მეზობლები მთელი ძალით ცდილობდნენ გაესახლებინათ მარტოხელა მოხუცი, მაგრამ ერთ დღეს მოულოდნელი რამ მოხდა

0
41461

როგორი გულგრილები შეიძლება იყვნენ ადამიანები ზოგჯერ. ისინი მზად არიან მოაწყო ნებისმიერი ინტრიგა მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღონ ის, რაც სურთ და დაამარცხონ მოწინააღმდეგე, მით უმეტეს, თუ ის მათზე ბევრად სუსტი და უმწეოა, უფრო მეტიც, მარტოხელა მოხუცია. რატომ არ მოსწონდათ მეზობლებს ბაბუა და როგორ დასრულდა ეს ამბავი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში

მარტოხელა მოხუცი

ვასილი მარტო ცხოვრობდა. მან დაახლოებით 10 წლის წინ იყიდა პატარა ბინა ოთხსართულიან კორპუსში. მეზობლები წესიერად არც იცნობდნენ, ხედავდნენ ხოლმე, რომ ძაღლი გაყავდა ხოლმე სასეირნოდ და მაღაზიაში მიდიოდა საყიდლებზე. მეზობლებმა გაარკვიეს, რომ ცოლი ამ სახლში გადმოსვლამდე გარდაეცვალა, შვილები სადღაც შორს ცხოვრობდნენ.ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, სანამ ვასილის ბინით არ დაინტერესდა მეზობელი ლადო. მას სახლთან ახლოს მაღაზია ქონდა გახსნილი და სურდა ტერიტორიის გაფართოება ვასილის ბინის ხარჯზე.თავიდან მან მოხუცს ფული შესთავაზა და სხვა ბინის ყიდვა სთხოვა, მაგრამ ვასილმა უარი უთხრა:-მაპატიე, ლადო, მე არ შემიძლია სხვაგან გადასვლა, მითუმეტეს მაგ ფასად, რასაც შენ მაძლევ, ვერაფერს ვიყიდი.

ღირსეული მოწინააღმდეგე – ლადო გააბრაზა უარმა და დაიწყო სახლის მაცხოვრებლების ამხედრება მოხუცის წინააღმდეგ. ის მეზობელ სადარბაზოში ცხოვრობდა და კარგად იცოდა იქ მაცხოვრებლების მტკივნეული წერტილები. მაგალითად, უყვებოდა მათ, რომ ძაღლი ალბათ როგორ აბინძურებს სახლს და ეს კაცი რისი დამლაგებელიაო, ეზოშიც რომ ასეირნებს, მთელი ეზო წაბილწაო და ა. შ.მოხუცი მივიდა ლადოსთან და ადამიანურად დაელაპარაკა:

  • -რატომ იქცევი ასე? რა დაგიშავე? მომეცი საშუალება ჩემს სახლში მშვიდად ვიცხოვრო. მე რომ აღარ ვიქნები, რაც გინდა, ის გააკეთე.
  • -შენ კიდევ დიდხანს იქნები, მე კი ფართი ეხლა მჭირდება. შენს გამო უკვე ბევრი ფული დავკარგე!
  • -შეგეძლო სხვაგან გაგეხსნა მაღაზია, მე რას მიყურებ?
  • -ნუ მასწავლი, რა გავაკეთო, ეს უკვე პრინციპის საკითხია. ასე, რომ არ გაგიკვირდეს, ერთ დღეს შენი ძაღლი თუ ფეხს გაჭიმავს!

გულნატკენი ვასილი სახლში დაბრუნდა, იქ კი კარები ისევ დაჯღაბნილი და ნაგვით მოსვრილი დახვდა. ფრთხილად შევიდა სახლში, ამ დროს კი მეზობლის ყვირილი შემოესმა: “ღმერთო, რა სუნი დგას, როდემდე უნდა ვითმინოთ ეს?” ვასილი ოთახში შევიდა, ძაღლს მოეხვია, ისიც თბილად შეხვდა საყვარელ პატრონს. მოხუცს ჰყავდა ვაჟი და საყვარელი მეუღლე. თუმცა შვილის სიცოცხლე უპასუხისმგებლო მძღოლმა შეიწირა. დედამ ვერ გაუძლო ამ დანაკარგს და მალევე გარდაიცვალა. კიდევ ჰყავს ერთი ვაჟი, მაგრამ მას არასდროს გამოუხატავს ყურადღება მამის მიმართ. მამამ გაყიდა სახლი, მისცა მას თავისი წილი, თავისთვის კი ამ პატარა ბინის ყიდვა მოახერხა.

სულ მარტო რომ არ ყოფილიყო, ძაღლი იყიდა. ერთ დღეს, როდესაც ასეირნებდა, ძაღლი საბელიდან გაექცა და ეზოში დარბოდა. ამ დროს დაინახა, რომ ლადოს მანქანა მთელი სისწრაფით მოდიოდა უმწეო ცხოველისკენ. სცადა დაძახება, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ძაღლს მანქანა მთელი ძალით დაეჯახა. ხმაურზე მეზობლები გამოვიდნენ, მაგრამ ლადომ ყველა დაარწმუნა, რომ ძაღლი თავად შეუვარდა ბორბლებქვეშ. ვასილი ცხარე ცრემლებით დასტიროდა საყვარელ ცხოველს, შემდეგ კი გულზე ხელი მოიკიდა და იქვე დაეცა.

წავიდა უბედური მოხუცი – როგორც იქნა, ლადოს გზაზე აღარავინ აღარ ეღობებოდა. მაშინვე მოაგვარა საბუთების საკითხი, შეისყიდა ფართი, გააფართოვა თვისი მაღაზია და თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ერთ დღეს მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. მეხანძრეებმა სცადეს ცეცხლის ლოკალიზება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, ყველაფერი დაიწვა.ეს კიდევ არაფერი, რამდენიმე თვეში მოულოდნელად მის ქალიშვილს მანქანა დაეჯახა და გოგონა ადგილზე დაიღუპა.ლადომ ვეღარ გაუძლო ამხელა ტრაგედიას, ჭკუიდან გადავიდა, გიჟივით დარბოდა აქეთ-იქეთ და უაზროდ ყვიროდა: “ეს მისი ბრალია, მარტოხელა მოხუცის! მე დავარტყი მანქანა მის ძაღლს, მე ვავიწროვებდი, დავცინოდი. ახლა ის ჩემზე შურს იძიებს!” მეზობელმა მედპერსონალი გამოიძახეს მის დასახმარებლად და ფსიქიატრიულში გადააყვანინეს. მის მდგომარეობას ამიერიდან ვეღარაფერი ვერ უშველის.

ამქვეყნად არაფერი არ იკარგება. კარგიც და ცუდიც უკან უბრუნდება ადამიანს. თქვენ რას ფიქრობთამის შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში?