შავი დღისთვის გადადებული ფული მნიშვნელოვანი რამ არის, მითუმეტეს მაშინ, თუ მომავალი ბუნდოვანია და სხვა შემოსავალი აღარ ჩანს. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე მცირედ თანხასაც შეუძლია შეღავათი გაგვიწიოს თავის დრო. ახალგაზრდებს ეს ნაკლებად ესმით, მაგრამ უფროს თაობას, რომელსაც ბევრი უბედურება აქვს გადატანილი, კარგად ახსოვთ.გარკვეული ფინანსური მარაგი ყველა ადამიანს სჭირდება, რომელიც შეიძლება დაგვჭირდეს ცხოვრებისეული გარდატეხების დროს: ბავშვის დაბადება, სამსახურის შეცვლა, ავადმყოფობა… როგორ უნდა ვიპოვოთ დამატებითი შემოსავლის გზები? ჩვენი ხელფასით ხომ შეუძლებელია თანხის გადადება?
ფული შავი დღისთვის – ექვსი თვის წინ გავყიდე სახლი ქალაქგარეთ. ვაჟი დედაქალაქში ცხოვრობს, ქალიშვილიც – განქორწინებულია და პატარა ბავშვს ზრდის. მეც აღარ ვარ ახალგაზრდა, ვეღარ ვუვლიდი სოფლის სახლს და კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით.
კლიენტებმა თანხა უცხოური ვალუტით გადამიხადეს, მეც აღარ გადავახურდავე და შევინახე. ჩემი ქალიშვილიც ამბობს, რომ ჯობია გარკვეული თანხის გადადება, იმისთვის, რომ საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესოს.ერთი მხრივ, ვეთანხმები შვილს, მაგრამ… ძალიან მომწონდა ჩემი სიძე სანდრო. მაღალი, სიმპათიური ახალგაზრდა, სასიამოვნო ხასიათით. როდესაც ჩემს ქალიშვილზე დაქორწინდა, თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ რა მოხდა არ ვიცი, ამბობენ, რომ ჩემი ქალიშვილი ღალატობდა… დაშორდნენ ძალიან სწრაფად, სკანდალების და გარჩევების გარეშე. ბინა სანდრომ ცოლ-შვილს დაუტოვა, ალიმენტსაც უხდის.
ეხლა ქალიშვილი ფიქრობს, გაყიდოს ქმრის ერთოთახიანი, სურს ჩემი ფული ისესხოს, დაამატოს და ახალი სახლი იყიდოს. მე კი არ ვენდობი მას, რადგან არ არის მშრომელი გოგო, არ მუშაობს, რითი დამიბრუნებს თანხას? მსურს ჩემი დანაზოგი მქონდეს და მხოლოდ დიდი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიყენო.მე იმის იმედიც არ მაქვს, რომ როცა დავუძლურდები, ჩემი შვილი მომივლის. ის ალბათ პირველივე შესაძლებლობაზე მომათავსებს მოხუცთა თავშესაფარში. ეხლა ყველაფერზე დამთანხმდება, ოღონდაც ფული მივცე, შემდეგ კი რა იქნება არ ვიცი…
მიყვარს ჩემი შვილები, მაგრამ არ მომწონს მათი დამოკიდებულება. ვაჟი თავის საქმეებშია ჩაფლული, ქალიშვილი ვალებშია გახვეული. სიამოვნებით მივცემდი ფულს რაიმე წინსვლისთვის, თვითგანვითარებისთვის. ამაში ნამდვილად არ დავინანებდი არაფერს, თქვე რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.