განქორწინების შემდეგ მაშინვე გადავედი მასთან, რამდენიმე თვეა ერთად ვართ, არავითარი ჩხუბი და ყვირილი, არც ბავშვების ხმაური.

0
1377

არც თუ იშვიათად, ადამიანები მკვეთრად ცვლიან ხოლმე ცხოვრებას. ზოგჯერ ამ ცვლილებებს უკეთესი ცხოვრება მოაქვს ხოლმე, ზოგჯერ კი სრულიად არაპროგნოზირებადი შედეგი მოაქვს და სანანებელი ხდება.დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ ჩვენი მკითხველის ამბავს, რომელსაც 26 წლიანი სტაბილური ცხოვრების შემდეგ რაღაც სიახლე მოუნდა. მამაკაცი ახალგაზრდა ქალთან გადავიდა, მაგრამ რატომღაც ბედნიერი ვერ გახდა.

მამაკაცი წავიდა სხვასთან – “განქორწინების პერიოდში თვეზე მეტი ხანი ვხვდებოდი ერთ ქალს, რომელიც ძალიან მიყვარდა. ის მოუთმენლად ელოდა, თუ როდის გავხდებოდი თავისუფალი მამაკაცი, ამიტომ განქორწინების შემდეგ მალევე გადავედი მასთან.” – გვიყვება ანდრო.”მე და ჩემი ყოფილი მეუღლე 26 წელი ვიყავით ერთად. ბევრი რამ გადავლახეთ ერთად, კარგად გვესმოდა ერთმანეთის, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი გაქრა და ცხოვრება მოსაწყენი გახდა. ქეთისთან ყველაფერი სხვაგვარად იყო. მასთან თავს ისევ ახალგაზრდა ყმაწვილად ვგრძნობდი. ასაკობრივი სხვაობა მეამაყებოდა კიდეც, რომ 45 წლის ასაკში 27 წლის ლამაზმანისთვის მომხიბვლელი ვიყავი.”

“მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო. არანაირი ჭუჭყიანი ჭურჭელი ნიჟარაში და არანაირი ხმაური ოჯახში, არც ჩხუბი, არც პრეტენზიები – რაც ბოლო წლებში ჩემი ოჯახური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ის გემრიელ საჭმელებს მიმზადებდა და იყო მოსიყვარულე და ალერსიანი.ეს ყველაფერი თავიდან, მაგრამ მერე ყველაფერი აირია. ქეთი ხშირად არ იყო ხოლმე სახლში, ზოგჯერ ღამითაც არ მოდიოდა და თავს არიდებდა ახსნა-განმარტებებს. ყოველთვის მიმანიშნებდა, რომ მის სახლში ვცხოვრობდი და მეტი მორიდება მმართებდა.”

უკანასკნელი ჩხუბი – “საბოლოოდ კონფლიქტი გამწვავდა, დავემუქრე, რომ თუ არ შეწყვეტდა მსგავს საქციელს, დავშორდებოდი. ამან სულ არ შეაშინა, პირიქით, ჩემი ნივთებიანად გარეთ გამიძახა. თან ბებერი და უვარგისი მიწოდა. არადა ადრე ჩემი ასაკი ეამაყებოდა და მოსწონდა.ქეთი არამდგრადი პიროვნება აღმოჩნდა. ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ ჰქონდა. გრძნობებს აყოლილმა ბევრი რამ ვერ შევამჩნიე. მივატოვე სერიოზული ადამიანი და საქმე დავიჭირე იმ ქალთან, რომელსაც გართობა აქვს მხოლოდ თავში.შევეცადე ყოფილ ცოლთან აღმედგინა ურთიერთობა, მაგრამ მან ზღურბლამდეც არ მიმიშვა. არადა მართლა მომენატრა მასთან ყოფნა და ჩემი შვილებიც. არ ვიცი, რა შეიძლება გავაკეთო იმისთვის, რომ ოჯახმა უკან მიმიღოს.”

რჩევა რედაქციისგან: როგორც მონაყოლიდან ჩანს, მამაკაცი მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობს. უმჯობესია, ცოტა ხანი განმარტოვდეს და საკუთარ თავში გაერკვეს. ამის გარეშე ის ისევ დაუშვებს ცხოვრების გზაზე დიდ შეცდომებს.

თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.