სექსი მიჯრით 365 დღე: ბლოგერის ექსპერიმენტი, რომელმაც მთელი სამყარო აალაპარაკა

4780

-“ერთხელ, მას შემდეგ, რაც მესამე ბავშვი გავაჩინე, შხაპიდან გადმოსვლის შემდეგ ჩემი თავი დავინახე… პირველი, რაც თავში გამიელვა, იყო – ვინ შემოუშვა დედაჩემი აქ? ამ ამბის შემდეგ შიშველი არასდროს გამივლია.”

ასე აღწერს ჟურნალისტი და ბლოგერი ბრიტანი გიბსონი იმ მომენტს, როცა საკუთარი სხეულის პირველად შერცხვა. ქალი ღიად აცხადებს: მისმა თავდაუჯერებლობამ ოჯახს ბევრი პრობლემა შეუქმნა.

დროთა განმავლობაში, ბრიტანიმ შენიშნა, რომ საყვარელ ადამიანთან ინტიმურ სიახლოვეზე უარს გამოგონილი მიზეზებით ამბობდა. ყოველდღე, ქალი იფიქრებდა ახალ საბაბს და ქმართან სიახლოვეს ერიდებოდა.

მაშინაც კი, როცა ენდი, ქალის ქმარი, თავისას აღწევდა, ბრიტანი თავს შეურაცხყოფილად და მორიდებულად გრძნობდა. წინანდელი ნაპერწკალი სადღაც გაქრა. როცა მომხდარი გააანალიზა, გიბსონი მიხვდა: მას უბრალოდ საკუთარი სხეულის რცხვენოდა.

ჟურნალისტი მიხვდა, რომ ეს პრობლემა თავისით არ გადაივლიდა. საბედნიეროდ, დაქალმა მას შესანიშნავი იდეა მიაწოდა და გაუმხილა, რომ, ქმართან ერთად, საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. მეუღლეებს მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღე უნდა ჰქონოდათ ურთიერთობა, გამონაკლისები კი მოგზაურობა ან დაავადებები იყო.

როცა ბრიტანიმ თავის ქმარს მეგობრების მაგალითისთვის მიბაძვა შესთავაზა, იგი მაშინვე დათანხმდა. სხვათა შორის, გიბსონი მალევე მიხვდა, რომ ყველაფერი ისეთი მარტივი არ იყო, როგორც ეჩვენებოდა. თავიდან, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ყოველდღიურ სქესობრივ აქტს მოვალეობად აღიქვამდნენ.

მხოლოდ რაღაც დროის შემდეგ ჩასწვდნენ ბრიტანი და ენდი ამ ექსპერიმენტის ჭეშმარიტ არსს. დღეს, როცა “მუდმივი სიყვარულის” წელი დასრულდა, ქალი ფიქრობს, რომ ახლა ქმარს გაცილებით უკეთ უგებს. ასეთმა ცდამ ორივეს საშუალება მისცა, თავი გაცილებით კომფორტულად ეგრძნოთ, ვიდრე მანამდე.

-“რეალურად, საქმე სიახლოვეშია,” – ამბობს გიბსონი და მაშინვე უსვამს ხაზს, რომ ამ გაგებაში არამხოლოდ ინტიმურ მხარეს, არამედ ერთმანეთზე ზრუნვასაც მოიაზრებს. სიმორცხვეც გაქრა. -“ახლა, როცა საკუთარი თავის აღარ მრცხვენია, უკეთეს ცოლად, დედად და ქალად ვგრძნობ თავს.” – აღიარებს ბრიტანი.

-“რა თქმა უნდა, ეს ცდა მთლიანად არ უზრუნველყოფს ურთიერთობების სიმყარეს, თუმცა მას მოაშორებს ბევრ სირთულეს. საბედნიეროდ, მან მე უფრო თავდაჯერებული გამხადა და კომპლექსებისგან გამათავისუფლა – ეს უკვე დიდი შედეგია!”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს