წყვილმა მიმტანის მაჯაზე უჩვეულო ტატუ შეამჩნია, მათ გასამრჯელო არ დაინანეს.

10128

ყველა ადამიანს არ ამშვენებს ტატუ, რომელიც რაღაც აზრს ატარებს, ამიტომ ნუ ჰკითხავთ მეგობარს რას ნიშნავს ტატუ მარჯვენა მკლავზე, ან მარცხენა მუხლის ქვეშ. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ყურადღება და თანაგრძნობა ადამიანზე.ტატუ საზოგადოებაში თვითგამოხატვის საშუალებაა. ასევე, სხეულზე ნახატი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მოვლენის შეხსენება.

ტატუ მარჯვენა ხელზე

“ერთი თვის წინ მე და ჩემმა ქმარმა განტვირთვა გადავწყვიტეთ, ბავშვები ბებიას დავუტოვეთ და რესტორანში წავედით.მაგიდა წინასწარ დავჯავშნეთ ახლომდებარე მყუდრო რესტორანში. როდესაც მივედით, სასიამოვნო გარეგნობის გოგონა შემოგვეგება და ჩვენი მაგიდისკენ გაგვიძღვა. როდესაც შეკვეთას ინიშნავდა, მაჯაზე უცნაური ტატუ შევამჩნიეთ. გამოსახული ჰქონდა წერტი-მძიმე. ასეთი ტატუ არასდროს მინახავს. ქმარმა კი ამიხსნა რაც იყო.

წერტილ-მძიმე ნიშნავს, რომ ადამიანმა შეძლო დაეძლია დამოკიდებულება, დეპრესია ან სხვა ფსიქიკური აშლილობა. ასეთ ადამიანს სურდა სიკვდილი და იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ სიცოცხლე გაეგრძელებინა. ამან ძალიან იმოქმედა ჩვენზე და გადავწყვიტეთ ეს გოგონა გაგვეხარებინა.ქმარმა 25%-იანი გასამრჯელო დაუტოვა, მე კი ჩეკზე ჩანაწერი გავაკეთე. გვსურდა გაგვემხნევებინა გოგონა და დიდ მადლობაც გადავუხადეთ კარგი მომსახურებისთვის. ყველას არ აქვს გამბედაობა ცხოვრება ნულიდან დაიწყოს, ამ გოგონას კი აღმოაჩნდა.

სტუმრების წასვლის შემდეგ მიმტანმა აიღო გასამრჯელო, წაიკითხა ჩანაწერი და ბედნიერებისგან ატირდა. თითოეული დღე მისთვის გამოცდა იყო სამყაროში, სადაც ძალიან ცოტაა პოზიტიური ემოციები. ჩანაწერში კი ეწერა: “ჩვენ ვიცით თქვენი ტატუ რისი სიმბოლოა და აღფრთოვანებულები ვართ თქვენი სიმტკიცით. გმადლობთ მშვენიერი საღამოსთვის და გულწრფელი ღიმილისთვის. გისურვებთ რაც შეიძლება მეტი მიზეზი გქონოდეთ ასეთი ღიმილისთვის.”

რას გვასწავლის ეს ამბავი:მსოფლიოში სიკეთის დიდი ნაკლებობაა, რადგან უმეტესობა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს. საკუთარი ახირებების გამო ხშირად ზიანს ვაყენებთ სხვებს. უმჯობესია, მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ ახლობლების მიმართ და მოვეფეროთ ერთმანეთს. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და გააკეთეთ ის, რაც შეგიძლიათ დღესვე. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს