სკოჩი დიდი ხანია შეუცვლელი ნივთი გახდა ოჯახში. მისი საშუალებით შესაძლებელია ადვილად და სწრაფად დალუქოთ ყუთები, დააწებოთ გატეხილი ნივთები, დახეული კუპიურები, ღრიჭოები ფანჯრებზე, თუმცა მისგან დატოვებული წებო ხშირად პრობლემა ხდება ხოლმე. ბევრს აინტერესებს რითი შეიძლება სკოჩის წებოს მოცილება. არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელსაც პაპარაცის დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ.
რითი მოვაშოროთ სკოჩი მეტალო-პლასტმასის ფანჯრებიდან
სანამ ჩვენს რჩევებს გამოიყენებთ, შერჩეული პროდუქტი ჯერ მცირე ფართობზე გამოიყენეთ. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა სკოჩს, სხვადასხვანაირი წებო აქვთ.გარდა ამისა, ყველა პლასტმასი ვერ უძლებს აბრაზიულ და კაუსტიკურ კომპონენტებს. გაითვალისწინეთ თავად ლაქების მდგომარეობა. დიდი ხნის ლაქა უფრო რთული მოსაშორებელია.კბილის პასტა ან საჭმელი სოდა წლების განმავლობაში ემსახურება ქალბატონებს ერთგულად. სკოჩის დატოვებულ ლაქებსაც გაუმკლავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ახალია. დაასხით სოდას წყალი ფაფისებური მასის მიღებამდე და გაწმინდეთ პლასტმასი მისი საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.არანაკლებ ეფექტურია კბილის პასტა. გადაანაწილეთ ლაქებზე, გააჩერეთ რამდენიმე წუთით და სცადეთ გახეხვა. წებო მარტივად უნდა მოშორდეს.
მაიონეზი ან მცენარეული ზეთი – როგორც აღმოჩნდა, მაიონეზს ფარული ნიჭი აქვს. დაასხით წებოვანი ლენტის კვალზე და დატოვეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ გაწმინდეთ ტილოთი და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით.სკოჩის წებოვანი კვალის მოცილება ასევე შესაძლებელია მცენარეული ზეთით. დაასველეთ ბამბის დისკი ზეთში და წაუსვით. წებო თანდათან დარბილდება და ადვილი მოსაშორებელი გახდება. შემდეგ გახეხეთ უხეში ღრუბელით და გაასუფთავეთ.
ლაქის მოსაშორებელი სითხე – ფრჩხილების ლაქის მოსაშორებელი სითხე მძლავრი საშუალებაა. ამიტომ ფრთხილად უნდა გამოიყენოთ, რადგან შეიძლება შევიდეს სამზარეულოს ღრუბელთან რეაქციაში და გადავიდეს მისი ფერი ზედაპირზე. ამის თავიდან ასაცილებლად, ჯერ მოსინჯეთ მცირე ადგილზე. თუ პრობლემები არ იქნება, შეგიძლიათ სცადოთ მთელს ზედაპირზე.
საწმენდი სითხე Antigraffiti – მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ საწმენდი სითხე Antigraffiti შესანიშნავად ებრძვის ლაქებს. ადვილად აშორებს სკოჩის წებოს, საღეჭი რეზინის, გრაფიტის და მარკერის კვალს. არ აქვს მძაფრი სუნი.მიასხურეთ სითხე დაბინძურებულ ზედაპირს, გააჩერეთ 5-10 წამი და შემდეგ მოწმინდეთ.
ბრილიანტის მწვანე იაფი და ეფექტური საშუალებაა, მაგრამ თუ შემთხვევით სადმე დაგეწვეთათ, ნუ იდარდებთ, არსებობს ბევრი ეფექტური საშუალება, მთავარია, სწორად შეარჩიოთ ის. თქვენ რა საშუალებას იყენებთ სკოჩის წებოს და ლაქების მოსაცილებლად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.