მდიდარ ბიზნესმენს არ მოეწონა, რომ ბიზნეს კლასით მასთან ერთად იფრენდა ქალი სამი ბავშვით, მაგრამ პილოტის სიტყვებმა აიძულეს დაფიქრებულიყო.

0
3360

ყველამ ვიცით, რომ გარეგნობამ შეიძლება მოგვატყუოს, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე, რომ უნებლიეთ ვაფასებთ ადამიანს იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურება ის. ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, არ ღირს და პაპარაცის დღევანდელი ამბავი ამის დადასტურებაა.

მატყუარა გარეგნობა

ქეთი პირველად მიფრინავდა ბიზნეს კლასით, ამიტომ ძალიან ნერვიულობდა. თან სამი პატარა ბავშვი ახლდა. თავაზიანმა გამცილებელმა ქეთი და ბავშვები თავის ადგილთან მიაცილა, მაგრამ დასხდომა ვერ მოასწრეს, რომ აღშფოთებული მამაკაცის ხმა გაისმა:-ეს რა ხდება? 10 წუთში მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და არ ვაპირებ ჩემს გვერდით სხვისი ბავშვები ავიტანო. მათი ადგილი ბიზნეს კლასში არ არის!სანამ გამცილებელი უკმაყოფილო მგზავრის დამშვიდებას ცდილობდა, ქეთი  სირცხვილისგან იწვოდა, შემდეგ მამაკაცს შესთავაზა:

  • -თუ რომელიმე მგზავრი დამთანხმდება, ადგილს გავუცვლი და აღარ შეგაწუხებთ.
  • -არა, ეს დაუშვებელია! თქვენ ეს ადგილები გაქვთ ნაყიდი და არ ხართ ვალდებული სხვაგან გადახვიდეთ- უთხრა გამცილებელმა. მამაკაცს კი აუხსნა, რომ თუ არ დამშვიდდებოდა დაცვის სამსახურს დაუძახებდა.

საუბარი მდიდართან – მიუხედავათ გამცილებლის სიტყვებისა ქეთი თავს უხერხულად გრძნობდა და მამაკაცს მოუბოდიშა: “არ იღელვოთ, ხელს არ შეგიშლით.”-იმედი მაქვს, ქალბატონო! ისედაც ბევრი საქმე მაქვს და ნამდვილად არ მინდა თავხედმა ბავშვებმა ხელი შემიშალონ! მიუგო მამაკაცმა ყურსასმენები გაიკეთა და სამუშაოში ჩაერთო. ამასობაში ბავშვებმა დაიძინეს, ქეთი კი ჩაფიქრდა: “ნუთუ ასე ცუდად გამოვიყურები. ვერ ვიჯერებ, რომ ვიღაც უცნობი ამდენს მიბედავს.”- ფიქრობდა ქალი.

 მოულოდნელი დასასრული – ნახევარ საათში ბიზნესმენმა დაასრულა ვიდეო შეხვედრა და როგორც იქნა გაჩუმდა. მან ალმაცერად გადახედა ქეთის და უთხრა:

  • -ძალიან გაგიმართლათ, რომ ბავშვებმა ხელი არ შემიშალეს. ეს-ეს არის დავასრულე წლის მთავარი გარიგება!”ქალი დასაწყისიდანვე ცდილობდა არ აჰყოლოდა ნეგატიურ ნოტებს, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ თავი ვეღარ შეიკავა:
  • -იცით რა? თქვენ 2 საათის განმავლობაში სამუშაო საკითხებზე საუბრობდით, ამ დროს კი ჩემს შვილებს ეძინათ. მე კი არა თქვენ უნდა გადასულიყავით სხვაგან, რადგან მგზავრებს მოსვენებაში ხელს უშლიდით. თუ ასეთ საუბარს არ შეწყვეტთ, ჩემი ქმარი…ქეთის დამთავრებული არ ჰქონდა სიტყვა, რომ სალონში პილოტის ხმა გაისმა:
  • -მინდა გაცნობოთ, რომ თვითმფრინავი მალე დაეშვება – შემდეგ კი დაამატა – მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, რო დათანხმდა დღეს ჩემთან ერთად ფრენაზე და გამამხნევა, რადგან მძიმე ავადმყოფობის შემდეგ პირველად დავჯექი თვითმფრინავში. ქეთი მიყვარხარ!”