუტოვა.ექიმებმა დედა დიდი ხნით დატოვეს კლინიკაში, რადგან დაკვირვება სჭირდებოდა. ნინა მიხვდა, რომ რაღაც უნდა ემოქმედა და მივიდა იქ, სადაც დედა მუშაობდა.რესტორნის მეპატრონე ძალია მოიხიბლა ლამაზი გოგონათი. მან ჭურჭლის მრეცხავად აიყვანა ნინა და ისიც მეორე დღიდანვე შეუდგა მუშაობას.
როგორ იპოვა მუნჯმა გოგონამ ბედნიერება – ნინა ბედნიერი იყო, რომ დედის მკურნალობის პროცესი კარგად მიდიოდა, სამსახურსაც ადვილად აუღო ალღო, მაგრამ გაჩნდა ერთი პრობლემა. რესტორნის დირექტორი იმდენად მოხიბლული იყო გოგონას სილამაზით, რომ სხვებმაც შეამჩნიეს. შეამჩნია აგრეთვე ანანომ, რომელიც ოფიციანტად მუშაობდა და ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა რესტორანში.მან გოგონას დამცირება დაიწყო. აბუჩად იგდებდა მის გარეგნობას, ოჯახს, სამუშაოს, მის ნაკლს. ნინა ცდილობდა არ შეემჩნია და არ აჰყოლოდა პროვოკაციას, მაგრამ როდესაც ანამ “შემთხვევით” წვნიანი გადაასხა, თავი ვაღარ შეიკავა და ატირდა. სწორედ ამ დროს შემოვიდა სამზარეულოში რესტორნის მეპატრონე…
მამაკაცი ძალიან გააბრაზა მომხდარმა, ნაზად მოეხვია ნინას და დამშვიდება სცადა. ანანოს კი უთხრა, რომ დღეიდან რესტორანში აღარაფერი ესაქმებოდა. შემდეგ გოგონას მოწესრიგებაში დაეხმარა და უთხრა, რომ შეეცდებოდა აწი ყველაფერში დახმარებოდა. ახლა უკვე ნინა ბედნიერებისგან ტიროდა, რადგან ზუსტად იცოდა, რომ აწი ყველაფერი კარგად იქნებოდა.თქვენი აზრით, როგორ წარიმართება ნინას ცხოვრება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.