ამერიკულ შტატში, აიდაჰოში, ახალგაზრდა წყვილს ღამით საშინელი ხმაურისგან გაეღვიძა. შეძრწუნებულმა წყვილმა მაშინვე მძარცველებზე იფიქრა, თუმცა, სახლის დათვალიერებისას ვერაფერი იპოვეს.
იმავე დღეს, დილით, ბრიტანი ბუში ავტოფარეხისკენ წავიდა. როცა მასში პირველი ნაბიჯი შედგა, ფეხი ქვემოთ ჩაუვარდა და საყრდენი ვერ იგრძნო. საბედნიეროდ, ბრიტანიმ შეძლო კარის სახელურზე მოჭიდება, თორემ ნივთებით ამოვსებულ ორმოში ჩავარდებოდა. საქმე იმაშია, რომ ფარეხის იატაკი მხოლოდ 8 სმ სისქის იყო, მის ქვემოთ კი უზარმაზარი ცარიელი სივრცე აღმოჩნდა.
დალაგებამ დიდი დრო წაიღო, თუმცა, როგორც იქნა, სივრცე ამოავსეს. ფარეხის ქვემოთ სრულყოფილი სამალავი აღმოჩნდა – მეუღლეებმა იქ ნახეს ძველი თაროები სხვადასხვა ნივთებით: ბიგუდები, სათამაშოები, ქალის ჩანთები და წერილი.
ბუშების ოჯახს სურდა იმის გაგება, შეძლებდა თუ არა დაზღვევა ხარჯების დაფარვას. ინსპექტორმა, თავის მხრივ, გამოიძახა ინჟინერი, რომელსაც ძალიან გაუკვირდა ფარეხის იატაკის ჩავარდნა. უფრო სწორად, ის გაუკვირდა, აქამდე როგორ არ ჩავარდა.
ინჟინრის აზრით, საცხოვრებელ სახლშიც შეიძლება იყოს ოთახი პირველი სართულის ქვემოთ. სახლი 50-იან წლებში ააშენეს, 70-იანებში კი შეიცვალა მეპატრონე, რომელმაც, ამ ყველაფრის მიხედვით, თავისი წესრიგი დაამყარა რემონტის დროს. სახლის მეპატრონეები იმედოვნებენ, რომ ახლადაღმოჩენილი ოთახის ბნელ კუთხეებში ცუდს არაფერს იპოვიან.
ინჟინერმა გამორიცხა ბომბსაფრის ვარიანტი. მისი შეფასებით, ოთახი არასაიმედოა და მცირე ბიძგებსაც კი ვერ აიტანდა. “ნუ შეგეშინდებათ, თუ ქვემოთ გვამს იპოვით. იმედია, ასე არ მოხდება, თუმცა ყოველ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ პოლიცია.” – თქვა ინჟინერმა წასვლამდე.
ნამდვილად საინტერესო აღმოჩენაა. თქვენ რას იტყვით?