კარტოფილი ფრი ღუმელში – როგორ მოვამზადოთ ისეთი, როგორიც McDonald’s-შია

0
459

კარტოფილი ფრი ჩემი ქმრის საყვარელი საჭმელია მაკდონალდსში. ჩვენ ხშირად დავდიოდით სწრაფი კვების ობიექტებში, მაგრამ ამ ბოლოს ვეღარ ვიცლით. როგორ წვავენ მაკდონალდსში კარტოფილს ასე გემრიელად? სახლში მისი მომზადების სხვადასხვა ხერხი გამოვცადე და საუკეთესო რეცეპტს მივაგენი. ის ნამდვილად ჰგავს მაკდონალდსში მომზადებულს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ რეცეპტს გაგიზიარებთ.

როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ფრი

როდესაც მაკდონალდსში კარტოფილ ფრის უკვეთავ და მომზადების პროცესს უყურებ, გეჩვენება, რომ კარტოფილი ახალია, მაგრამ ეს ასე არ არის. სწრაფი კვების ყველა ობიექტი იყენებს ნახევარფაბრიკატებს და კარტოფილი არ არის გამონაკლისი. სინამდვილეში რესტორანში მისვლამდე, ის მომზადების გრძელ გზას გადის.გარკვეული ჯიშის კარტოფილს ახარისხებენ ზომის მიხედვით და ასუფთავებენ მექანიკური გზით. შემდეგ ჭრიან სპეციალური ბადეების საშუალებით. იმისათვის, რომ შეწვის დროს კარტოფილი გახდეს ოქროსფერი, მას ამუშავებენ ბუნებრივი დამატკბობლით.

გარდა ამისა, კარტოფილს ამუშავებენ ნატრიუმის ფოსფატით, რათა ტრანსპორტირების და შენახვის დროს არ გამუქდეს.  ეს კიდევ არ არის ყველაფერი: კარტოფილს ნახევრად წვავენ ფრიტურში და შემდეგ ყინავენ.  მსხვილ პაკეტებში დახარისხებული კარტოფილი იგზავნება სწრაფი კვების ობიექტებში და ინახება საყინულეში 12 თვის განმავლობაში. მთელი ეს პროცესი მარტივად შეგიძლიათ გაიმეოროთ სახლში.

ინგრედიენტები

  • 1 კგ. კარტოფილი
  • 1 ლიტრი წყალი
  • 2 ჩ/კ შაქარი
  • 1 ლ. მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. გათალეთ კარტოფილი და მოაჭერით კიდეები ისე, რომ გამოვიდეს მართკუთხედის ფორმის. შემდეგ დაჭერით ჩხირებად.
  2. ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი ღრმა ჯამში და რამდენჯერმე გაავლეთ წყალში, ან დატოვეთ 20 წუთით, რათა მოშორდეს ზედმეტი სახამებელი.
  3. 1 ლიტრ წყალში გახსენით 2 ჩ/კ შაქარი და ჩაყარეთ შიგნით კარტოფილის ჩხირები.
  4. გააცხელეთ ტაფაზე მცენარეული ზეთი და ჩაყარეთ მასში კარტოფილი. 2-3 წუთში ამოიღეთ და დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცზე. როდესაც გაგრილდება, შეინახეთ საყინულეში. ამის მერე როდესაც მოგინდებათ ფრის მომზადება, შეწვით ფრიტურში 3-4 წუთის განმავლობაში.
  5. თუ ფრის მომზადება მაშინვე გსურთ, არ შეწყვიტოთ შეწვის პროცესი ოქროსფერი ქერქის მიღებამდე. შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, მოაყარეთ მარილი. გემრიელად მიირთვით!

რჩევა რედაქციისგან: 100 გრ. კარტოფილი ფრი შეიცავს 340 კალორიას. ზეთით გაჟღენთილი შემწვარი კარტოფილი არ ითვლება ჯანსაღ პროდუქტად. თავად 100 გრ. კარტოფილი მხოლოდ 77 კალორიაა. ეს ნიშნავს, რომ თუ სწორად მოამზადებთ, თქვენს სხეულს ნაკლებ ზიანს მიაყენებთ. ამიტომ მოამზადეთ კარტოფილი ფრი ღუმელში.ამ ხერხით ის ისეთივე ხრაშუნა და გემრიელი გამოდის და 100 გრ. პროდუქტზე მხოლოდ 100 კალორიაა. აიღეთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი და კარგად გარეცხეთ წყალში. შემდეგ მოათავსეთ ღრმა ჯამში, მოასხით 30 გრ. ზეთი, მარილი და შედგით 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-45 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!

თქვენ გიყვართ კარტოფილი ფრი? როგორ ამზადებთ მას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.