სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, რომელიც ძალაში 14 თებერვლიდან შევიდა, ახალი ციკლის დასაწყისი.

0
1735

მიუხედავად იმისა, რომ 14 თებერვალი უკვე იყო, ვთვლით, რომ სიყვარულზე საუბარი ყოველთვის შეიძლება. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 2022 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. მოდით, გავიგოთ რა ელის ჩვენს მგრძნობიარე გულებს.

2022 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

14 თებერვალს დაიწყო ვენერასა და მარსის ახალი ციკლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში იქნება. ეს პლანეტები ქალის და მამაკაცის ურთიერთობის სიმბოლოა. ისინი გაერთიანდნენ თხის ნიშნის ქვეშ, რაც ნიშნავს, რომ ბევრი სიახლე გვექნება ყველა სფეროში.

ვერძი –ვერძისთვის ხელსაყრელი დროა სამსახურის დონის მაღლა ასაწევად. მარტოხელებს გაუმართლებთ და თავის გულისწორს იპოვნიან, მაგრამ ფრთხილად უნდა იყვნენ პარტნიორის არჩევაში, რათა არ გახდნენ სკანდალის მონაწილეები.დაქორწინებული ვერძების კავშირი კიდევ უფრო მყარი გახდება და ერთობლივად ბევრ რამეს მიაღწევენ.

კურო-კურომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს თვითგანვითარებას და მეტი იმოგზაუროს. დიდი ალბათობით, მოგზაურობის დროს შეხვდება თავის მეორე ნახევარს. თუ გეგმავდით საგანმანათლებლო კურსებზე ჩაწერას, სწორედ ეხლაა ამის დრო. ნუ შეგეშინდებათ, დახარჯული დრო და ფული აუცილებლად დაგიფასდებათ.

ტყუპები-ტყუპებს შეუძლიათ მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავი სასიყვარულო ურთიერთობებში, ასევე უნდა იზრუნონ ცხოვრების ფინანსურ მხარეზე, რაც არანაკლებ წარმატებული იქნება.

კირჩხიბი-ეს წელი მარტოხელა კირჩხიბების დაქორწინების წელია. ისინი სამუშაო გარემოში შეხვდებიან თავის მომავალ რჩეულს. დაქორწინებული კირჩხიბებისთვის კი მატერიალური წინსვლა და ახალი საინტერესო პროექტებია მოსალოდნელი.

ლომი-თუ გსურთ სწრაფად მიაღწიოთ მიზნებს, მიმართეთ საყვარელ ადამიანებს მხარდაჭერისთვის, თუ მარტოხელა ხართ მოემზადეთ სიურპრიზებისთვის, რადგან შეხვდებით მეორე ნახევარს. საუკეთესო პერიოდია ჯანმრთელობის გამოსაკვლევად და საპროფილაქტიკო მანიპულაციების შესასრულებლად.

ქალწული-ბავშვები, ჰობი, სპორტი და სიყვარული – აი ქალწულების მთავარი საქმიანობა წელს. თუ მარტოხელა ხართ, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება მიმზიდველი მამაკაცი, რომლის წყალობით თავს პატარა გოგონად იგრძნობთ. დაქორწინებულ ქალწულებს პირად ურთიერთობაში ყველაფერი კარგად ექნებათ, მოსალოდნელია სამსახურეობრივი წინსვლა.

სასწორი-სასწორს 2022 წლის ჰოროსკოპი სასიამოვნო სიახლეებს ჰპირდება. მისი საქორწინო კავშირი კიდევ უფრო გამყარდება და ამასთან, დადგება დრო საკუთარ საცხოვრებელზე ზრუნვისთვის. ამ საკითხში ნამდვილად იქნება სასიამოვნო ცვლილებები. თუ მარტოხელა ხართ, გაითვალისწინეთ მშობლების აზრი, ისინი მიგანიშნებენ თქვენთვის ღირსეულ ადამიანზე.

მორიელი-მორიელებსაც ყველა ასპექტში წარმატება ელოდებათ. პატარა რომანტიული შეხვედრა შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ ურთიერთობაში. დროა იფიქრონ სერიოზულ ფინანსურ ინვესტიციაზე. შეიძენთ სასურველ მანქანას და შეისწავლით ახალ პროფესიას.

მშვილდოსანი-მარტოხელა მშვილდოსანი თავის რჩეულს ყველაზე მოულოდნელ ადგილას შეხვდება. მაგალითად, ბანკში, სასამართლოში, კლინიკაში… ურთიერთობაში მყოფმა მშვილდოსნებმა კი დროა იფიქრონ საკუთარ თავზე: აიმაღლონ თვითშეფასება, იშოპინგონ, იზრუნონ წონის კორექციაზე.

თხის რქა-ეს წელი თხის რქისთვის ჯეკპოტის მიღების წელია. დროა გაიუმჯობესონ ცხოვრება, იყონ უფრო თავდაჯერებულები, რადგან ყველა სფეროში წარმატება ელოდებათ. დაქორწინებულმა თხის რქებმა დროა კარგად დაგეგმონ მომავალი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

მერწყული-მერწყულს წელს ბევრი მოულოდნელობა ექნება. ის შეიძლება თავის ძველ სიყვარულს შეხვდეს. ფინანსურად წარმატებული პერიოდი იქნება, თუმცა, თუ რაიმე პროექტს გეგმავ, უმჯობესია საიდუმლოდ შეინახო და ყველას არ მოუყვე. შეინახე ეს სიახლე 2023 წლამდე.

თევზები-ამბობენ ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა შეუძლებელიაო. ამაში თევზები თავად დარწმუნდებიან, როდესაც მათი მეგობრობა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზრდება.

რჩევა რედაქციისგან:იმისათვის, რომ თქვენს ნამდვილ სიყვარულს შეხვდეთ, უმჯობესია, ნაკლები იფიქროთ ამაზე და მშვიდად განაგრძოთ ცხოვრება. ის თავად მოვა, ნამდვილი და განუმეორებელი, ძებნის პროცესში კი შეიძლება მარტივად შეცდეთ. თქვენ რას ფიქრობთ გაგვიზიარეთ კომენტარებში.