ვკვებავ ხოლმე ჩემი შვილის მეგობარს მრავალშვილიანი ოჯახიდან, მიყვარს მისი მაძღარი ღიმილი

584

ვაკო – მშიერი ბიჭუნა მრავალშვილიანი ოჯახიდან, რომელიც კოტეს მეზობლად ცხოვრობს. ბიჭები მეგობრობენ, ერთად მეცადინეობენ. კოტეს დედა უმასპინძლდება სხვადასხვა გემრიელობებით. თიკო ამჩნევს, რომ ბავშვს აკლია ბევრი რამ და არაფერს იშურებს, თუმცა, ბოლო პერიოდში ამ ყველაფერმა კოტეს გაღიზიანება გამოიწვია. თუ რა გააკეთა ჭკვიანმა დედამ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

მშიერი ბიჭი

რამდენიმე წლის წინ ჩვენს მეზობლად მრავალშვილიანი ოჯახი დასახლდა. თამარი ღვთისმოსავი, კეთილი ქალია და ვეხმარებოდი ბავშვების მოვლაში, რადგან მე მხოლოდ ერთი შვილი მყავს. ვაკო და კოტე თანატოლები არიან და ერთად წავიდნენ პირველ კლასში, შემდეგ ჩემთან ერთად სადილობდნენ და მეცადინეობდნენ. საკუთარი შვილივით შემიყვარდა პატარა ონავარი.ახლა ბიჭები 8 წლის არიან. ვაკო ცუდად გამოიყურებოდა ხოლმე, ძალიან გამხდარი და ფერმკრთალი მეჩვენებოდა. ამიტომ უფრო მეტ საჭმელს მას ვუდებდი, ყველაფერს ვუნაწილებდი, ვატანდი საუზმეს სკოლისთვის, თუმცა ისიც შევამჩნიე, რომ ჩემი შვილი ბრაზობდა მის მეგობარ უფრო მეტ დროს რომ ვუთმობდი, ვიდრე მას. ეს ჩვეულებრივი ბავშვური ეჭვიანობა იყო და რამდენჯერმე ავუხსენი გარემოება, თუმცა ამან არ უშველა.ბოლოს, ასეთი რამ გააკეთა: ჩემმა შვილმა სადილის დროს კოვზი გამოსტაცა ხელიდან და უთხრა – გეყოფა ყოველ დღე აქ ჭამა, შენ ხომ გყავს შენი დედა და ოჯახი, იქ მიირთვიო! მაშინვე მოვკიდე ბიჭს ხელი და სახლში წავიყვანე, მოვუბოდიშე კოტეს საქციელის გამო. შვილთან კი სერიოზული დალაპარაკება გადავწყვიტე.

საუბარი შვილთან – “შვილო, მართალი ხარ, შენს მეგობარს ჰყავს ოჯახი, მაგრამ ის განსხვავდება ჩვენი ოჯახისგან. ვაკოს ბევრი და-ძმა ჰყავს და დედამისს არ რჩება დრო და საშუალება ყველას მოუაროს. მათ ძალიან უჭირთ და საჭმლის ფული არ აქვთ.”შენ კეთილი ბიჭი ხარ და გაიგებ, რომ ზოგჯერ შეიძლება რაღაც მოვიკლოთ და სხვას დავეხმაროთ თუნდაც მცირედით. როგორ შეიძლება მეგობრისთვის დაგენანოს ერთი თეფში წვნიანი, ან ბანანი? ჩემი ბიჭუნა ატირდა, მან მითხრა, რომ ეგონა ვაკო უფრო მეტად შემიყვარდებოდა, ვიდრე ის. ალბათ ეს ჩემი ბრალიც არის და ძალიან შორს წავედი მეურვეობის საკითხში. თუმცა, გულახდილმა საუბარმა ყველაფერი თავის ადგილას დააყენა.ჩემი კოტე გონიერი ბიჭია და ამჯერად ყველაფერი სწორად გაიგო. სურვილი გამოთქვა, რომ დაეხმარება არა მარტო ვაკოს, არამედ მის და-ძმებსაც. გამოვაცხვეთ ბევრი ფუნთუშები და თამარის ოჯახს ვესტუმრეთ.

რას გვასწავლის ეს ამბავი? – ბავშვის ნებისმიერი საქციელი რაღაცის გამოა გამოწვეული. მშობელი ვალდებულია დროულად იპოვოს მიზეზი. თიკომ მოახერხა და შვილთან ურთიერთობა სწორი მიმართულებით წაიყვანა. თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთ დროს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს