ნელი ინტერნეტი ნებისმიერ მომხმარებელს გააღიზიანებს, მითუმეტეს მაშინ როცა მას სამუშაოდ იყენებენ. ამიტომ სახლის Wi-Fi თუ თქვენს მოლოდინებს არ ამართლებს, უდა იპოვოთ პრობლემის სათავე. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ჩვენი მკითხველის ამბავს, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მისი ინტერნეტი ცუდად მუშაობდა და მიზეზი კი მისი მეზობელი იყო.
Wi-Fi სახლისთვის
“ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი სახლის Wi-Fi პაროლით იყო დაცული და მისით სარგებლობას სხვა ადამიანები ვერ შეძლებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი.” – გვწერს ნოდარი.”თურმე არსებობს პროგრამები, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოიცნოთ პაროლი და დაუკავშირდეთ მეზობლის Wi-Fi – ს ყოველგვარი ნებართვის გარეშე. ზოგიერთი ადამიანი მიმართავს ასეთ ხერხს ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე.
“რაღაც პერიოდში ჩემი ინტერნეტის სიჩქარე საგრძნობლად შემცირდა. დავურეკე პროვაიდერს და შემოწმება ვთხოვე. მათ მითხრეს, რომ ყველაფერი რიგზე იყო და საკმარისი სიჩქარით მაწვდიდნენ ინტერნეტს. მაშინ, რაში ოყო საქმე? მიზეზის გასარკვევად ჩემს სმარტფონზე დავაყენე პროგრამა Wi-Fi Thief Detector. აღმოჩნდა, რომ ჩემი ქსელით კიდევ სარგებლობდა სხვა, ლენოვოს ფირმის ნოუთბუკი. გამახსენდა, რომ კარის მეზობელს ჰქონდა ზუსტად ასეთი. როგორც ჩანს, ხარჯები დაზოგა და უკვე ერთი თვეა ჩემს ხარჯზე აკეთებს ეკონომიას.
მაშინვე შევცვალე Wi-Fi პაროლი. შემდეგ კი წავედი მეზობელთან დასალაპარაკებლად. თავიდან ვკითხე, თუ რომელი პროვაიდერით სარგებლობდა. მითხრა, რომ ჯერ ვერ გადაწყვიტა და არ აურჩევია.მაშინ პირდაპირ ვკითხე, რატომ იპარავდა ჩემს ინტერნეტს? შეცბა, უხერხულად შეიშმუშნა და თვალები ამარიდა. აღარ მინდოდა დროის დაკარგვა, ამიტომ მკაცრად გავაფრთხილე, რომ ასე აღარ მოქცეულიყო და წავედი.მას შემდეგ ინტერნეტი კარგად მუშაობს. მეზობელმა ვეღარ გაბედა პაროლის გატეხვა, მეც დრო და დრო ვამოწმებ ხოლმე პროგრამით ქსელს. ჯერჯერობით უცხოები არ დაკავშირებია ჩემს Wi-Fi მოწყობილობას.
რჩევა რედაქციისგან: თუ ინტერნეტი ცუდად მუშაობს, შეამოწმეთ რამდენი მოწყობილობა არის დაკავშირებული მასთან. პერიოდულად შეცვალეთ ხოლმე Wi-Fi პაროლი და ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ როგორ იცავთ სახლის ინტერნეტს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.