ქმარმა მითხრა, რომ მორიგეობაზე მიდიოდა, მე კი დავინახე ის სუპერმარკეტში ახლგაზრდა ქალთან ერთად და ჩემს დაძახებაზე გაიქცნენ.

0
1908

რა უნდა გავაკეთოთ, თუ გავიგებთ, რომ ქმარს საყვარელი ჰყავს? რა თქმა უნდა, არ ღირს მაშინვე სკანდალის ატეხვა და მისი და თქვენი ცხოვრების დანგრევა, როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

ქმარს საყვარელი ჰყავს

ანამ ქმარი სამსახურში გააცილა, თავად კი სახლის დალაგებას შეუდგა. მას უყვარდა ეს პროცესი, რადგან ეხმარებოდა შფოთვის და სიცარიელის დაძლევაში, რომელიც ბოლო პერიოდში აწუხებდა. რაღაც ეჭვები აწუხებდა და ცდილობდა თავი დაერწმუნებინა, რომ ყველაფერი რიგზე იყო.მტვერსასრუტი აიღო, მაგრამ მისი ფიქრები სხვაგან გარბოდა. ფიქრობდა ქმარზე, რომელსაც გუშინ ქალის სუნამოს სუნი ასდიოდა, თავი კი იმით გაიმართლა, რომ თანამშრომელმა ხუმრობით შეასხურა სამსახურში.

ანამ არაფერი უპასუხა, თავი მოაჩვენა, რომ დაიჯერა, მაგრამ ეჭვი მაინც ღრღნიდა… ამასობაში სახლის დალაგებას მორჩა და სადილის მომზადება დაიწყო, უნდოდა ღვეზელის გამოცხობაც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფქვილი გათავებულიყო და მაღაზიაში წავიდა.ახლომდებარე სუპერმარკეტი რატომღაც დაკეტილი დახვდა, ამიტომ მოშორებით მდებარე სავაჭრო ცენტრისკენ წავიდა. სამუშაო საათები იყო და უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში ცოტა ხალხი ტრიალებდა. თავად ანა ფრილანსერობით იყო დაკავებული და კარგად უთავსებდა სასიამოვნო სამუშაოს საოჯახო საქმეებს.

ფქვილეულის განყოფილებასთან რომ ჩაიარა, საიდანღაც ნაცნობი სუნამოს სურნელი მოუვიდა, ეს ის სუნი იყო, გუშინ ქმარს რომ “ესხა”. იყიდა რაც სურდა, გამოვიდა მაღაზიიდან და გზის პირას წყვილი დაინახა, რომელიც მეორე მხარეს აპირებდა გადასვლას, მანქანისკენ. ეს იყო მისი ქმარი და ვიღაც ქალბატონი…თავიდან ანამ იფიქრა, რომ უბრალოდ გამოვიდნენ ლანჩზე და ისადილეს, მაგრამ ამასობაში წყვილმა ხელი გადახვიეს და აკოცეს ერთმანეთს! ანა მოულოდნელობისგან გაშეშდა და გული შეეკუმშა… ნერვიულობისგან პანიკური შეტევა დაეწყო, მაშინვე მეგობარს დაურეკა და სთხოვა მოსულიყო. რამდენიმე წუთში კუთხეში ტაქსი გაჩერდა….ვიკა და ანა ვიკას სამზარეულოში ისხდნენ და საუბრობდნენ. ანა თანდათან გამდიოდა მდგომარეობიდან. კარგა ხანია გრძნობდა, რომ ქმარი რაღაცას ატყუებდა, მაგრამ თავს არ უტყდებოდა. ახლა კი ყველაფერი დღესავით ნათელია. თავიდან სურდა სკანდალის მოწყობა, მაგრამ ეხლა მიხვდა, რომ ამის გაკეთება სისულელეა.

რას გვასწავლის ეს ამბავი? – სახლში დაბრუნებულმა ანამ მშვიდად დაამთავრა საჭმლის მომზადება, სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს მიართვა და ასევე მშვიდად უთხრა, რომ მაღაზიაში ვიღაც ქალთან ერთად დაინახა. ქმარმა თავის მართლება დაიწყო, მაგრამ ცოლმა შეაწყვეტინა.-არ მჭირდება თავის მართლება. დიდი ხანია ვეჭვობ, რომ მატყუებ. უმჯობესია დავშორდეთ სკანდალებისა და ზედმეტი საუბრის გარეშე. ჩაალაგე შენი ნივთები და დღესვე წადი!

როდესაც ქმარი წავიდა, ანა დიდხანს ტიროდა. ის, რომ მას საყვარელი ჰყავდა, კარგა ხანია გრძნობდა, მაგრამ მზად არ იყო ამ ტკივილის ასატანად და სირაქლემას პოზიცია მიიღო. ახლა კი მიხვდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს მაშივე უნდა გაეკეთებინა. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.