მე და ჩემი ქმარი შევთანხმდით, რომ მშობიარებას დაესწრებოდა, მაგრამ დედამთილმა ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ყველას აჯობა.

0
675

სამშობიარო ოთახი წმინდა ადგილია, სადაც ახალი სიცოცხლე იბადება, მაგრამ როდესაც ის ხდება ოჯახური დავის მიზეზი, მეტი დაფიქრებაა საჭირო. მაიას მშობიარობა რთულს წარიმართა, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ქალისთვის ეს ბედნიერი დღე ცრემლსა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა. რა მოხდა და როგორ დასრულდა ეს ამბავი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

სამშობიარო პალატა

“მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ჰარმონიულად ვცხოვრობდით, სანამ ჩვენს ურთიერთობაში დედამთილი არ ჩაერია. ის ვერ ეგუებოდა, რომ მე და მისი ერთადერთი შვილი ირაკლი ცალკე გადავედით საცხოვრებლად.შვილი ყოველთვის ცდილობდა დედის აზროვნება სასიკეთოდ შეეცვალა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მესმის ჩემი დედამთილის, მან გაზარდა და იზრუნა შვილზე, მაგრამ ეს ყველაფერი ზედმეტ მესაკუთრეობაში გადაეზარდა.როდესაც დავქორწინდით, მაშინვე ცალკე ცხოვრება გადავწყვიტეთ, მაშინვე დედამთილისგან აგრესია წამოვიდა, მას არ ესმოდა, რატომ უნდა გვქონიდა ცალკე სახლი, როცა მასთან ერთი ოთახი ცარიელი იყო.მაინც გადავედით ცალკე, მაგრამ დედამთილი ხშირად მოდიოდა სტუმრად და ყველაფერზე შენიშვნას გვაძლევდა. ვცდილობდი თავაზიანად ამეცილებინა შემოტევები, რადგან 25 წლის ასაკში უკვე კარგად ვიცოდი სახლის დალაგებაც და საჭმლის კეთებაც. საერთოდ, სასაცილოა ამაზე საუბარი! მაგრამ ვენერას ეს არ ესმოდა და მავალდებულებდა, რომ მისთვის მომესმინა.

დაგეგმილი ორსულობა – ძალიან მინდოდა შვილი, მაგრამ წარმოდგენაც არ მინდოდა, თუ რა მოხდებოდა ბავშვის დაბადების შემდეგ. ორსულობა წინასწარ დავგეგმეთ. თავიდანვე ვთქვი, რომ არავის ჩავრევდი ჩემს საქმეში, ირაკლი ამაზე დედასაც დაელაპარაკა.დედამთილი დამპირდა, რომ აღარ შემაწუხებდა არაფრით, მაგრამ… დაიწყო საყვედურები, რომ ძალია მოდუნებული ორსული ვარ, მეტი საქმე უნდა ვაკეთო, ვიმუშაო. საწყალი ირაკლი, მუშაობს, იღლება სამსახურში, რამდენი უნდა შეძლოს ერთმა ადამიანმა? მშობიარობამდე რამდენიმე თვით ადრე ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ სიამოვნებით ვიცხოვრებდი სულ მარტო ჩემს შვილთან ერთად მშვიდად. ამასობაში ირაკლიმ შემომთავაზა, რომ მშობიარობას დაესწრებოდა: “ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, მინდა მაგ დროს შენს გვერდით ვიყო.”გამახარა ქმრის სიტყვებმა, ნამდვილად მჭირდებოდა ის ჩემს გვერდით. და აი, დამეწყო მშობიარობა და სამშობიაროში წამიყვანეს.

მიზეზი განქორწინებისთვის – თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მომათავსეს ცალკე სამშობიარო ოთახში, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, შემოვიდა დედამთილი და ჩემი ქმარი სახლში გაუშვა დასასვენებლად. ისიც წავიდა… იმ წუთში ტკივილისგან და შოკისგან გაბრაზების თავი არ მქონდა.ჩემი ქმრის საქციელი ღალატის ტოლფასი იყო. ვერანაირი არგუმენტი ვერ ამართლებდა მის საქციელს. მეგონა სიზმარში ვიყავი. სამშობიაროდან გამოწერამდე არაფერი მითქვამს არცერთისთვის, მაგრამ სახლში დაბრუნებულმა ყველაფერი პირში მივახალე.დედამთილს ავუკრძალე ჩემთან მოსვლა, ქმარი კი გავაფრთხილე, რომ თუ კიდევ მოიქცეოდა ასე, მასაც მივაბრძანებდი.

რას გვასწავლის ეს ამბავი?  – ეს ამბავი გვაჩვენებს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს დედასა და ზრდასრულ შვილს შორის არაჯანსაღმა ურთიერთობამ. ჰიპერმზრუნველობამ მამაკაცი პირად ტრაგედიამდე მიიყვანა. როგორ წარიმართება წყვილის ურთიერთობა არავინ იცის, თუმცა, იმედს ვიტოვებთ ირაკლი მოძებნის საკუთარ თავში ძალას და ღირსეული მამაკაცის როლს მოირგებს. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.