კეთილი საქმე ადამიანმა უანგაროდ უდა აკეთოს, მაგრამ სიკეთის საპასუხოდ შეურაცხყოფა და სიძულვილი საწყენია. სწორედ ასეთ რეაქციას შეეჯახა პაპარაცის დღევანდელი ამბის გმირი. მან მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარების სანაცვლოდ უსიამოვნო სიტუაცია მიიღო.
მატერიალური დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის
“დაახლოებით ექვსი თვის წინ გადავწყვიტე, რომ მომეძებნა დამატებითი შემოსავალი. ახალგაზრდობაში კარგად ვკერავდი, განვაახლე ჩემი ცოდნა და ავამუშავე ჩემი ძველი საკერავი მანქანა. დავიწყე შეკვეთების აღება, საქმე კარგად მიდიოდა და კმაყოფილი ვიყავი.ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ექვს თვეში ბევრად წინ წავედი და გადავწყვიტე სხვა საინტერესო საქმეების კეთებაც. ვცადე საბავშვო სადღესასწაულო კაბების შეკერვა. თან ვფიქრობდი, რომ ალბათ არიან ბავშვები, რომლებიც ახალ კაბაზე ოცნებობენ და არ აქვთ.ამიტომ ვიფიქრე, რომ ეს კაბა მიმეცა მათთვის ისე, უსასყიდლოდ. ასეთი ბავშვების მოძებნა არ გამიჭირდა და დავიწყე რეგულარულად კერვა მათთვის. ეს იყო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარების კარგი საშუალება.
არანაირი მადლიერება საპასუხოდ – ყოველ კვირაში ვიკერავდი ახალ სამოსს და ვუგზავნიდი მრავალშვილიან დედებს. ხშირად თავად მე მიმქონდა ხოლმე სახლთან ახლოს. უბრალოდ უნდა ჩამოსულიყვნენ და აეღოთ. მადლობებს არ ვითხოვდი არავისგან, მაგრამ არც ასეთ ნეგატიურ რეაქციას.პირველმა ქალმა ცივად მომიგდო მადლობა და არც კი შეუხედია კაბისთვის. მეორემ ამრეზით შემომხედა და როდესაც გაიგო, რომ მხოლოდ ერთი კაბა მივუტანე. უკმაყოფილოდ გამომართვა პაკეტი და წავიდა. თავიდან მიკვირდა, ვიფიქრე, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი.
მომდევნო ქალიც მჟავე სახით შემხვდა, თავი ვერ შევიკავე და ვკითხე რაში იყო საქმე. მან კი გაბრაზებულმა მომახალა: “ამას ჯობდა ფული მოგეტანა, თავად ვიყიდიდი რაც მჭირდებოდაო.”ძალიან მეწყინა. სიკეთის გაკეთება მინდოდა და პირიქით გამოვიდა. ამის მერე ყველანაირი დახმარების სურვილი გამიქრა ასეთებისთვის, ისევ ჯობია ჩემი კლიენტები გავაბედნიერო.
რჩევა რედაქციისგან: როდესაც ეს ამბავი გავიგეთ, ჩვენც ძალიან შევწუხდით. ქალს უანგაროდ სურდა ბავშვების გახარება ახალი და ლამაზი კაბებით, სამწუხაროდ ნეგატიური რეაქცია მიიღო საპასუხოდ. სამწუხაროდ ხშირად ხდება ასე. თუ არ დაეხმარე – ცუდია, თუ დაეხმარები – კიდევ უარესი.გასაგებია, რომ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახელმწიფოს დახმარება საკმაოდ მწირია და უმეტეს შემთხვევაში მათ ფინანსურად უჭირთ. როდესაც შენს ოჯახს შია, აღარ გრჩება დრო და ენერგია ლამაზი კაბებისთვის.
ამიტომ გვგონია, რომ აღარ უნდა გავცეთ მათთვის რამე, არადა მშობელს თუ არა ბავშვს ძალიან გაუხარდება ახალი კაბა, რაც უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. ჩვენ არ ვიცით რა მოგველის მომავალში, მაგრამ პრობლემის დროს უნდა გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ერთმანეთს. ეს იქნება შანსი ნათელი მომავლისკენ, ამიტომ გაუფრთხილდით თქვენში არსებულ ადამიანს მიუხედავად ყველაფრისა. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.