გამჭრიახმა სტილისტმა დაგვისახელა ქალის გარდერობში არსებული ნივთები, რომელიც მიანიშნებს მის დაბალ თვითშეფასებაზე

0
373

როგორც არ უნდა იყოს, პირველ შთაბეჭდილებას ადამიანზე ტანსაცმელი ახდენს. ჩვენს ეპოქაში ქალი თავისუფალია და შეუძლია ჩაიცვას ის, რაც მოსწონს. მისი არჩევანი კი გარშემომყოფებს თავად ქალზე აწვდის გარკვეულ ინფორმაციას. არსებობს გარდერობის ნივთები, რომელიც მიუთითებს, რომ ქალს თავდაჯერება აკლია და დაბალი თვითშეფასება აქვს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

ტანსაცმლის შესაფერისი სტილი

მრავალფეროვნების ნაკლებობა – ერთი და იგივე ტანსაცმელი ყოველდღიურად რამდენიმე მიზეზზე მიუთითებს. ზოგი თვლის, რომ მუდმივად ჯინსით და მაისურით სიარული სიახლის და რაღაცის შეცვლის სურვილის არქონაა. ზოგი კი ფიქრობს, რომ ქალისთვის სტილზე მეტად კომფორტია მნიშვნელოვანი. სინამდვილეში, კი მას უბრალოდ ეზარება საკუთარი თავისთვის დროის დახარჯვა და ერთი შერჩეული იმიჯით კმაყოფილდება.

სპორტული სტილი – სპორტული ტანსაცმელი კარგია სახლში ან სავარჯიშო გარემოში. სხვა შემთხვევაში, ეს სტილი შეუსაბამოა და მიუთითებს ქალის საკუთარი თავის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებაზე.

დიდი ზომის ტანსაცმელი – ქალები, რომლებიც მუდმივად ატარებენ რამდენიმე ზომით დიდ ტანსაცმელს, მიანიშნებს, რომ მათ არ სურთ ყურადღების მიქცევა საკუთარი სხეულის ფორმებზე, ის მორცხვია და თითქოს სურს ტანსაცმელში დაიმალოს. თუმცა, ყოველთვის ასე არ არის, ზოგიერთ ქალს ხანდახან შეუძლია OVERSIZE ტანსაცმელში შეუდარებლად გამოიყურებოდეს.

კაშკაშა ფერების ნაკლებობა – ქალის მოკრძალებულობაზე მიუთითებს ტანსაცმლის ფერიც. მშვიდი, არა გამომწვევი ფერები ნაკლებ ყურადღებას იქცევს. ამას დამატებული დახურული, კონსერვატიული სტილი კი ფაქტიურად ყვირის, რომ მფლობელს ეშინია თავისი სილამაზის და მშვენიერების წარმოჩენის და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს.

სხვა ზომის ნივთები – ზედმეტად ვიწრო ჩაცმულობა კარგად აჩენს სხეულის ნაკლოვანებებს და არასახარბიელოდ გამოიყურება. ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული ნივთის სწორად შერჩევა. თუ ეს ქალისთვის რთული საქმე აღმოჩნდება, შეუძლია დახმარებისთვის ახლობლებს მომართოს.

ტრენდების სდევნა – მოდური და ტრენდული ნივთი არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქალს მოერგება. ბევრს ეს არ ესმის და იმის ნაცვლად, რომ ეძებონ საკუთარი სტილი, რომელიც მის ინდივიდუალურობას ხაზს გაუსვამს, ყიდულობენ გაუაზრებლად მოდურს. ეს რა თქმა უნდა, არასწორი მიდგომაა.

გამომწვევი ტანსაცმელი – სურვილი, რომ მიიპყრო ყურადღება განსაკუთრებულად გამომწვევი ტანსაცმლით, მიუთითებს თავდაჯერებულობის ნაკლებობაზე. მათ სურთ მიიღონ მეტი კომპლიმენტი და საქებარი სიტყვები, თუმცა ღებულობენ უკუშედეგს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა კეთილისმსურველების რჩევების გათვალისწინება და ზომიერების დაცვა.

ზედმეტად გამოკვეთილი იმიჯი – ქალს ყოველთვის უნდა ქონდეს გათვალისწინებული სად და რატომ მიდის. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადგილებს, სადაც საჭიროა დრეს-კოდის დაცვა. ქალი, რომელიც ყოველთვის იცმევს სიტუაციის შეუსაბამოდ, მიუთითებს სიყვარულის და თავდაჯერებულობის ნაკლებობაზე.

რჩევა რედაქციისგან: რა თქმა უნდა, ყველაფერი ზემოთთქმული ზოგადი ნიშნებია და არაფერი სერიოზული. ის, თუ როგორ გრძნობს ქალი თავს კონკრეტულ ტანსაცმელში, მხოლოდ მისი საქმეა. თუ თავს კომფორტულად გრძნობს, სხვისი აზრი მისთვის აღარ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. მთავარია, თავად იყოს ბედნიერი და ლამაზად გამოიყურებოდეს. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.