ექიმები შიშობდნენ, რომ ტყუპისცალი ბავშვი დაიღუპებოდა. მედდის იდეამ იგი გადაარჩინა…

489

1995 წლის 17 ოქტომბერს გაჩნდნენ კაირი და ბრილე ჯონსონები. ტყუპი გოგონები სამყაროს ნაადრევად მოევლინენ და, დაბადებისას, თითოეული მათგანი 1 კილოზე ცოტათი მეტს იწონიდა. პატარები მაშინვე მოათავსეს რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც მათი სიცოცხლისთვის საუკეთესო სპეციალისტები იბრძოდნენ.

კაირიმ, რომელიც დაბადებისას დაზე 100 გრამით მძიმე იყო, წოონაში სწრაფი მატება დაიწყო. ხოლო ბრილეს მდგომარეობა არასახარბიელო გახლდათ. ექიმები შიშობდნენ, რომ პატარა მოკვდებოდა. ბავშვი მედდის უჩვეულო იდეამ გადაარჩინა.

12 ნოემბერს ბრილე ძალიან ცუდად გახდა. გოგონას გული ძალიან აუჩქარდა, გალურჯდა და სუნთქვა გაუჭირდა. ჯექსონები უბრალოდ უყურებდნენ, როგორ კვდებოდა მათი ქალიშვილი.

საბედნიეროდ, დასახმარებლად მოვიდა მედდა გეილ კასპარიანი. ქალმა მშობლებს შესთავაზა, სიკვდილის პირას მყოფ პატარასთან მისი და დაეწვინათ, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს წესები ამას კრძალავდა.

ექიმები ტყუპებს ერთად არ აწვენდნენ იმის შიშით, რომ ტყუპები ერთმანეთისგან ინფექციას მიიღებდნენ. ხოლო გეილმა მიმართა ე.წ. “კენგურუს მეთოდს”, აგრეთვე ცნობილს, როგორც “კანი კანთან” მეთოდი.

ესაა მეთოდი, რომელიც ნაადრევად გაჩენილი ბავშვების ერთმანეთთან და ზრდასრულებთან მაქსიმალურ ფიზიკურ კონტაქტს ითვალისწინებს. დღეს მისი გამოყენება რეკომენდებულია ბევრ კლინიკაში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, თუმცა მაშინ სიტუაცია სხვაგვარად იყო.

ტყუპების მშობლებმა კასპარიანის რჩევა გაითვალისწინეს. რამდენიმე წამში ბრილე დამშვიდდა, მისი გულის რიტმი დარეგულირდა და ნორმალურად დაიწყო სუნთქვა.

ხოლო მოგვიანებით, კაირიმ ხელი გადაჰხვია დას და ერთად ჩაეძინათ. იმ მომენტში საავადმყოფოში მყოფმა ფოტოგრაფმა გადაიღო ფოტო, რომელიც მოგვიანებით გაზეთებში გამოქვეყნდა. ჟურნალისტებმა ნანახს “მხსნელი ჩახუტება” უწოდეს.

კაირისა და ბრილეს ინციდენტი ის ურემი გახდა, რომელიც გადაბრუნდა და გზა გამოაჩინა. ამ ამბის შემდეგ, “კენგურუს მეთოდი” საყოველთაოდ გამოიყენება.

ახლა ახლობელი ადამიანების პატარა ბავშვებზე გავლენის შესახებ აშშ-ს ყველა საავადმყოფოში იციან.

თვითონ დები უკვე 24 წლისანი არიან. ზრდასრულ ცხოვრებაში კაირისა და ბრილეს ზებუნებრივი კავშირი აქვთ, რომლის ბუნების გაგებაც ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია.

ქალები ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ და წინადადებებს ხშირად ასრულებენ ერთმანეთის ნაცვლად. დროდადრო, როცა ინტერნეტში მათ ისტორიას მოჰკრავენ თვალს, დღემდე უკვირთ, რადგან ჯერაც ვერ შეეჩვივნენ, რომ სწორედ მათ მოახდინეს გადატრიალება მედიცინაში.

ხოლო ინფექციის გავრცელება, რაზეც ექიმები საუბრობდნენ, სულაც არ მომხდარა. ტყუპებს ახლა ერთად აწვენენ, მაშინაც კი, თუ პატარები ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე არიან მიერთებული. კაირისა და ბრილეს გასაოცარი ისტორიის შესახებ მეტის გასაგებად, იხილეთ ვიდეო:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს