ჩვენი სადარბაზოს ქალებმა გამოაცხვეს 10 ყუთი ასეთი ღვეზელი. წარმატებული რეცეპტი პოლონელი მოხალისისგან.

0
341

“ჩაიწერე ღვეზელის რეცეპტი!” – დამირეკა დაქალმა. “ჩვენი სადარბაზოს გოგოებმა უკვე 10 ყუთი გამოაცხვეს. საოცრად ჰაეროვანი და გემრიელია!” ლიკას ეს რეცეპტი პოლონელმა მოხალისემ ასწავლა. იქ ასეთ ღვეზელებს ყუთებით აცხობენ.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ სწორედ ამ რეცეპტს. იდეალური პროპორციები გემრიელი ცომეულისთვის.

ღვეზელის რეცეპტი

ეს რეცეპტი გათვლილია დიდ რაოდენობაზე, იაფი არ ჯდება, მაგრამ ნამდვილად ბევრი და გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 1 ს/კ შაქარი
  • 12 კვერცხი
  • 9 ს/კ ფქვილი
  • 3 ლიტრი რძე
  • 1.5 ს/კ საფუარი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • ვანილი
  • 500 გრ. კარაქი
  • მარილი

მომზადების წესი

  1. აადუღეთ რძე, ჩაასხით ღრმა ჯამში, ჩაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი, სწრაფად ურიეთ. როდესაც გაგრილდება, პორციებად ჩაყარეთ ფქვილის ნაწილი არაჟნის სისქის მასის მიღებამდე.
  2. დაუმატეთ საფუარი, თუ ცოცხალ საფუარს იყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ 1 ჭიქა შაქარზე საჭიროა 100 გრ. საფუარი.
  3.  ათქვიფეთ ეს ყველაფერი მიქსერით და დადგით ერთი საათით თბილ ადგილას.
  4. დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი, ვანილი, მარილი, კარაქი. კარგად მოზილეთ ცომი, დაამუშავეთ დიდხანს, სასურველია, 30 წუთამდე.
  5. დადეთ ცომი ამოსასვლელად 1,5 საათი.
  6. მიეცით ცომს სასურველი ფორმა და გამოცხვეთ ღუმელში. შეგიძლიათ თავზე გადაუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული. გემრიელად მიირთვით!

რჩევა რედაქციისგან: დღესვე ვაპირებ ამ რეცეპტის მოსინჯვას. სცადეთ თქვენც და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილება კომენტარებში!