მოხუც დედამთილს მოვლა სჭირდება და ქმარს ჩვენთან გადმოყვანა უნდა, მე წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არის ერთი პრობლემა.

0
1280

ჩვენ ყოველთვის გვგონია, რომ მშობლები სიბერემდე ჯანმრთელები და ენერგიულები იქნებიან, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის ხოლმე. ინგას ბევრი პრობლემა შეექმნა, როდესაც მიხვდა, რომ დედამთილი მასთან უნდა გადმოეყვანა მოსავლელად. მას ძალიან უყვარს მოხუცი და თვლის, რომ მომვლელი და ექთანი არ არის სწორი გამოსავალი, მაშინ რა უნდა ვქნათ? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

მოხუცი დედა

“აქამდე მარინას თავისი და უვლიდა, მაგრამ მას შვილები ჰყავს საზღვარგარეთ და გადაწყვიტა თავადაც წავიდეს. ამის შემდეგ ქარმა დედის ჩვენთან გადმოყვანა გადაწყვიტა.”რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი არ ვარ. ჩვენ პატარა ოჯახი გვაქვს – ქმარი, მე და თინეიჯერი ქალიშვილი. არც მისი მოსვლის შემდეგ წარმოშობილი სირთულეების მეშინია. კარგად მესმის, რომ მოხუც მშობლებს შვილების ყურადღება სჭირდებათ.კარგად მახსოვს როგორ თბილად მიმიღო მარინამ და როგორ მეხმარებოდა შვილის გაზრდაში. ბავშვს ყოველთვის ულამაზესი ტანსაცმელი ეცვა, რომელსაც ბებია უქსოვდა ხოლმე. მოხუცის სპეციალური მოვლაც ვიცი, რადგან ექთნად ვმუშაობდი.

კონფლიქტი ქალიშვილთან – პრობლემა კი ის არის, რომ ჩემს ქალიშვილს კატეგორიულად არ სურს მოხუცის ყოფნა ჩვენს სახლში. თვლის, რომ პრობლემები შეექმნება მეგობრებთან და მშვიდად ვეღარ იქნება. რაც ვიტყვი, რთული ასაკი აქვს… ვფიქრობდი მარინა ჩემს საძინებელში მომეთავსებინა, მე კი მისაღებში გადმოვსულიყავი.ვაღიარებ, რომ ძალიან გავათამამე ჩემი გოგონა. არადა ბებია დაბადებიდან ზრუნავდა მასზე სანამ ფეხზე დგომა შეეძლო. ახლა კი აღარ მოსწონს მწოლიარე მოხუცი მის სახლში!რამდენჯერაც ვთხოვე აფთიაქში ან მაღაზიაში წასულიყო და ბებიასთვის რამე ეყიდა, უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა შუბლი, ნუთუ ვერ ხვდება, რომ თავადაც მოხუცდება და უსუსური და უმწეო გახდება? ერთი ბეწო თანაგრძნობის უნარიც კი არ აქვს, გამომიცხადა, რომ თუ ბებიას გადმოვიყვანთ, სახლიდან წავა.

არ ვიცი რა გავაკეთო და როგორ მივიტანო შვილამდე, რომ არასწორად იქცევა. ქმარიც გამიბრაზდა, როგორ აძლევ ამდენის უფლებასო. ახლა ის დამემუქრა, რომ თითონ გადავიდოდა დედასთან თუ ასე გაგრძელდებოდა. არადა ფაქტია, ქალს მოვლა სჭირდება, შვილების ყურადღება და სითბო. ჩემი შვილის რთული ასაკი კი კომპრომისის გამონახვის საშუალებას არ იძლევა.

რჩევა რედაქციისგან: პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თინეიჯერების არეული გონება დროთა განმავლობაში ლაგდება. მშობელი ერთია და მას თანადგომა სჭირდება. არ შეიძლება ამ შემთხვევაში დაემორჩილო მოზარდის კაპრიზს. პირიქით, მან უნდა გაუწიოს ანგარიში მშობლების გადაწყვეტილებას. შვილთან ურთიერთობაში მამაც უნდა ჩაერთოს და მხოლოდ ცოლს არ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.