დედისეული სახლის სარდაფიდან უცნაური ხმები ისმოდა, ბიჭმა იქ ჩასვლა გადაწყვიტა…

0
11584

ცხოვრება არაპროგოზირებადია და ბევრ მოულოდნელობას გვთავაზობს. ზოგი სიახლე უმნიშვნელოა, ზოგმა კი შეიძლება მთლიანად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ ერთი მამაკაცის ამბავს, რომელიც მშობლების სახლში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ერთმა ინციდენტმა მთლიანად შეცვალა მისი გეგმები.

ცხოვრება მშობლების სახლში

დანიელის მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, დედა კი ახლახანს. მშობლების სახლი დაცარიელდა და მამაკაცმა ცოტა ხნით გადაწყვიტა იქ დარჩენა. თავად სხვა ქალაქში ცხოვრობდა და ოცნებობდა მშობლიურ მხარეში დაბრუნებაზე.მან ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა, თითოეულ ადგილთან ჩერდებოდა და იხსენებდა წარსულს. ამ დროს იატაკის ქვემოდან უცნაური ხმები მოესმა, ყოველი შემთხვევისთვის აიღო სამზარეულოს დანა და სარდაფისკენ წავიდა.ფრთხილად ჩავიდა მიწისქვეშა ოთახში, ფანრით გაანათა და კუთხეში დაინახა უცნაური ნატეხების გროვა, რომელმაც მოძრაობა დაიწყო. დანიელმა მოულოდნელობისგან შეჰყვირა.

  • -დამშვიდდი! ნუ ყვირიხარ, ეს მე ვარ! – გაისმა კუთხიდან ხმა. დანიელმა შეშინებული და ბინძური ადამიანის სახე დაინახა.
  • -ვინ ხარ? რას აკეთებ აქ?
  • ეს ყმაწვილი აღმოჩდა მიშო, რომელიც ცოლმა სახლიდან გამოაგდო და მიტოვებულ სახლს შეაფარა თავი:
  • -არ ვიცოდი სად წავსულიყავი, სახლის კარი ღია იყო და შემოვედიო.

როდესაც სახლისკენ მომავალი დანიელი დაინახა, დამალვას აპირებდა სარდაფში, სიჩქარეში კიბეზე დაუცდა ფეხი და მოიტეხა. ტკივილისგან გამწარებული კუთხეში იჯდა, სანამ იპოვიდნენ.

რით დამთავრდა ეს ამბავი – დანიელმა ამოიყვანა სარდაფიდან დაზარალებული, გამოიძახა სასწრაფო და გადაიხადა მისი მკურნალობის ფული, საავადმყოფოშიც მოინახულა რამდენჯერმე.  მამაკაცები დამეგობრდნენ, გამოჯანმრთელების შემდეგ დაეხმარა სამსახურის შოვნაში და წასვლის შემდეგ თავის სახლში დატოვა.დანიელს არ სურდა მშობლების სახლის გაყიდვა, სამსახურის გამო არც იქ ცხოვრება შეეძლო. მისი ახალი მეგობრის წყალობით კარ-მიდამო უპატრონოდ არ იქნებოდა. იქნებ, გარკვეული პერიოდის შემდეგ თავადაც შეძლოს დაბრუნება… რას იტყვით?