ბებიას ძველი კარადის დალაგების დროს მივხვდი, რატომ გარბიან მამაკაცები ჩემი სახლიდან.

22761

ეკასთვის სიახლე არ არის, რომ მამაკაცებს მასთან შეხვედრა არ სურთ. საქმე იმაში კი არ არის, რომ ურთიერთობა საერთოდ არ უნდათ, უბრალოდ ეკას გაურბიან. ბევრჯერ იყო შემთხვევა, რომ მასთან პაემანის შემდეგ სხვა გოგოსთან გადაინაცვლებდნენ ხოლმე. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მის ამბავს მოგიყვებით.

მამაკაცებს არ უნდათ ურთიერთობა

ბებია და დედა ეკას ყოველთვის ეუბნებოდნენ, რომ ის ძალიან ლამაზი იყო. ისინი არ აჭარბებდნენ, გოგონა მართლაც ლამაზი გახლდათ, თუმცა ბიჭებისგან ვერანაირ ყურადღებას ვერ გრძნობდა.ეკამ უნივერსიტეტი დაამთავრა და მუშაობა დაიწყო, მაგრამ მისთვის ცხოვრება რთული იყო, რადგან მამაკაცები მას ყოველთვის გვერდს უვლიდნენ, უფრო მეტიც ზიზღით ეპყრობოდნენ. ეკა ფიქრობდა, რომ დაწყევლილი იყო, რადგან სხვანაირად ვერ ხსნიდა ამ ფაქტს.სოციალურ ქსელში ხშირად ჰქონდა მიმოწერები, მაგრამ როდესაც საქმე პირად შეხვედრებს ეხებოდა, ახალგაზრდები ეძებდნენ მიზეზს, რომ მალევე დაეტოვებინათ პაემანი. ეს ძალიან აღელვებდა გოგონას. ფოტოებზე ყველას მოსწონდა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში გაურბოდნენ. რატომ ხდებოდა ასე?

პრობლემის მიზეზი – ყველა პრობლემის მიზეზი გოგონამ მოულოდნელად აღმოაჩინა მაშინ, როდესაც ბებია გარდაიცვალა. დედამ და ეკამ მის კარადაში იპოვეს ფოტოალბომი. ეკა ჩამოჯდა და ყურადღებით დაიწყო ბებიას ახალგაზრდობის ფოტოების დათვალიერება. აი, სკოლის სურათები, ეს ტექნიკუმის, ესეც მეგობრებთან ერთად, თანამშრომლები, აქ კი ბაბუასთან არის ჩახუტებული. სამწუხაროა, რომ ეკა მას არ იცნობდა.ბოლო გვერდზე ჩაკეცილი იყო რამდენიმე წერილი. ეკამ გახსნა ისინი და გადაიკითხა. ეს იყო მიმოწერა ბაბუასთან. კონვერტებს შორის კიდევ ერთი ქაღალდი იდო. ეკას თავიდან ლექსი ეგონა, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. გაყვითლებულ ფურცელზე რაღაც შელოცვა და მისი გამოყენების ინსტრუქცია ეწერა. ეკა გაკვირვებული მიუბრუბდა დედას:

  • -დედა, ეს რა არის? დედამ ქაღალდს დახედა და გაეცინა.
  • -ჰო, რაღაცას მიყვებოდა ამაზე. იცოდი, რომ ბებიას პირველს შეუყვარდა ბაბუა? ის კი ზედ არ უყურებდა. ჰოდა, იმის მაგივრად, რომ ბიჭი თავად დაეპატიჟებინა სასეირნოდ, ამ “ჯადოქრობას” მიმართა.
  • -ანუ მას გამოუვიდა?
  • -ალბათ კი, მაგრამ მემგონი ეს შელოცვა არაფერ შუაშია. უბრალოდ ბაბუა საბოლოოდ მიხვდა, რომ კარგ გოგოს შეხვდა. ეს ხომ სისულელეა, ადამიანის მოჯადოება შეუძლებელია.
  • -მე კი გამიგია, რომ ასეთი “თამაშის” შემდეგ შთამომავლები ისჯებიან. დაფიქრდი, რატომ ხარ მარტო? ან რატომ გარბიან მამაკაცები ჩემს დანახვაზე?
  • -რატომ მარტო? მამაშენს ხომ შევხვდი?
  • -შეიძლება დროებით შენზე არ აისახა, მაგრამ ჩემზე კი რაღაც მოქმედებს. წავიღებ ამ ფურცელს ეკლესიაში.

განთავისუფლება – ეკას ტაძარში მართლაც დაეხმარნენ. მღვდელმა დაუდასტურა, რომ ზოგჯერ უფროსების ცოდვების გამო შვილები და შვილიშვილები ისჯებიან. რა თქმა უნდა, ბებიამ ეს არ იცოდა, მაგრამ პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ერთი ადამიანის წართმეული ბედი მეორემ უნდა გამოისყიდოს. ამიტომაც არ უმართლებდა ეკას პირად ცხოვრებაში.მღვდელმა რიტუალი ჩაატარა და ბებიას სულისთვის ილოცა. ეკა მეორე დღესვე მიხვდა, რომ თავისუფალი იყო. ქუჩაში აშკარად გრძნობდა მამაკაცების ყურადღებას, თბილად უღიმოდნენ და ზოგჯერ თვალსაც უკრავდნენ.

რას გვასწავლის ეს ამბავი? – არსებობს სტერეოტიპი, რომ მამაკაცებს უბრალოდ არ სურთ ურთიერთობაში შესვლა. მაგრამ ისეც ხდება ხოლმე, რომ მიზეზი ყველაზე მოულოდნელ ადგილას იმალება. ამიტომ თუ თქვენს პირად ცხოვრებაში პრობლემები არ ილევა, ღირს მიზეზის ძიება. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს