კოტე უცხო ქვეყანაში აღმოჩნდა სრულიად მარტო, უფულოდ და უყველაფროდ. ის უკეთესი ცხოვრების საძებნელად საზღვარგარეთ წავიდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც ეგონა. რა მოხდა და როგორ დამთავრდა მისი ამბავი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.
დაკარგული ოცნება
კოტე ოცნებობდა მსახიობობასა და ამერიკაში წასვლაზე. მეგობრები დაეხმარნენ ვიზის და საბუთების მოგვარებაში, თუმცა, შტატებში ჩასვლის შემდეგ საქმე ცუდად წავიდა.გამოუცდელი და გულუბრყვილო ბიჭი უცნობის მანქანაში წავიდა, რომელსაც უახლოეს სასტუმროში უნდა წაეყვანა. მძღოლმა მოფარებულ ადგილას გადაიყვანა, ფული და ნივთები წაართვა და გზაზე დააგდო ყველაფრის გარეშე. კოტე დახმარების საძებნელად დახეტიალობდა ქუჩებში. ყველას მათხოვარი ეგონა და ყურადღებას არ აქცევდნენ. ცდილობდა გამვლელებისთვის აეხსნა, რომ გაძარცვეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
ახალი ცხოვრება შელამაზების გარეშე – ერთადერთი ადამიანი, რომელიც კოტეს დაეხმარა, ქუჩის უსახლკარო აღმოჩნდა. მან წაიყვანა იქ, სადაც ასეთი ადამიანები იმყოფებოდნენ და წყალი და საჭმელი მაინც ჰქონდა. ხანდახან დღიურ სამუშაოზე მიდიოდა ხოლმე მცირე გასამრჯელოს ფასად. ძირითადად ეხმარებოდა ხალხს ავეჯის გადატანაში. ყოველთვის თავაზიანი და დაუზარელი იყო, ყველა შესაძლებლობა ებღაუჭებოდა თავის გადასარჩენად.ერთ დღეს ნაგვის ურნასთან საცოდავი კნავილი მოესმა. მივიდა და პატარა კნუტი იპოვა, რომელიც ვერ გაიმეტა მარტო, ქუჩისთვის და წამოიყვანა. ასე დაიწყო მეგობრობა მაწანწალასა და უსუსურ ცხოველს შორის. თავის ლუკმას უყოფდა და გვერდიდან არ იშორებდა. კნუტი რომ წამოიზარდა, სამუშაოზეც სულ გვერდით დასდევდა.ერთხელ, უცნობმა ქალმა ძველი დივანის გატანა სთხოვა ნაგავსაყრელზე. კოტემ სიამოვნებით შეასრულა ეს საქმე. როდესაც დივანი გარეთ გაიტანა, ზედ კატა ახტა და თათებით ჩხაპნა დაუწყო ერთ ადგილს. კოტეს დააინტერესა რა იყო იქ მოთავსებული და საქმეს შეუდგა.
მოულოდნელი აღმოჩენა – ერთ-ერთი ბალიშის ქვეშ კოტემ იპოვა სამკაულებით სავსე პაკეტი. გაოცებულმა ბიჭმა გადაწყვიტა მიეტანა ის დივანის პატრონი ქალისთვის, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაოცდა ჯერ ბიჭის საქციელით, შემდეგ დიდი ხნის დაკარგული ბებიის სამკაულების პოვნით.ახალგაზრდა ყმაწვილის წესიერებით გახარებულმა ქალმა საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა აჩუქა, რომლითაც უკვე შეეძლო პატარა ბინა ექირავებინა, მოწესრიგებულიყო და წესიერი სამუშაო ეპოვა. და კიდევ: ქალის ქმარი კინო ინდუსტრიაში მუშაობდა და ჩვენი გმირის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო…კოტეს მსახიობობის არაჩვეულებრივი ნიჭი აღმოაჩნდა. მამაკაცი დაეხმარა სპეციალური განათლების მიღებასა და კარიერის დაწყებაში. კოტე ახლა თავისი საოცნებო პროფესიით მუშაობს, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში კატასთან ერთად, რომელმაც ბედნიერება აპოვნინა.
რას გვასწავლის ეს ამბავი? – ეს ამბავი გვასწავლის, რომ სიკეთე არასდროს იკარგება და ყოველთვის უკან დაგვიბრუნდება. გაჭირვების მიუხედავად, კოტემ არ დაკარგა ადამიანობა და პატიოსნება. ეს კი ძალიან ძვირფასი რამ არის.არასოდეს არ უნდა დაკარგოთ იმედი და ადამიანობა! არცერთ სიტუაციაში! თქვენ რას იტყვით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.