რეგულარულად ვიყენებ კუზნეცოვის აპლიკატორს, ვწევარ ხოლმე მასზე და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

0
741

აკუპუნქტურა ტრადიციული ჩინური მედიცინის ძირითადი ნაწილია. ისტორიაში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში გვხვდება. თერაპიის ეს მეთოდი ფსევდომეცნიერულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, წარმატებით ვითარდება. საბჭოთა კავშირში აკუპუნქტურა ოფიციალურად მე-20 საუკუნეში იქნა აღიარებული. “კუზნეცოვის აპლიკატორი” არის ნემსებიანი ხალიჩა. რომელიც გამოიყენება ჯამრთელობის სხვადასხვა პრობლემების, მათ შორის ფსიქოლოგიური პრობლემების დროს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მასზე ვისაუბრებთ.ხალიჩას, რომელზეც განთავსებულია პატარა წვეტიანი წრეები, ათეულობით ვარიაცია აქვს. არსებობს ხალიჩები კისრისა და ზურგისთვის, ქამრები წელისთვის და სხვა. ამას გარდა, არსებობს ხალიჩები ნემსების სხვადასხვა დონით. ზოგი ძლიერი ზემოქმედებისთვის, ზოგი კი ზომიერი.

ხალიჩა “კუზნეცოვის აპლიკატორი”

ერთ დროს მუსიკის მასწავლებელი სახელად ივან კუზნეცოვი დაინტერესდა აკუპუნქტურით. ის მალე გახდა მკურნალი და დაეხმარა მილიონობით ადამიანს. ნემსიანი მასაჟორის გამოყენება შეგიძლიათ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კუნთების მოსადუნებლად. მჯდომარე სამუშაოს დროს ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას წელის არეში. ის ჩქარებს მეტაბოლიზმს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ხსნის თავის ტკივილს.

აღმდგენი აპლიკატორი – ადამიანები, რომლებიც სპორტს მისდევენ, უნდა შეძლონ ძალების აღდგენა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ვარჯიშის დაწყებამდე ის ამზადებს სხეულს მცირე დატვირთვით და ხურდება. ვარჯიშის შემდეგ კუნთების მოდუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან კუნთები იჭიმება და თუ არ დამუშავდება, ტკივილს იწვევს.ვარჯიშის მერე კუზნეცოვის აპლიკატორი საშუალებას იძლევა თანაბრად ავარჯიშოთ კუნთები და ზეწოლა მოახდინოთ კანის გარკვეულ უბნებზე. უბრალოდ დაწექით ზურგით ხალიჩაზე 5-10 წუთის განმავლობაში.სამკურნალო მიზნებისთვის ხალიჩა გამოიყენება სყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემის დროს. აპლიკატორი სასარგებლოა ცენტრალური ნერვული სისტემის, ნევრალგიების და სხვა ჩივილების დროს. გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თერაპევტთან, რადგან აკუპუნქტურას აქვს თავისი უკუჩვენებები.

ხალიჩა მოსადუნებლად და სიმხნევისთვის – კუზნეცოვის ხალიჩაზე წოლისას პირველი 15 წუთი ენერგიას მატებს და ახალისებს. თუ უფრო მეტი ხნით გაჩერდებით, ეფექტი საპირისპირო იქნება. ამიტომ დილით სწრაფად რომ გამოფხიზლდეთ, უბრალოდ დადექით ან დაწექით ხალიჩაზე 7-15 წუთი. ფეხის გულებზე ბევრი ნერვული დაბოლოებაა, ამიტომ დგომა თავიდან უსიამოვნო იქნება.ხალიჩას რომ შეეჩვიოთ, თავიდან სკამზე დაჯექით და ისე დააწყვეთ ფეხები. ხალიჩა შეგიძლიათ დაიდოთ სხეულზე მსუბუქი მიჭერით.

თავის ტკივილის და დაძაბულობის მოსახსნელად საჭიროა რაც შეიძლება დიდხანს იწვეთ მასზე. მინამულური დრო 15-20 წუთია.აკუპუნქტურა გაიგივებულია მედიტაციასთან. წოლის დროს ადამიანი კონცენტრირდება ტკივილზე. თანდათან კი იწყება მოდუნება, ადამიანი ყურადღებას ამახვილებს თავის შეგრძნებებზე და რაც უფრო დიდხანს იქნება ასე, უფრო მეტ სიმშვიდეს მოიპოვებს.

კუზნეცოვის აპლიკატორი და ლიაპკოს აპლიკატორი – კუზნეცოვის და ლიაპკოს აპლიკატორებს შორის მცირე განსხვავებაა. ლიაპკოს აპლიკატორი არის რეზინის მასალა თანაბარი სიგრძის ნემსებით და სპეციალური მეტალით. ის შეიძლება იყოს სხვადასხვა ზონის და ზემოქმედების სიძლიერის – ნემსების ზომის მიხედვით.

უკუჩვენებები – ამ ტიპის აპლიკატორი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც აქვს დიდი ხალები. არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ კანის ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები. უკუჩვენებაა კანის დაზიანება ან სხვა დაავადებები.

რჩევა რედაქციისგან: თუ გადაწყვიტეთ აპლიკატორით სარგებლობა, გაითვალისწინეთ, რომ ნემსების სიგრძე და მათ შორის დაშორება ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. გამხდარ და მსუქან ადამიანებს სხვადასხვა ხალიჩები სჭირდებათ, რადგან მათი კანის სისქე განსხვავებულია. ხალიჩა უნდა მოქმედებდეს ზედაპირულად და არ იწვევდეს სერიოზულ დისკომფორტს. ზეწოლის ადგილას რამდენიმე წუთში ჩნდება შეწითლება, მაგრამ თუ ის თანაბარია და თავს კარგად გრძნობთ, ხალიჩა სწორად არის შერჩეული. შეუჩვეველი ადამიანი ხშირად მოხმარების შემდეგ თავბრუსხვევას გრძნობს. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმს მიეწოდება ჟანგბადი და უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.

თქვენ გამოგიყენებიათ კუზნეცოვის აპლიკატორი? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.