გამოცდილმა სამი შვილის დედამ გვასწავლა რა უნდა გვაკეთოთ, თუ ელექტრონული თერმომეტრი ტემპერატურას არასწორად აჩვენებს.

0
1173

ყველას გქონიათ სიტუაცია, როდესაც თერმომეტრები სხვადასხვა ტემპერატურას აჩვენებს. მცირე სხვაობა რა თქმა უნდა, არ არის პრობლემა, მაგრამ როდესაც ელექტრონული საზომი 0,5-0,6 გრადუს სხვაობას გვიჩვენებს, არ არის სახუმარო საქმე. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შევეცდებით გავერკვეთ, რამდენად ზუსტია ელექტრო საზომი ვერცხლის წყლიან საზომთან შედარებით.

როგორ გამოვიყენოთ ელექტრო სიცხის საზომი

მწარმოებლები მიუთითებენ ერთნაირ შედეგზე ვერცხლისწყლიანისა და ელექტრო საზომის. იდეალურ შემთხვევაში სხვაობა უნდა იყოს 0,1 გრადუსი. მაშინ რატომ უჩივის ბევრი ელექტრო მოწყობილობას? პრობლემა იმაშია, რომ ტემპერატურის სწორად გასაზომად ელექტრო თერმომეტრი მჭიდროდ უნდა ეხებოდეს სხეულს. მისი გაჩერება რამდენიმე წამი საკმარისი არ არის.ტემპერატურის გაზომვამდე რეკომენდებულია იღლიის გაწმენდა და თერმომეტრის წვერის მოთავსება მის ცენტრში. გაზომვის დრო უნდა იყოს 3-4 წუთი. თუმცა, ეს არ იძლევ ყოველთვის ზუსტ შედეგს არა იმიტომ, რომ თერმომეტრი გაუმართავია, უბრალოდ ინსტრუქციაში არ არის მითითებული კიდევ რამდენიმე წესი.

წესები, რომლის შესახებაც არ წერენ – პირველ რიგში, თერმომეტრი უნდა მოთავსდეს სხეულის გასწვრივ და მიაჭიროთ ხელი. ამ მდგომარეობაში მოწყობილობა უფრო თანაბრად თბება. უმჯობესია, თუ ზედმეტ ტანსაცმელს მოიშორებთ.სასურველია, არ ჩართოთ თერმომეტრი მაშინვე. დააცადეთ ჯერ ცოტათი გათბეს – 2-3 წუთი. ეს დაგეხმარებათ უფრო ზუსტად გაზომოთ სიცხე და დაზოგოთ თერმომეტრის ელემენტები.და მესამე – დაელოდეთ როცა მოწყობილობა გამოსცემს დამახასიათებელ ხმას. ამით გაზომვა არ სრულდება, დააყოვნეთ კიდევ 2-3 წუთი.

ფაქტია, რომ ელექტრო თერმომეტრები ცოტათი განსხვავებულად მუშაობენ. ვერცხლისწყლიანი აჩვენებს მაქსიმალურ ტემპერატურას, ხოლო ელექტრონული – საშუალოს. ადამიანის სხეულის ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს 1 გრადუსამდე. ამიტომ რაც უფრო ხანგრძლივი იქნება გასინჯვის დრო, მით უფრო ზუსტი იქნება პასუხი ეკრანზე.ზემოაღნიშნული წესების მიხედვით, ელექტრონული თერმომეტრი იმავე ტემპერატურას გიჩვენებთ, რასაც ვერცხლისწყლიანი. სპეციალისტები მაინც გვირჩევენ ორივე მოწყობილობის ქონას. გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენ რომელ თერმომეტრს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.