მშობლებმა უარი თქვეს ცერებრალური დამბლის მქონე 4 წლის ბავშვზე. ახლა მას 76 წლის ბებია უვლის

603

ჩინელი ბიჭი ხაოვენი სამყაროს უცნაური მოევლინა… 2 წლის ასაკში, მან ჯერ კიდევ არ დაიწყო სიარული, როცა შეძრწუნებული მშობლები საავადმყოფოში გაემართნენ. ექიმებმა ხაოვენს სამწუხარო დიაგნოზი დაუსვეს – ბავშვთა ცერებრალური დამბლა.

ძვირადღირებული მკურნალობის გამო, დაავადებული ბავშვის ოჯახი ვალებში ჩავარდა და, კიდევ ერთი კამათის შემდეგ, მშობლები განქორწინდნენ. მაშინ ბავშვი თავის 76 წლის ბებიასთან დატოვეს.

ში იუიინგი, მიუხედავად თავისი ასაკისა, შვილიშვილისთვის ყველაფერზე წავა. ხაოვენის მამა სხვა ქალაქში გადავიდა და იშვიათად ეხმარება მას ფულით, ხოლო ავადმყოფი ბიჭის დედა ისევ გათხოვდა და ახლა სხვა ოჯახი ჰყავს.

მთელი სირთულე პენსიონერის ზურგზე დარჩა, თუმცა იგი ამბობს: “სანამ ძალა შემწევს, ყოველთვის ვიზრუნებ ჩემს საყვარელ შვილიშვილზე.” ყოველ სასწავლო დღეს, მოხუცი ქალი ეხმარება შვილიშვილს სკოლამდე მისწვლაში, არადა იქამდე გზა 3 კმ-ს აღწევს.

ბავშვის გაკვეთილები დღეში ორჯერ ტარდება, ამიტომ ში დღეში 24 კმ-ს გადის, რომ ხაოვენი სკოლაში მიიყვანოს და სახლში დაბრუნდეს. თავიდან ბავშვს იგი ველოსიპედით ატარებდა, ხოლო შემდეგ ქალაქის ხელისუფლებამ მის ოჯახს სპეციალური ეტლი აჩუქა.

ახლა ბიჭი 9 წლისაა და მხოლოდ ბებიას ძალისხმევის დამსახურებით სწავლობს. “მართალია, ბავშვს სიარული არ შეუძლია, თუმცა ძალიან ჭკვიანია. ხაოვენს კარგი მეხსიერება აქვს, კარგად გამოსდის მათემატიკა.” – ყვება მოხუცი ბებია თავის შვილიშვილზე.

მოხუცს იმედი აქვს, რომ შეძლებს ბავშვის გადაყვანას სპეციალიზებულ სკოლაში, რომელშიც ხაოვენს მიხედავენ და კარგად იზრუნევენ. სჯერა, რომ იქ ბავშვი გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლაში.

რა კარგია, რომ ამ ბავშვს ჰყავს ვინმე, ვინც მასზე იზრუნებს…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს