ბოლო დღეებში რატომ ვიმეორებ ხოლმე ხშირად 145-ე ფსალმუნს, მისი ძალა სულიერად მაძლიერებს.

0
890

რწმენის გასაძლიერებლად და იმისათვის, რომ გარშემო მშვიდობა იყოს, დროდადრო ვკითხულობ 145- ფსალმუნს. მადლობა უფალს ჩვენთან ყოფნისთვის, ეს ფსალმუნი გვეხმარება რთულ დროს, რადგან მადლიერებასა და რწმენას სასწაულების მოხდენა შეუძლია. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით, ტუ როგორ უნდა წაიკითხოთ 145-ე ფსალმუნი.

ფსალმუნი სულის დუმილია, ის სიმშვიდეს გვგვრის. ის არის შუამავალი მოწინააღმდეგე მხარეებს, მეომრებს შორის. ის არის თხოვნა ანგელოზებისთვის დაგვეხმარონ, დაამშვიდონ ჩვენი სულები, დაიცვან ჩვილები, მოხუცები, საუკეთესო სამკაულია ქალებისთვის.ფსალმუნი, ანუ ღვთაებრივი საგალობლები, დაწერილია მეფე დავითის მიერ სულიწმინდის შთაგონებით. ის უხმობს ანგელოზებს, შეუნდობს ცოდვებს, ავსებს სულს სიწმინდით.145-ე ფსალმუნი ფაქტიურად, ქადაგებს ღმერთის მარადიულობას. წაიკითხეთ ის, როცა იგრძნობთ, რომ საყრდენს კარგავთ, როცა აღარაფრის იმედი გაქვთ. ეს ფსალმუნი შეიძლება გახდეს ძლიერი საყრდენი და დამცავი თითოეული ჩვენგანისთვის. მთავარია, წარმოთქვათ გულწრფელად და რწმენით.

145-ე ფსალმუნი 

  1. ადიდეთ უფალი. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.
  2. ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
  3. იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამს ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა.
  4. ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები.
  5. ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე.
  6.  რომელმაც შეჰქმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია; რომელიც იცავს ჭეშმარიტ ერს უკუნისამდე;
  7.  იქმს სამართალს ჩაგრულთათვის; აძლევს პურს დამშეულებს; უფალი ათავისუფლებს ბორკილგაყრილებს.
  8. უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი მართავს წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალნი.
  9. უფალი იცავს შემოხიზნულებს, ობოლსა და ქვრივს გაამხნევებს და ბოროტთა გზას გაამრუდებს.
  10. იმეფებს უფალი უკუნისამდე, შენი ღმერთი, სიონო, თაობებში. ადიდეთ უფალი!

რჩევა რედაქციისგან: 145-ე ფსალმუნი გვასწავლის, უფრო მეტად მივენდოთ ღმერთს, რადგან ის არის მარადიული სიყვარული. არ გვქონდეს მმართველების იმედი, რომლებიც არ არიან მარადიულები და მათი გეგმები ამაო გახდება, როდესაც იმ სამყაროში წავლენ.კურთხეულია ის, ვისაც სწამს უფლის ძალის, რადგან ის ყოვლისშემძლეა, არის ამ სამყაროს შემოქმედი და მუდამ ასე იქნება. რაც უნდა მოხდეს, გიყვარდეთ ერთმანეთი, ილოცეთ განსაცდელში მყოფთათვის, გაუგზავნე სამყაროს სიყვარული და ნებისმიერ შემთხვევაში დარჩი ადამიანად!