რაში შეიძლება გამოვიყენოთ ბახილები? საერთოდ, მისი დანიშნულებაა დაიცვას ფეხსაცმლის ჭუჭყისგან სამედიცინო და ადმინისტრაციული დაწესებულები და იცვამენ ფეხსაცმლის ზემოდან. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ კიდევ რაში შეიძლება მისი გამოყენება.
ბახილები სახლში
ბახილების ფასი საკმაოდ დაბალია, ასე, რომ შეგიძლიათ დიდი რაოდენობით შეიძინოთ. კარგი საშუალებაა სახლშიც სისუფთავის შესანარჩუნებლად. მაგალითად, შეგიძლიათ ჩამოაცვათ საბავშვო ეტლის ბორბლებზე და ისე შეიტანეთ ოთახში.აქვე გასწავლით კიდევ ერთ საინტერესო და საჭირო ხრიკს. წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ რომელიმე დაწესებულებაში, გარეთ კი წვიმს. მოწესრიგებული მოქალაქეები შესვლამდე კეცავენ ქოლგას და ცდილობენ დაწრიტონ წყლისგან, მაგრამ შენობაში ის წვეთებს მაინც დატოვებს. შეგიძლიათ პატარა ზომის ქოლგას ჩამოაცვათ ბახილები და აღარ ინერვიულოთ ამ საკითხზე.
სუფთა სახლი – ბახილები შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაგვის პაკეტის სახით. დავუშვათ, გაგითავდათ პარკები მოულოდნელად, ამ დროს კი კატამ სიურპრიზი მოგიწყოთ. მარტივად აიღებთ ფისოს ნამოქმედარს ბახილების საშუალებით და თავი მოუკარით, რათა არ გავრცელდეს უსიამოვნო სუნი სახლში.ასევე შეგიძლიათ ძაღლის სეირნობის დროს ბახილებით მოასუფთავოთ თქვენი ცხოველის ფეკალიები. თუ ნაგვის ურნის ზომები იძლევა საშუალებას, შეგიძლიათ თავზე გადააკრათ ბახილები. ის დააკავებს უსიამოვნო სუნს.
საიმედო დამხმარე – გამოცდილმა მებოსტნეებმა კარგად იციან, რომ ბახილებით შეიძლება ნერგების დაცვა. უბრალოდ უნდა გადააფარონ ჭურჭელს და ისინი საიმედოდ იქნებიან დაცულები. იგივე პრინციპით შეგიძლიათ გადააკრათ ცომია თეფშზე ტილოს ან პირსახოცის მაგივრად.ბახილები შეგიძლიათ ჩაიცვათ ნაკვეთში მუშაობის დროს, თუ არ გსურთ გარე ბილიკების დაბინძურება, მიწაზე მუშაობის შემდეგ გაიხადეთ ის და დაზოგავთ დროს და ნერვებს, თან სუფთა ფეხსაცმელი გექნებათ.
ვლამაზდებით ერთად – ზოგიერთი ნიღბის გამოყენების დროს საჭიროა ზონის პაკეტით შეფუთვა. თუ იყენებთ ქუსლის სპეციალურ მოსავლელ საშუალებას, გადაიცვით ზემოდან ბახილები. ის უფრო კომფორტული იქება და კარგად მორგებული ფეხზე.შეგიძლიათ გამოიყენოთ აგრეთვე შხაპის ქუდის მაგივრად, თუ ის იმ წუთში ხელთ არ გაქვთ.
რაში შეიძლება ბახილების გამოყენება სახლში – ბახილები სულ უნდა გქონდეთ სახლში გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. მაგალითად, როდესაც ხელოსანი ან სხვადასხვა სერვისის წარმომადგენელი გსტუმრობთ და რა თქმა უდა, ფეხსაცმლის გახდას ვერ მოსთხოვთ. ეს მოსახერხებელი ალტერნეტივაა იატაკის სისუფთავის შესანარჩუნებლად.
შენ რაში იყენებ ბახილებს? ან საერთოდ იყენებ მას? გაგვიზიარეთ თქვენი ხრიკები კომენტარებში.