როგორ მივიღოთ კიტრის კარგი მოსავალი მაისის შუა რიცხვებში? ეს შეუძლებლად მიგაჩნიათ? სულაც არა! დაგჭირდებათ ცოდნა, გამოცდილება და ზუსტი გაანგარიშება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ დეტალურ ინსტრუქციებს გამოცდილი მებოსტნეებისგან.
ჰიბრიდის შერჩევა
კოლოსალური სიმრავლის ჯიშებიდან შესაფერისი თესლის არჩევა არც ისე მარტივი საქმეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.აუცილებელია, გაითვალისწინოთ მთელი რიგი ფაქტორები: მზიანი დღეების რაოდენობა, ჩითილების გამოყვანის შესაძლებლობა სახლში და სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს ადრეული, თვითდამტვერავი ჰიბრიდი.ადრეული ჯიშები მოსავალს იძლევა უკვე 38-ე დღიდან. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ნერგები უფრო მგრძნობიარეა დაავადებების მიმართ თვითდამტვერვის გამო გემოვნური თვისებებით გარკვეულწილად ჩამოუვარდება ტრადიციულ ჯიშებს.
თესვის დრო – ჰიბრიდის არჩევის შემდეგ შეგიძლიათ განსაზღვროთ დათესვის დრო. თესლი ღვივდება 5-7 დღეს, ამას დაუმატეთ მომწიფების პერიოდი – 5 დღე. ჯამში მომწიფების პერიოდია 45 დღე, ანუ თესვა უნდა მოხდეს პირველი მოსავლის სასურველ თარიღამდე 50 დღით ადრე.ანუ: თესვის ოპტიმალური დროა მარტის ბოლო, ან აპრილის დასაწყისი, რათა მოსავალი მიიღოთ მაისის ბოლოსკენ.
ჩითილების გამოყვანა – თესლი მოათავსეთ პლასტმასის ჭიქებში. ამოსვლის დროის დასაჩქარებლად დადგით ფიტონათურის ქვეშ.პირველი ფოთლების გამოჩენის შემდეგ, ნერგები გადაიტანეთ უფრო დიდი მოცულობის ჭურჭელში, დაახლოებით 500 მლ. მოცულობის. სასურველია კონტეინერი იყოს გამჭვირვალე, რაც დააჩქარებს ფესვთა სისტემის განვითარებას. როდესაც მიწიდან ფესვები გამოჩნდება, ჩითილები გადარგეთ კიდევ უფრო დიდ სათავსოში, მაგალითად, ტომარაში.შეგიძლიათ გამოიყენოთ 5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი. როდესაც სათბურში გადატანის დრო მოვა, ფრთხილად გადაჭერით ძირი და ჩასვით ნიადაგის ორმოებში.ძალია მოსახერხებელია ასეთი მეთოდი. ბოთლების გამოყენება მომავალშიც შეგიძლიათ.
რჩევა რედაქციისგან: აუცილებელია ნერგები უზრუნველყოფილი იყოს საჭირო რაოდენობის შუქით. იდეალურ შემთხვევაში ეს უნდა იყოს მინიმუმ 14 საათი დღეში. როგორც ხედავთ, კიტრის მოსავლის მიღება მაისში სავსებით შესაძლებელია. მთავარია შეარჩიოთ სწორი ჰიბრიდი, განსაზღვროთ თესვის დროები და მოუაროთ სწორად. გისურვებთ წარმატებას! გელოდებით კომენტარებში.