ეს ამბავი მეგობარმა მიამბო. მისმა მეზობლებმა აგარაკზე ისეთი რამ გააკეთეს, რაც ნორმალურ ადამიანს აზრადაც არ მოუვიდოდა. მისი ნებართვით პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რაც მოხდა.
მეზობლები აგარაკზე
“გასულ წელს ჩემი მშობლების გვერდით ახალი მეზობლები დასახლდნენ, 35 წლამდე ცოლ-ქმარი და ძაღლი. ჩემებს მაშინვე არ მოეწონათ, რადგან გადმოსვლისთანავე მოაწყვეს ხმაურიანი წვეულება და მთელი სოფელი შეაწუხეს.ჩემი მშობლები უკვე ასაკში არიან და აგარაკზე დასასვენებლად მიდიან ხოლმე და არა გასართობად. თუმცა, თავიდან არაფერი უთქვამთ, რადგან ეგონათ ასეთი რამ იშვიათად მოხდებოდა, მაგრამ… ერთი კვირის შემდეგ ახალი მეზობელი მივიდა ჩემს მშობლებთან სკამის სათხოვნელად. აღმოჩნდა, რომ ნინას დაბადების დღე ჰქონდა და ბევრ სტუმარს ელოდებოდა.
დედაჩემი ძალიან კეთილი და უბრალო ქალია, რა თქმა უნდა, უარი არ უთქვამს დახმარებაზე, მაგრამ მალე სანანებელი გაუხდა თავისი საქციელი. დაბადების დღე მთელი ღამე გაგრძელდა. სტუმრები ძალიან ხმაურობდნენ, მეზობლებმა ვერ დაიძინეს და მოისვენეს.სხვათა შორის, სკამებიც არ დაუბრუნებიათ. როდესაც ქუჩაში შეხვდა მამაჩემს, სთხოვა მოეტანათ, დაუბრუნეს, მაგრამ დაზიანებული. მხიარულმა ოჯახმა მოახერხა ერთ ღამეში სამი სკამის გატეხვა.და ეს კიდევ არ არის ყველაფერი. მოხუცები სახლში რემონტს აკეთებდნენ და თავის ჭიშკართან ქვიშა დააყრევინეს სატვირთოს. ამის გამო ახალი მეზობელი ლანძღვით მოვარდა: “გზას ნუ გვიკეტავ, მოხუცო, ხვალამდე თუ არ მოასუფთავებ, საკუთარ თავს დააბრალეო!”
ვერაგი საქციელი – მეორე დილით ღობე საღებავით იყო მოსვრილი და ნაგვის გროვა ეყარა. გასაგები იყო ვინც გააკეთა. დედამ დამირეკა და ტირილით მომიყვა ყველაფერი. მაშინვე გადავდე ყველა საქმე და მშობლებთან ჩავედი.საერთოდ, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ვარ, არ მიყვარს ჩხუბი, მაგრამ ამ სიტუაციამ მდგომარეობიდან გამომიყვანა. მივარდი მეზობელთან და საშინლად ვეჩხუბე, უნდა გენახათ მათი შეშინებული თვალები!გავაფრთხილე, რომ ჩემი მშობლების სახლს თუ მიუახლოვდებოდა, ან ხმაურით შეაწუხებდა მათ, მწარედ ვანანებდი! ნერვიულობისგან სულ მაკანკალებდა, მაგრამ იმუშავა ჩემმა განრისხებამ. მას შემდეგ აბეზარ მეზობლებს მოხუცები აღარ შეუწუხებია.არავის მივცემ ჩემი თბილი და ტკბილი მშობლების განაწყენების უფლებას. ისინი არ იმსახურებენ ცუდ დამოკიდებულებას იმდენად კარგები არიან. საბედნიეროდ, სხვა მეზობლები აგარაკზე ადეკვატურები არიან და ბევრი შეეწინააღმდეგა ამ ამაზრზენ ხალხს. გახსოვდეთ, რომ ძალა ერთობაშია!
რას გვასწავლის ეს ამბავი? არცერთმა ჩვენგანმა არ უნდა მოითმინოს სხვა ადამიანების უზნეო დამოკიდებულება და სითავხედე. სამწუხაროდ, ზოგჯერ საჭიროა მათ ენაზე ისაუბრო, რათა გააგებინო, რომ არასწორად იქცევიან. კარგია, რომ ეს სიტუაცია საბოლოოდ მოგვარდა.თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთ დროს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.