მაღაზიის მფლობელის ქალიშვილი ქორწილის წინა დღეს გარდაიცვალა. 9 დღე გავიდა და ვიტრინაში ახალი მანეკენი გამოჩნდა

4601

მექსიკის ერთ-ერთ ქალაქში, ჩიუაუაში საქორწილო კაბების მაღაზიაა, რომელიც ცნობილია სახელით „პასკულიტის სახლი“. შენობა ცნობილი ვიტრინაში გამოფენილი მანეკენით გახდა,  რომელსაც ბევრი ლეგენდა უკავშირდება.

თითქმის 90 წლის განმავლობაში ადამიანები მაღაზიასთან ჩავლის დროს ყურადღებას აქცევენ მანეკენს, რომელიც ვიტრინაშია გამოფენილი. უფრო მეტიც, ზოგიერთი ტურისტი ქალაქს სწორედ მის სანახავად სტუმრობს. მანეკენი კი 1930 წლის 25 მარტიდან ვიტრინაში დგას…

ერთი შეხედვით დიდი არაფერი, მაგრამ მანეკენი მაღაზიის პირველი მფლობელის ქალიშვილს ძალიან ჰგავს. სწორედ მის გამო მანეკენი ისტორიებშია გახლართული. საქმე იმაშია, რომ პასკუალის ქალიშვილი ქორწილის წინა დღეს შხამიანი ობობის ნაკბენის გამო გარდაიცვალა. ადამიანებში ხმა დაირხა, რომ დარდით მოკლულმა მამაკაცმა ქალიშვილის სხეული ბალზამით დაამუშავა და ვიტრინაში გამოფინა, რომ მუდმივად მის გვერდით ყოფილიყო.

მაღაზიის მფლობელმა ბევრჯერ სცადა იმის მოყოლა, რომ ეს უბრალოდ კარგად დამზადებული მანეკენია, მაგრამ ჭორების შეჩერება ვერ შეძლო. მაღაზიის ახლანდელი თანამშრომლებიც ამბობენ, რომ ყოველთვის, როცა მას გვერდს უვლიან, ხელისგულები ცივი ოფლით ევსებათ.

მანეკენს ყოველ 2 კვირაში ერთხელ ტანსაცმელს უცვლიან. ვინც მისი სხეული ნახა ამბობს, რომ მასზე ვარიკოზული გაფართოებული ვენების დანახვაც შეიძლება.

მაღაზიის ახლანდელი მფლობელი, მარიო გონსალესი მანეკენთან დამშვიდობებას ან ჭორების უარყოფას არ აპირებს. პასკუალიტეს წყალობით (ქალიშვილის ნამდვილი სახელი დავიწყებულია და მანეკენრს მამის სახელს უწოდებენ) გონსალესი დიდი მოგებას ნახულობს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ბალზამირებული სხეულის შესანახად სპეციალური პირობების დაცვაა საჭიროა და ეს მაღაზიის ვიტრინის პირობები ნამდვილად არაა. სწორედ ამიტომ, პასკუალიტი ნამდვილად ხელოვნური მანეკენია. თუმცა ეს ადამიანებს მაინც არ აჩერებს.

თუ ეს ისტორია თქვენთვის საინტერესო იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს