ზოგჯერ ბედი უცნაურ შემთხვევებს გვიმზადებს ხოლმე და ჩვენი დღევანდელი ამბავიც ერთ-ერთი მათგანია.
ძველი საყურეები
მიხეილი შეხვედრაზე აგვიანებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მილიონებს ფლობდა, წესრიგით და პუნქტუალურობით გამოირჩეოდა. ის პატივს სცემდა თავის კოლეგებს და საერთო საქმეს არასდროს გადადებდა გვერდზე. თუმცა, მისი მანქანა ქარბუქში, შუა გზაზე გაჩერდა და ტელეფონიც დაუჯდა. მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და გარშემო მიმოიხედა, იქნებ სადმე დარეკვის საშუალება ყოფილიყო.ახლო-მახლო არაფერი ჩანდა, ქუჩა სრულიად ცარიელი იყო. გზას გაუყვა და თან სიცივისგან კანკალებდა. მხოლოდ თხელი ქურთუკი ეცვა, რადგან მანქანიდან გადმოსვლა არასდროს არ უწევდა ხოლმე.ამ დროს ვიღაც მოხუცი ბებია მიუახლოვდა, მიხეილმა ქარბუქში ის ვერც კი შეამჩნია. ქალი ცდილობდა ძალიან ძველი ტელეფონის ეკრანზე რაღაცის გარკვევას. მიხეილს სახე გაუნათდა.
-ბებია, შეიძლება შენი ტელეფონიდან დავრეკო? მანქანა გამიფუჭდა, მობილური კი დამიჯდა.საბედნიეროდ, ბებიამ გაუღიმა და ტელეფონი გაუწოდა. გახარებულმა მიხეილმა თავის მძღოლს დაურეკა და მოსვლა სთხოვა. ბებიამ საუბრის დასრულების შემდეგ მორიდებით საჭმლის ფული სთხოვა. მადლიერმა მიხეილმა რამდენიმე მსხვილი კუპიურა გაუწოდა.
რატომ დააფიქრა მამაკაცი ძველმა საყურეებმა – სანამ მოხუცი ტელეფონს ჩანთაში იდებდა, ქარმა დაუბერა და ნაცრისფერი თავსაფარი მოგლიჯა თავიდან. მიხეილმა მოასწრო დაჭერა და როდესაც გაუწოდა, შეამჩნია, რომ მოხუცს ულამაზესი საყურეები ეკეთა: მრგვალი მწვანე ქვები იყო ჩასმული ანგელოზის ფრთებში. ეს სამკაული სადღაც ბევრჯერ უნახავს!ამასობაში მძღოლიც მოვიდა და თავისი უფროსი თბილ სალონში ჩაისვა. მაშინვე ოფისისკენ გაემართნენ. მიხეილი მაშინვე ჩაეფლო უამრავ საქმეში, რომელიც მისი დაგვიანების გამო უცებ დაგროვდა.საღამოს დაღლილი ბიზნესმენი სახლში დაბრუნდა და დასაძინებლად დაწვა. დატვირთული დღის შემდეგ დასვენება სჭირდებოდა. კარგად ეძინა ხოლმე, მაგრამ ამ ღამეს შფოთავდა. ის საყურეები გონებიდან არ სცილდებოდა. სიზმარში თავისი დიდი ბებია დაესიზმრა რომელმაც უთხრა, რომ ასეთი საყურეები მათ ოჯახში საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა და ომამდე სადღაც დაიკარგა.
სიზმრები ძველებურ საყურეებზე – მიხეილს გაეღვიძა და სულ ოფლში ცურავდა, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს. ერთი კვირის შემდეგ იგივე განმეორდა. მამაკაცი ბრაზობდა, რატომ ხედავდა ისეთ რამეს, თან განმეორებით, რაშიც ერთი სიტყვაც არ იყო მართალი.საბოლოოდ, გადაწყვიტა მოეძია თავისი ოჯახის არქივი, მაგრამ საყურეები არსად არ იყო ნახსენები. იპოვა მხოლოდ დიდი ბებიის დაბადების მოწმობა და რამდენიმე ფოტო. ფოტოგრაფია გაცრეცილი იყო, მაგრამ მაინც შეიძლებოდა გარჩევა. ქალს ისეთივე საყურეები ეკეთა, თან აშკარად ისეთი რაკურსით იყო გადაღებული, რომ სამკაული კარგად გამოჩენილიყო.
რას გვასწავლის ეს ამბავი? – მეორე დღეს მიხეილი წავიდა იმ ქუჩაზე, სადაც მოხუცი ნახა. მთელი დღე მოუნდა ქალის ძებნას. საღამოს როგორც იქნა, იპოვა. მივიდა ქალთან და თავისი სიზმრების შესახებ უამბო. მოხუცს გაეღიმა, მოიხსნა საყურეები და გაუწოდა. მან უთხრა, რომ ღამით დედამისი დაესიზმრა, რომელმაც სთხოვა სამკაული ახალგაზრდა მამაკაცისთვის გადაეცა, რომელსაც მალე ნახავდა.ასეთი უცნაური, მაგრამ რეალური ამბავი შეემთხვა ორ ჩვეულებრივ ადამიანს. მიხეილმა მოხუც ქალს ბინა გამოუყო და სიცოცხლის ბოლომდე ეხმარებოდა. საყურეების დაბრუნებასთან ერთად მის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები დაიწყო. მან როგორც იქნა იპოვა დიდი სიყვარული და მალე ტყუპებიც შეეძინა.
თქვენ გჯერათ წინასწარმეტყველური სიზმრების? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.