ეს თესლი ჯანმრთელობისთვის ნამდვილ საგანძურს წარმოადგენს. ორგანიზმს სრულად აღადგენს

5496

იონჯას დახმარებით სისხლს გაიწმენდთ, წნევას დაარეგულირებთ, მხედველობას გაიუმჯობესებთ, სისხლში ქოლესტერინის დონეს დაარეგულირებთ, შაქრიან დიაბეტს და ინსულტს გაუმკლავდებით.

  • 1 ჩ/კ იონჯას თესლი ნახევარ ჭიქა წყალში მოათავსეთ და ჭამამდე 30 წუთით ადრე როგორც აბი, ისე გადაყლაპეთ. პროცედურა დღეში 3-ჯერ, 9 თვის განმავლობაში ჩაიტარეთ. ამის შემდეგ 1 თვე შეისვენეთ და კურსი კვლავ გაიმეორეთ. „ჩემმა დაქალმა ინსულტი გადაიტანა და მეხსიერება სრულად დაკარგა. მას არც საკუთარი თავი არ ახსოვდა, ვერც ვერავის ცნობდა, ერთი სიტყვით ჩვილი ბავშვი გახდა. იონჯათი მკურნალობის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა“.
  • იონჯა ართროზს და ართრიტსაც კურნავს. ამ შემთხვევაში 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ მცენარის თესლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, დააყენეთ და ჭურჭელი შეფუთეთ, 1 საათში გადაწურეთ და ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. ნაყენი ხანგრძლივი დროით მიიღეთ.
  • იონჯას ახალგაზრდა ფოთლებისგან სალათები მოამზადეთ და საუზმეზე მიირთვით. ასეთი სალათის რეგულარული მიღებით იმუნიტეტს გააძლიერებთ, ნერვებს დაიმშვიდებთ, ფრჩხილის მტვრევას და თმის ცვენას თავიდან აიცილებთ, ოსტეოპოროზს შეაჩერებთ.
  • ნერვების დასამშვიდებლად შეგიძლიათ 1 ს/კ იონჯას ხმელ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხათ, 15 წუთით მდუღარე წყლის ორთქლზე თავდახურულ ჭურჭელში გააჩეროთ, 45 წუთის შემდეგ გადაწუროთ და ნახევარი ჭიქა ნახარში დღეში 3-4-ჯერ დალიოთ.
  • იონჯას კონა ცხელ წყალში მოხარშეთ. სანამ ბალახი თბილია, აკანკალებულ ხელზე დაიდეთ და თბილი ჩვრით შეიხვიეთ. 1 კვირა ასე გააკეთეთ და ხელის კანკალი გაქრება.
  • არტერიული წნევის დროს იონჯა დაგეხმარებათ. 1 ჩ/კ მცენარის თესლი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დღეში 3-ჯერ შეჭამეთ და წყალი დააყოლეთ. თესლის დაღეჭვა და დაფქვა საჭირო არაა, შეგიძლიათ მთლიანი გადაყლაპოთ. ასე 9 თვე იმკურნალეთ. 1 თვიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ. ასე 6 კგ იონჯა მივიღე და არა მხოლოდ წნევა დავირეგულირე, არამედ მხედველობა გავიუმჯობესე.
  • „მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. სამ წლამდე ჩემ გოგოს ანგინა ხშირად აწუხებდა. ექიმები ანტიბიოტიკების გარდა სხვა არაფერს მინიშნავდნენ. ჩირქოვანი ანგინის დაწყებას თან მაღალი ტემპერატურა დაემატა. ამ დროს ჟურნალში წავიკითხე, თუ მოხუცმა ქალმა თხევადი ქლოროფილის დახმარებით თავისი შვილიშვილი ჩირქოვანი ანგინისგან 2-3 დღეში როგორ განკურნა. ის იმუნურ და სისხლძარღვების სისტემებს აძლიერებს, ჭრილობის სწრაფ შეხორცებას ხელს უწყობს, სისხლს წმენდს, ლიმფას და ქსოვილებს ტოქსინებისგან ათავისუფლებას. ბაქტერიების და სოკოს ზრდას აფერხებს, სურდოს, ტონზილიტს, გინგივიტს, კუჭის და ნაწლავების წყლულს, ართრიტს და ანემიას კურნავს და ლაქტაციას ზრდის.
  • ეს ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. აფთიაქში პრეპარატი შევიძინე და 1 ჩ/კ ქლოროფილს 1 ჭიქა წყალში ვხსნიდი და ჩემი გოგო ამ ხსნარით ყელს ძალიან ხშირად ივლებდა. რამდენიმე დღეში აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. ახლა ჩემი გოგო 5 წლისაა და ანგინა აღარ გვაწუხებს.
  • ქლოროფილი მეც დამეხმარა. როცა მეორედ დავფეხმძიმდი, თავბრუსხვევა ძალიან მაწუხებდა. არა მხოლოდ ადგომა, დაჯდომაც კი მიჭირდა. 1 ჩ/კ ქლოროფილს 1 ჭიქა წყალში გახსნილი დღეში 2-3-ჯერ ვსვამდი.  2 კვირაში თავბრუსხვევა დამავიწყდა და ტრანსპორტში მშვიდად მგზავრობა შევძელი“
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს