ყოველწლიურად პოპულარული ხდება სხვადასხვა ახალი ნივთები და გაჯეტები, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანის სტატუსს. საინტერესოა, როგორ გამოიყურება 21-ე საუკუნეში ნივთები, რომლებიც მნიშვნელოვნად ითვლება, იწვევს დიდ ემოციას, შურს, აღტაცებას, პატივისცემას და ყველა ოცნებობს მასზე. ფსიქოლოგები დიდი ხანია მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ძვირადღირებული ნივთებით ადამიანი ინაზღაურებს იმას, რაც აკლდა ბავშვობაში. ის, რაც ადრე ხაზს უსვამდა მაღალ სტატუსს, მოძველებულია და ვეღარავის გააკვირვებ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ ნივთებზე ვისაუბრებთ.
მაღალი სტატუსი საზოგადოებაში
როდესაც ადამიანისთვის ბევრი რამ ხდება ხელმისაწვდომი, ის იწყებს უფრო მნიშვნელოვან, არამატერიალურზე ზრუნვას. მაგალითად, ქველმოქმედება, მენტალური ჯანმრთელობა, ახლობლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ა. შ. უმაღლესი მიზნები ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანს აქვს დაკმაყოფილებული ძირითადი მოთხოვნილებები, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ადამიანები ცდილობენ თავი უკეთ წარმოაჩინონ. იყიდონ ძვირადღირებული ნივთები, თუნდაც კრედიტით. რისთვის?
ვარდების უზარმაზარი თაიგული – რამდენიმე წლის წინ გოგონები სოციალურ ქსელში დებდნენ თავიანთი შეყვარებულების მიერ მორთმეულ მდიდრულ თაიგულებს. თუმცა, ასეთი საჩუქარი მხოლოდ რამდენიმე დღე ახარებს თვალს, მერე კი ნაგავში მიდის. იყო ასეთი სერვისიც – “ლამაზი ფოტო ყვავილების დიდი თაიგულით”. ის პოპულარული იყო მარტოხელა გოგონებში. მადლობა ღმერთს, თაიგულების ასეთი აჟიოტაჟი აღარ არის.
სამაჯურები თავისი საკიდით – ცნობილი საიუველირო ქარხნის ძვირფასი ლითონის სამაჯურები პოპულარული იყო 3 წლის წინ. თუ გოგონას ჰქონდა ასეთი სამაჯური, მისთვის საჩუქრის არჩევა მარტივი იყო: უნდა შეგერჩიათ ნაწილი ამ სამაჯურისთვის.
უკაბელო ყურსასმენები – უკაბელო ყურსასმენები ჩვენი თანამედროვეობაა. ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და ვერავის გააკვირვებთ სიახლეებით. ყველაფერი კი დაიწყო AirPods-ით, რომლის შეძენა მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ. ეხლა კი ის ყველა მეორეს აქვს და სულაც აღარ ღირს ძვირი.
ლაბუტენები – მდიდრული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები გამორჩეული შტრიხით – წითელი ძირებით ყველას თვალს ჭრიდა. ასეთ ფეხსაცმელში ქალი ძალიან მომხიბვლელია. იმის გამო, რომ ლაბუტენის ფეხსაცმელი ძალიან ძვირია, დაიწყეს მისი ასლების კეთება და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.
შუბა – ერთ დროს ბეწვის ქურთუკი სიმდიდრის ნიშანი იყო. ქმრები ვალდებულები იყვნენ 8 მარტს ცოლისთვის ბეწვის ქურქი ეჩუქებინა, ახლა კი ის ცუდ ტონად ითვლება. თუ ჩაიცვამთ, ცხოველების უფლებების დამცველთა რისხვა დაგატყდებათ თავს. მთელი მსოფლიო იყენებს ალტერნატიულ მასალას, რომელიც ცხოველებს ზიანს არ აყენებს.
ჰოვერბორდი – როდესაც ჰოვერბორდი პირველად გამოჩნდა გაყიდვაში, ყველა ზრდასრული და ბავშვი მასზე ოცნებობდა. ეხლა მისი არსებობა აღარავის უკვირს. ქეჩაში მასიურად მოძრაობენ ჰოვერბორდით, ელექტრო სკუტერებით.
რჩევა რედაქციისგან: სურვილი გამოიყურებოდე პრესტიჟულად და კარგად ცხოვრება – ეს სხვადასხვა რამ არის. იმისათვის, რომ სხვებს შევახარბოთ ძვირფასი ნივთები, მზად ვართ ვიმუშაოთ რამდენიმე სამსახურში, ავიღოთ სესხები. ამას აზრი არ აქვს, თუ ნივთი ცხოვრებას არ გაგვიადვილებს. თუ ადამიანს აქვს საკუთარი აზრი და სწორი მიზნები, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება სხვისი შეხედულებები. გაიხსენეთ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები: მარკ ცუკერბერგი, ილონ მასკი, ბილ გეითსი. დააკვირდით რა აცვიათ მათ – მაისურები, სპორტული ფეხსაცმელები… არ გამოირჩევია ჩაცმულობით უბრალო ადამიანებისგან. მათ თავიანთი ცხოვრება საკუთარი ოცნებების განხორციელებას მიუძღვნეს და არა სხვის აზრს. თქვენ რას იტყვით?