მებოსტნეების შეცდომები, რომლებიც წლიდან წლამდე ზრდიან უგემურ პომიდორს.

445

რომელი პომიდორია გემრიელი და რომელს აქვს ცალის გემო? ზოგი თვლის, რომ საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულზე გემრიელი არაფერია, მაგრამ ხშირად ნაკვეთში მოყვანილი პომიდორიც არ ამართლებს იმედებს.ზოგი ამაში ამინდს ადანაშაულებს, ზოგი კი უხარისხო თესლს, გენურ ინჟინერიას, ან რეტროგრადულ პლანეტებს. არადა მიზეზი შეიძლება ბევრად უფრო მარტივია ხოლმე და პირველ რიგში ამაში საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

რომელი პომიდორია გემრიელი?

პომიდვრის გემოს გაუმჯობესების რამდენიმე გზა არსებობს. ყველაზე მთავარი: მას უყვარ მზე და არ უყვარს შეკავებული წყალი.ამიტომ ტკბილი იქნება ის ხილი, რომელიც დღის განმავლობაში მზეზე მინიმუმ 8 საათის გამავლობაში იქნება და ფხვიერ მიწაზე გაზრდილი ყოველთვის უფრო გემრიელია, ვიდრე თიხიან ნიადაგზე.იდეალური ტემპერატურაა 25 გრადუსი, ღამე კი 15-17 გრადუსზე დაბლა არ უნდა ჩამოდიოდეს. ასეთ პირობებში პომიდორი ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებებს აგროვებს.

ჯიშის შერჩევა – დღეს ჩვენი მაღაზიები იმპორტირებული პომიდვრის ჯიშებითაა და ჰიბრიდებითაა სავსე. საზღვარგარეთ ხილ-ბოსტნის უმრავლესობა ხელოვნური გზით იზრდება და არა საყოფაცხოვრებო ნაკვეთებში.ამიტომ ყველაზე გემრიელი და არომატული პომიდორი იყო ის, რომელსაც ჩვენ ბავშვობაში მივირთმევით და მისი თესლი უნდა ვეძებოთ ახლო-მახლო სელექციონერებთან.

რომელი სასუქი ვნებს პომიდორს – ამბობენ, რომ ორგანული სასუქებით განაყოფიერებული პომიდორი ორჯერ უფრო გემრიელია. ამაზე ნამდვილად ვერ ვიკამათებთ, მაგრამ მებოსტნეების ერთ-ერთი საყვარელი სასუქის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის პომიდორს გემოს არ მატებს.პომიდვრის დათესვამდე მებოსტნეებს ნიადაგში შეაქვთ გადამწვარი ნაკელი და მინერალური სასუქი, რომელიც შეიცავს აზოტს. შემდეგ რწყავენ ხოლმე თხევადი სასუქით და სარეველების საწინააღმდეგო სითხით, რომელიც ასევე, შეიცავს დიდი რაოდენობით აზოტს.

შედეგად ნერგები სწრაფად იზრდება, მერე კი გვიკვირს, რომ მოზრდილ ნერგებს აქვთ პატარა და უგემური ნაყოფი. ეს არის აზოტის ბრალი, რომელიც ასტიმულირებს მწვანე ნაწილის ზრდას. იმისათვის, რომ სასუქი ზედმეტი არ მოგივიდეთ, დააკვირდით მცენარის ფოთლებს. თუ ის ნორმალური ფერისა და ზომისაა, თავი შეიკავეთ აზოტის შეტანისგან.თქვენ როგორ უვლით პომიდორს? რომელ ჯიშს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს