შეიძლება თუ არა სახლში ტიტების გაშენება? ძალია მარტივად. ეს მშვენიერი და ნაზი ყვავილები ყოველთვის გაზაფხულზე გამოჩნდება ხოლმე და განსაკუთრებით პოპულარულია 8 მარტს, რადგან ხაზს უსვამს ქალბატონების ელეგანტურობას და ქალურობას.
ტიტები სახლში
რა თქმა უნდა, წლევანდელ დღესასწაულამდე რამდენიმე კვირით ადრე ტიტების გაზრდას ვერ მოასწრებთ, მაგრამ სამომავლოდ გეცოდინებათ. ეს ყვავილები სრულიად უპრეტენზიოა და მათი გაშენება ფანჯრის რაფაზე მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ. თუ რეგულარულად დარგავთ ტიტებს, სახლში მუდამ გექებათ აყვავებული კვირტები ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაულისთვის. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით თუ როგორ გაზარდოთ ტიტები სახლში.
მატი ინფორმაცია – სანამ შეაგროვებთ თაიგულს 101 ტიტისგან, გავერკვეთ მის ჯიშებში. ზოგიერთი ადრე ყვავილობს, ზოგი – გვიან, ზოგიერთს მაღალი ღერო აქვს, ზოგს უფრო მოკლე. გადახედეთ ფოტოებს და განსაზღვრეთ რომელი ჯიში გჭირდებათ თქვენ და მიმართეთ გამყიდველს. მასაც შეუძლია გარკვეული გამოცდილების გაზიარება და რჩევის მოცემა.შემდეგ შეარჩიეთ და განსაზღვრეთ ადგილი. აიღეთ ჭურჭელი, რომელშიც ჩარგავთ ბოლქვებს. ბოლქვები უნდა იყოს ძლიერი და ჯანსაღი, დაზიანებების გარეშე. თუ ტიტების დარგვას ქოთანში აპირებთ, ბოლქვებს შორის მანძილი 1,5-2 სმ უნდა იყოს.
თუ ბოლქვების დარგვა გსურთ ნიადაგის გარეშე, ჩაყარეთ კონტეინერში დეკორატიული კენჭები და მძივები, შეავსეთ წყლით და ზემოდან მოათავსეთ ბოლქვები. გაითვალისწინეთ, რომ ბოლქვის ფესვები თავდაპირველად წყალს არ უნდა ეხებოდეს. ზრდის პროცესში თავად უნდა მიწვდნენ მას.
ლამაზი ინდივიდუალურობა – თუ ტიტების ჩარგვა გრუნტზე გსურთ, ის დარგვის შემდეგ უნდა მოათავსოთ ცივ ადგილას ერთი თვის განმავლობაში. საუკეთესო იქნება სარდაფი, აივანი ან მაცივარი. ქოთნებს უნდა გადააფაროთ მუყაოს ქაღალდი ან გაზეთი და დაუტოვოთ სავენტილაციო ადგილი. ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ გადაიტანოთ შენობაში, სადაც ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება.თანდათან შეამჩნევთ, რომ ტიტების ყლორტები გაზრდას იწყებს, არ დაგავიწყდეთ მათი მორწყვა და შეგიძლიათ უკვე ფანჯრის რაფებზე განათავსოთ. არ უნდა ხვდებოდეს მზის პირდაპირი სხივები.
ვზრდით ტიტებს სახლში – მალე ყვავილებს მწვანე კვირტები გამოუვათ. თუ ყვავილობის პროცესის გადადება გსურთ, მოათავსეთ გრილ ადგილას, ოღონდ ეს თანდათანობით გააკეთეთ, რათა ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ ყვავილი არ დააზიანოს. მორწყეთ კვირაში ორჯერ და მიეცით თხევადი სასუქი ბოლქვიანი ყვავილებისთვის თვეში ერთხელ.მოარიდეთ ორპირ ქარს, რადგან ის ძალიან აზიანებს ყვავილს. მავნებელია ზედმეტი სითბოც. მოაცილეთ ხოლმე გაყვითლებული ფოთლები, რათა მათ არ წაართვან საკვები ჯანსაღ ფოთლებს.
ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების და ნურც იმის, თუ ზოგჯერ თქვენი მცდელობა წარუმატებელი იქნება. თქვენ გყავთ ტიტები სახლში? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.