ტყავის ფეხსაცმელი – როგორ მოვუაროთ მას, ქალური ხრიკები

357

მეგობარმა მასწავლა, თუ როგორ ზრუნავს ტყავის ფეხსაცმელზე და მისი საყვარელი ფეხსაცმელები ახალივით გამოიყურება და ნაკლებად ცვდება. ეს ხრიკები ყველა ქალმა უნდა იცოდეს, განსაკუთრებით გამოადგებათ გაზაფხულიდან. დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ ფეხსაცმლის მოვლის რამდენიმე ხრიკს.

როგორ მოვუაროთ ტყავის ფეხსაცმელს

იმისათვის, რომ ფეხების ოფლიანობამ განწყობა არ გაგიფუჭოთ, საკმარისია, ფეხსაცმელში ჩაიფინოთ ყოველდღიური საფენები.ნაკაწრებს კარგად აშორებს ლაკის ფეხსაცმლის ზედაპირიდან ვაზელინი. უბრალოდ წაუსვით ის ბამბის დისკით ზემოდან და ნაზად შეაზილეთ.ტექსტილის ფეხსაცმელიც შეიძლება წყალგაუმტარი გახდეს თაფლის სანთლის დახმარებით. წაუსვით ქსოვილს ცვილი ზემოდან და შემდეგ გათბეთ ფენით. ის ბოლომდე უნდა გადნეს და შექმნას ტენის მიმართ მდგრადი ფენა.

ცვილით შეგიძლიათ უზრუნველყოთ ტყავის ფეხსაცმელების მოვლაც. გამოიყენეთ ის მის გასაპრიალებლად.იმისათვის, რომ ლაკის ფეხსაცმელს დაუბრუნოთ მბზინვარება, წაუსვით მას ნებისმიერი შუშების საწმენდი სითხე, შემდეგ გააპრიალეთ რბილი ქსოვილით.აგრეთვე, სუპერ წებოს დახმარებით ამოავსებთ ყველაზე ღრმა დაზიანებასაც კი.

ასევე კარგია ზეითუნის ზეთი ფეხსაცმლიდან ნაკაწრების მოსაცილებლად და გასასუფთავებლად. ის ტყავს ელასტიურობას და მბზინვარებას ანიჭებს. მშრალი ნაჭრით ნაკაწრებზე წაუსვით ცოტაოდენი ზეთი. მსუბუქი, წრიული მოძრაობებით შეაზილეთ სანამ ბოლომდე არ შეიწოვება.დაგიპატარავდა საყვარელი ფეხსაცმელები? არ იდარდო! ჩაასხით ჰერმეტულ პარკებში წყალი, ჩადეთ ის ფეხსაცმელებში და შედეთ საყინულეში გასაყინად. ეს ხერხი შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის 100%-ით მუშაობს.

ტყავის ან დერმატინის ფეხსაცმელი შეგიძლიათ გააპრიალოთ აბუსალათინის ზეთით. დამუშავების შემდეგ მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.ფენის დახმარებით კი შეგიძლიათ გაწელოთ ტყვის შემცვლელით დამზადებული ფეხსაცმელი. ჩაიცვით სქელი წინდა და მიუშვირეთ ცხელი ჭავლი იქ, სადაც ფეხსაცმელი გაჭერთ, თან ამოძრავეთ ფეხი.ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის გაქრობაში რამდენიმე ჩაის მშრალი პაკეტი დაგეხმარებათ. ჩადეთ ის ღამით ფეხსაცმელში და დილით სუნი აღარ იქნება.

რჩევა რედაქციისგან: ეხლა უკვე იცით როგორ იზრუნოთ ტყავის ფეხსაცმელებზე, რათა ისინი დიდხანს გემსახურონ და ახალივით გამოიყურებოდეს.თქვენ როგორ უვლით ტყავის ფეხსაცმელებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს