მარი მორიგეობიდან მოიჩქაროდა, პაემანზე აგვიანდებოდა, მაგრამ შენიშნა უგონოდ მყოფი უსახლ-კარო მამაკაცი და უყოყმანოდ გაიქცა მის დასახმარებლად.

2241

ჩვენს გარშემო ბევრი ცუდი რამ ხდება ხოლმე. ამიტომ უნდა შეეცადოთ რაიმე კარგი შემოიტანოთ სამყაროში. შენი დახმარებისთვის გაწვდილი ხელი შეიძლება მთელს სამყაროს ვერა, მაგრამ ბევრ რამეს შეცვლის. თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრებას. განა ეს ცოტა იქნება? დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ მარიამის ამბავს, რომელის დაუფიქრებლად დაეხმარა გაჭირვებულს. ყველას შეუძლია სამყარო უკეთესი გახადოს!

უსახლკაროს მიმართ გაწვდილი დახმარების ხელი

მარი ქალაქის კლინიკაში მედდად მუშაობს.  იმ დღეს მორიგე იყო და დაუღალავად მუშაობდა. მოუთმენლად ელოდა სამუშაოს დასრულებას, რადგან შეყვარებულთან რომანტიული ვახშამი ჰქონდა. გიორგიმ ქალაქის საუკეთესო რესტორანში დაუნიშნა შეხვედრა.მარი მორიგეობის მერე ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ მოწესრიგდა, ჩაიცვა თავისი საუკეთესო კაბა, ქუსლიანი ფეხსაცმელები და წავიდა. გზაში დაინახა მამაკაცი, რომელიც ფეხზე ძლივს იდგა, მიირბინა მასთან, თან მაშინვე დაურეკა გიორგის, რომ დააგვიანდებოდა.მამაკაცი ძველმანებში იყო გამოწყობილი, მაგრამ საკმაოდ მოწესრიგებული ჩანდა. აშკარად ცუდად იყო, ცუდი ფერი ჰქონდა და მძიმედ სუნთქავდა. გოგონამ ჰკითხა რამე ხომ არ სჭირდებოდა. მამაკაცმა მიუგო, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ამ დროს უგონოდ დაეცა.

მამაკაცის დახმარება – მარიმ სცადა უცნობისთვის პირველადი დახმარების გაწევა. მიხვდა, რომ სასწრაფოდ რეანიმაცია სჭირდებოდა. ამასობაში გარშემო ხალხი შეგროვდა და სასწრაფოც გამოიძახეს, მაგრამ დასაკარგი დრო აღარ იყო და გოგონამ თავად დაიწყო რეამინირება. გაუკეთა გულის მასაჟი, ხელოვნური სუნთქვა.როდესაც სასწრაფო მოვიდა, მამაკაცი უკვე სტაბილური იყო, მაგრამ გოგონამ ვერ დატოვა ის მარტო და თან გაჰყვა. სულ გადაავიწყდა თავისი პაემანი. შეეცადა გაერკვია ვინ იყო ეს უცნობი უძირო ცისფერი თვალებით და მშვიდი ღიმილით სახეზე. ქურთუკში ფურცელი იპოვა ტელეფონის ნომრით და წარწერით “დედა”. მაშინვე დაურეკა და ყველაფერი შეატყობინა.

არც ისე უსახლ-კარო ყოფილა – ნახევარ საათში კლინიკაში ლამაზად ჩაცმული ქალი შევიდა, ის შვილს ეძებდა. მარი თვალებს არ უჯერებდა, ის “უსახლ-კაროს” დედა იყო. თურმე ბექა მდიდარი ოჯახიდან იყო. ორი წლის წინ მამა გარდაეცვალა და მისი ბიზნესის მართვის საქმე შვილს უნდა აეღო, მაგრამ ბექამ უარი თქვა, რადგან მთელი ცხოვრება ოცნებობდა ყოფილიყო მხატვარი და არა ბიზნესმენი. ამის გამო დედა ძალიან გაბრაზდა და სახლიდან გააგდო, ასე აღმოჩნდა ის ქუჩაში ფულის გარეშე.მალე ექიმიც მოვიდა და თქვა, რომ პაციენტს მოვლა და ყურადღება სჭირდებოდა, დასუსტებული იყო არასწორი კვებისგან. დედა ატირდა და შვილს პატიება და სახლში დაბრუნება სთხოვა.

დახმარების ხელი – მარიმ დედა-შვილი პალატაში დატოვა და წამოვიდა, უკვე ღამე იყო, ახლაღა გაახსენდა, რომ გიორგი ელოდებოდა პაემანზე, უკვე წასული იქნებოდა. ძალიან დაღლილი იყო და გადაწყვიტა მეორე დღეს დალაპარაკებოდა შეყვარებულს.დილით სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა ხმაურიანი სათაურებით: “დახმარების ხელი უსახლკაროებს!”, “გოგონამ მამაკაცი გადაარჩინა ქუჩაში!” მარი კი ფიქრობდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია, ის უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდა.ამასობაში გამბედაობა მოიკრიბა და გიორგის დაურეკა. შეყვარებულმა ძალიან უხეში ტონით უპასუხა, არც კი მოუსმინა, ეჩხუბა, რომ იმ ბინძურ ნაძირალას დაეხმარა და ტელეფონი გაუთიშა.მარი მთელი დღე ტიროდა, შემდეგ კი გადაწყვიტა გაეკეთებინა ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა – თავისი სამუშაო. ჩაიცვა და პაციენტის სანახავად წავიდა.

სხვა ცხოვრება – ეს ნაბიჯი გადამწყვეტი აღმოჩნდა მარის ცხოვრებაში. ბექას ძალიან გაუხარდა თავისი მფარველი ანგელოზის დანახვა. ის ძალიან თბილი და სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა… დროთა განმავლობაში ახალგაზრდები დაახლოვდნენ, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდათ.ბექას დედა მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა და ყველაფერში გვერდში ედგა შვილს. მალე თავისი ნახატების გამოფენის ორგანიზებაშიც დაეხმარა. იმ საბედისწერო შემთხვევიდან ერთ წელიწადში მარი და ბექა დაქორწინდნენ.

რას გვასწავლის ეს ამბავი – მარის ამბავი გვასწავლის, რომ არ არის საჭირო ყველაფერზე თვალის დახუჭვა. უნდა აკეთოთ სიკეთე და ყველაფერი თავისით მოგვარდება. ერთი ადამიანის გაკეთებულ სიკეთეს შეუძლია მთლიანად შეცვალოს ვიღაცის ცხოვრება. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს