შვილები აძალებდნენ მამას სახლის გაყიდვას, მაგრამ პენსიონერმა იპოვა გამოსავალი სიტუაციიდან

10444

ალექსანდრეს შვილებს ფული სჭირდებოდათ და დაიწყეს ზეწოლა მამაზე, რომ სახლი გაეყიდა, რომელიც  ქალაქგარეთ ჰქონდა. მამას კი სულ სხვა გეგმა ჰქონდა. რა გააკეთა საზრიანმა მოხუცმა და დაეხმარა ის თუ არა შვილს და ქალიშვილს, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

სად შეიძლება ფულის შოვნა

ალექსანდრე 65 წლის ქვრივია, ჰყავს ორი ზრდასრული შვილი: ანა და ლადო. გაზაფხულზე ის მიდის ხოლმე ქალაქგარეთ თავის პატარა სახლში და ზაფხულის ბოლომდე იქ რჩება. ფუსფუსებს პატარა მიდამოზე, ბაღზე. სიცივეების დადგომის შემდეგ კი ქალაქში ბრუნდება თავის ერთოთახიან ბინაში.შვილები იშვიათად სტუმრობენ მამა, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ რამე დასჭირდებათ. ბოლო პერიოდში კი სთხოვენ სოფლის სახლი გაყიდოს ვითომ იმ მიზეზით, რომ იქ ყოფნისას თუ რამე გაუჭირდება, ახლო-მახლო არ არის არც კლინიკა, არც ინფრასტრუქტურა, ქალაქიდანაც მოშორებითაა და ვერ შეძლებენ სწრაფად დახმარებას.სინამდვილეში კი მათ სხვა მოტივი აქვთ, უბრალოდ სჭირდებათ ფული. ანა ნაადრევად დაქორწინდა და ჯერ კიდევ ფეხმძიმე ქმარმა მიატოვა. ვაჟმა კი რაც ფული ჰქონდა, რაღაც საქმეში ჩადო და გაკოტრდა.ამიტომ შვილებს სურდათ, რომ მამას სახლი გაეყიდა და მათთვის მიეცა ფული, თუმცა მამა არ თვლიდა თავს ვალდებულად ფინანსურად დახმარებოდა ზრდასრულ შვილებს თავისი მსხვერპლის ფასად. ამიტომ ორივე სახლში დაიბარა დასალაპარაკებლად.

ეშმაკური გეგმა – ანა და ლადო მაშინვე გაეშურნენ მამასთან, ეგონათ, რომ გონს მოეგო და დასთანხმდა შვილების თხოვნას, თუმცა, ასე არ მოხდა:

  • -შვილებო, ვიცი, რომ ახლა პრობლემები გაქვთ და ფული გჭირდებათ. მე შემიძლია ერთი რამ შემოგთავაზოთ.
  • “-უნდა გითხრათ, რომ სახლს არ გავყიდი, მყავს კარგი მეგობარი, რომელიც დამთანხმდა ფულის პროცენტით სესხებაზე. მე თავდებში ჩაგიდგებით, თქვენ ამ ფულს ნელ-ნელა დაუბრუნებთ, თან საქმეს მიხედავთ და იშრომებთ. ის სერიოზული ადამიანია და მასთან ხუმრობას არ გირჩევთ. ბანკიდან კრედიტს ტყუილად არავინ მოგცემთ, ეს კაცი კი მზად არის, დაგეხმაროთ.”და-ძმას დიდად არ მოეწონათ ეს აზრი, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ და დასთანხმდნენ. მიღებული თანხით ორივემ სტარტი აიღო, ლადო ახლა უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდა თავის ბიზნესს და წინ წავიდა, ანამაც პრესტიჟული კურსები გაიარა და კარგი სამსახური იშოვა. ორივე შვილი დროულად იხდიდა ყოველთვიურ გადასახადს და აღარ აწუხებდნენ მამას. როდესაც ვალის დაფარვის ბოლო დღე დადგა, მამამ შვილები აგარაკზე მიიპატიჟა. იქ ყველაფერი შეცვლილი იყო – სახლი გალამაზებული, ნაკვეთი გაფართოებული, ძროხაც კი გაჩენილიყო.

მამამ უთხრა: “არ მეგონა, რომ გავზარდე ისეთი შვილები, რომელთაც ჩემგან მხოლოდ ფული ენდომებოდათ და მეტი არაფერი, თუმცა, ვეცადე გამომესწორებინა. ეს სახლი ბანკში ჩავდე და აღებული თანხა თქვენ მოგეცით. პროცენტს ცოტა მეტს გახდევინებდით და მთლიანად სახლს ვახმარდი. ჩემთან კი არცერთხელ არ მოსულხართ, ან რაღატომ მოხვიდოდით, ფული ხომ მიიღეთ? მამამ უთხრა, რომ არ ბრაზობდა მათზე, ყოველთვის დაეხმარება შვილებს სოფლის პროდუქტებით, არც შვილიშვილებს აწყენთ ბუნებასთან ახლოს ყოფნა და სუფთა ჰაერი. ეხლა მათთვის ყველა პირობა მაქვს შექმნილი და გელოდებით.

რას გვასწავლის ეს ამბავი? – ასაკოვანი მშობლები არ არია ვალდებულნი დაეხმარონ ზრდასრულ შვილებს. ნამდვილად არ შეიძლება ხანდაზმულ ადამიანს კისერზე დააწვე და შენი პრობლემების მოგვარება მოსთხოვო. ანას და ლადოს გაუმართლათ, რომ მამამ ფულის შოვნის საფუძველი და მოტივაცია მისცა და კარგი დანაზოგიც გააკეთებინა. როგორ წარიმართება მათი ურთიერთობა, ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს