მაია დილით სარბენად გავიდა. უკვე მთელი თვეა ცდილობს ამ რეჟიმს მიეჩვიოს, თუმცა არც ისე კარგად გამოსდის. სირბილის დროს სკამზე მობილური ტელეფონი დაინახა, რომელიც უპატრონოდ, გამორთული იდო.
დაკარგული მობილური
ტელეფონის მოდელი საიდანღაც ეცნო, მაგრამ ვერ გაიხსენა ზუსტად. ჩაიდო ჯიბეში და სირბილი განაგრძო. სახლში დაბრუნების შემდეგ კი სულ გადაავიწყდა მისი არსებობა. ჯერ ბავშვი მოამზადა ბაღში წასასვლელად, მერე საუზმის მომზადება დაიწყო.ორი დღის შემდეგ მაია პარკში მოსეირნე დედებს ესაუბრებოდა და ტან ბავშვებს ასეირნებდნენ. მაია უყურებდა თავის შვილს, რომელიც ქვიშით პასკებს ამზადებდა, შემდეგ კი ცდილობდა ეჭმია ნაგაზისთვის, რომელსაც იქვე ასეირნებდა პატრონი. ძაღლმა უარი თქვა “ტკბილეულზე”, მაგრამ ცნობისმოყვარეობით ყნოსავდა ირგვლივ ყველაფერს.უეცრად მოვიდა უცნაური მამაკაცი – გაუპარსავი, ძველი ტანსაცმლით, ცბიერი თვალებით. ის ყურადღებით ათვალიერებდა იმ ადგილს, სადაც მაიამ ტელეფონი იპოვა. დედებმა თქვეს, რომ ეს მამაკაცი ხშირად მოდიოდა ხოლმე და უცნაურად აკვირდებოდა ბავშვებს. მივიდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციით დაემუქრნენ.
ტელეფონის უცნაური მფლობელი – მაია მამაკაცს დაკვირდა. ის მართლაც უცნაურად იქცეოდა და არც ისე ადეკვატურად გამოიყურებოდა, მაგრამ მშვიდად იყო და არაფერს აშავებდა. ერთ-ერთმა მშობელმა კი ჩუმად ჩაილაპარაკა: “დავინახე, როგორ უღებდა ის ჩვენს შვილებს ტელეფონით ფოტოებს. რაღაცაშია ნამდვილად საქმე.”აქ კი უეცრად გაახსენდა მაიას აპოვნი ტელეფონი, რომელიც მეორე ქურთუკის ჯიბეში ედო. სახლში დაბრუნებულმა მაშინვე მოძებნა ის.მაიამ სცადა ტელეფონის დატენვა და ჩართვა. როგორც იქნა გამოუვიდა და გახსნა ფოტოები. იქ მართლაც უამრავი ბავშვის ფოტო იყო, რამდენიმე თავსი შვილისაც იპოვა. ცოტა არ იყოს შეეშინდა, რაში ჭირდებოდა უცნობს სხვისი შვილების ფოტოები? გადაწყვიტა მიმოწერაც დაეთვალიერებინა…მეორე დღესვე მაია ბავშვთან ერთად წავიდა პარკში, მოძებნა ის უცნაური მამაკაცი, ტელეფონი გაუწოდა და გადაეხვია. მამაკაცს ახლა უკეთ ეცვა, მაგრამ თვალები ძალია სევდიანი ჰქონდა.”ეს მობილური სკამზე ვიპოვე. მაპატიეთ, მაგრამ დავათვალიერე. ძალიან ვწუხვარ, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება.”
რას გვასწავლის ეს ამბავი? – მამაკაცს ცრემლები მოერია, შემდეგ დედა-შვილი კაფეში დაპატიჟა. სანამ გემრიელ სასმელს შეექცეოდნენ, თავისი ამბავი მოუყვა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი სხვის შვილებს კი არა, საკუთარ შვილს უთვალთვალებდა. მისმა ცოლმა მიატოვა და ბავშვიც თან წაიყვანა. ამ ამბავმა მისი სულიერი მდგომარეობა ძალიან შეარყია, რადგან დედა ბავშვის ნახვის უფლებას არ აძლევდა. ცოლის ახალი საყვარელი გავლენიანი პიროვნება იყო და ისე მოაგვარა საქმე, რომ თუ მამა ბავშვს მიუახლოვდებოდა, დაიჭერდნენ. ამიტომ შორიდან ცქერით კმაყოფილდებოდა, როდესაც პატარას ძიძა ასეირნებდა ხოლმე.
ამიტომ ნუ იჩქარებთ ადამიანის მხოლოდ გარეგნობის მიხედვით შეფასებას. არავინ იცის, რა იმალება მისი სასოწარკვეთილი იმიჯის მიღმა. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.