როგორ დავიცვა შვილის ოჯახი, ორსული საყვარლის შურისძიებისგან?

0
448

ინგას რამდენიმე დღეა მშვიდად არ უძინია. ორიოდე დღის წინ დაურეკა უცნობმა ქალმა და მის შვილ სერგიზე შესჩივლა, რომ არის ორსულად და ითხოვს ქორწინებას ან კომპენსაციას. ინგამ დააიგნორა და დაბლოკა ქალი, მაგრამ მაინც დააფიქრა ზარმა. იქნებ, მართლა ჰქონდა მის შვილს ჩული ურთიერთობა ვინმესთან? თან რამდენიმე თვის წინ მეუღლესთან წაიჩხუბა და ცოტა ხნით ცალ-ცალკეც იყვნენ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:

დროებითი ურთიერთობები

რამდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ ინგამ გადაწყვიტა შვილს დალაპარაკებოდა. თვიდან ჰკითხა სამსახურზე, ჯანმრთელობაზე, შემდეგ ისე, სხვათაშორის ჰკითხა:

  • -სერგი, ჩემი ნომერი ვინმეს ხომ არ მიეცი?
  • -არა, რა არის რო?
  • -ვიღაცამ დამირეკა უცნობი ნომრიდან და მაგიტომ ვიკითხე, მე ძირითადად შენ გესაუბრები ხოლმე.
  • -არა, ნამდვილად არავისთვის მიმიცია. ალბათ სარეკლამოდან იყვნენ, არ მიაქციო ყურადღება.
  • -მეუღლესთან მშვიდობა გაქვს? ყველაფერი კარგად არის?
  • -კი, კარგად ვართ, თუ რამე მოხდება, პირველი შენ გაიგებ – გაეცინა სერგის.

ზარები გრძელდება – მომდევნო დღეს ისევ დარეკა იმ ქალმა ამჯერად სხვა ნომრიდან. ინგა გამოელაპარაკა და ჰკითხა, თუ რატომ ურეკავდა მას და არა თავად ბავშვის მამას?ქალმა უხეშად უპასუხა, რომ სერგის მასთან ლაპარაკი არ სურდა და საერთოდ აღარ ეკონტაქტებოდა. ამიტომ იძულებული გახდა დედას დალაპარაკებოდა. ინგა აღშფოთდა ქალის უხეში ტონით და საუბარი შეწყვიტა.დილით ისევ დაურეკა შვილს:

  • -შვილო, შენ სანამ ცოლთან ნაჩხუბარი იყავი, ვინმეს ხვდებოდი?
  • -რა? – გაუკვირდა სერგის – არავის, რატომ მეკითხები? ინგა მოუყვა იდუმალ ქალზე, რომელიც ურეკავდა და თავის პირობებს უყენებდა. სერგი გაოგნდა, შემდეგ კი უთხრა:
  • -ეს შეუძლებელია, მე არავისთან მქონია ურთიერთობა, არც ჩემთვის დაურეკავს ვინმეს. დედა, ვიღაცა გემაიმუნება, ალბათ შემთხვევით რა ნომერიც მოხვდა ხელში, იქ დარეკა.

ეს უფრო ლოგიკური იყო, სერგი განსხვავებული ხასიათის იყო და შემთხვევით ქალებთან ურთიერთობას არ გააბამდა. თუმცა, ინგას ჰქონდა კიდევ ერთი ვერსია…ამ ზარების მიზანი იყო სერგის ურთიერთობის გაფუჭება ცოლთან. იმასაც ხვდებოდა, თუ ვის სურდა ეს, მაგრამ შვილისთვის აღარაფერი უთქვამს.

სამწუხარო რეალობა

  • -ეს ვისი ხმაა? – ჰკითხა ინგამ ვიდეოს ყურების დროს ხმაზე, რომელიც გვერდიდან ისმოდა.
  • -ეგ მემგონი თაკოა, ლიკას სკოლის მეგობარი – უპასუხა სერგიმ
  • -შენ მას კარგად იცნობ?
  • -არც ისე.
  • -შვილო, ეგ არის ის ქალი, რომელიც მირეკავდა, ამ ხმას მილიონ კაცში გამოვარჩევ.
  • -და რაში ჭირდება მას ეს? თითქმის არ ვიცნობ, არც ვეკონტაქტები, მხოლოდ სუფრაზე მინახავს ერთი-ორჯერ.

შვილო, ან თაკოს ჩუმად მოსწონხარ, ან ლიკა დგას ამის უკან. დაელაპარაკე და უთხარი, რომ ყველაფერი იცი. იქნებ გამოგიტყდეს რამეში.საბოლოოდ, აი, რა გაირკვა: ლიკას თავად სურდა სახლიდან წასვლა, მაგრამ ქმარს მიზეზი ვერ უპოვა. ამიტომ სცადა ამ ინტრიგის ჩაგდება, რომელიც თუ აგორდებოდა, კარგ საფუძველს შექმნიდა განქორწინებისთვის.

რას გვასწავლის ეს ამბავი? – საბოლოოდ სერგი ცოლს მშვიდად დაშორდა და ყველანაირი ურთიერთობა დაასრულა მასთან. ან რაში სჭირდებოდა ზრდასრულ ადამიანს მსგავსი სპექტაკლი, როცა უბრალოდ შეიძლებოდა გულახდილად დალაპარაკება. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და სასირცხვილო არაფერია. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.