ყველა კალამს არ გამოაქვს ხოლმე ფესვი. ამიტომ მებაღეებს აინტერესებთ როგორ შეიძლება ამ პროცესის სტიმულირება სწრაფად და მარტივად. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გთავაზობთ ერთ საინტერესო ხრიკს, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. ამ რთულ საქმეში მთავარი დამხმარე არის თაფლი. მისი წყალობით ყურძენი უფრო სწრაფად გამოიღებს ფესვებს.
როგორ დავაფესვიანოთ კალმები სახლის პირობებში
გამოცდილი მებაღეები უპირატესობას ყვავილების თაფლს ანიჭებენ. ის შეიცავს სხვადასხვა მინერალებს, ფერმენტებს, ცილოვან ნაერთებს, ამინომჟავებს, რომელიც ენერგიის შესანიშნავი წყაროა ნებისმიერი მცენარისთვის.შედეგად ყვავილების თაფლი ხელს უწყობს კალმებზე ყლორტების წარმოქმნას და მის უკეთ განვითარებას. ამასთან, ეს ნატურალური პროდუქტი ადეზინფიცირებს გადაჭრილ ადგილს და ამცირებს მავნებლების გაჩენის საფრთხეს ჭრილობაზე. თაფლი წარმოქმნის დამცავ აპკს, რომელიც არ ირეცხება ადვილად და ხანგრძლივად უზრუნველყოფს დაცვას.
როგორ გამოვიყენოთ თაფლი – არსებობს სხვადასხვა პროპორციები კალმების დასაფესვიანებლად. სპეციალისტები გამოცდილების მიხედვით გვირჩევენ ავიღოთ 10 ლიტრ წყალზე 1 ს/კ ყვავილების თაფლი. შესაბამისად, ნახევარი ს/კ თაფლი საკმარისია ხუთ ლიტრზე.მნიშვნელოვანია, რომ თაფლი კარგად გაიხსნას. ამიტომ თავიდან მას აზავებენ მცირე რაოდენობით თბილ წყალში (არავითარ შემთხვევაში ცხელში), შემდეგ უკვე ასხამენ ცივ წყალში და კარგად ურევენ.ახლა კი ამ ნარევში ჩააწყვეთ კალმების ქვედა ნაწილები 1-დნ 48 საათამდე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ამოაქვს კონკრეტულ კულტურას ქვედა ყლორტები. მაგალითად, ვაზის კალმები უმჯობესია ზემოთ ხსენებულ ხსნარში მოათავსოთ 2 დღე-ღამით.
შემდეგ უნდა დაიწყოთ ჩარგვა. აქ არ არის საკმარისი მხოლოდ მიწაში ნერგის ჩარჭობა. ჯერ უნდა გააკეთოთ ნერგის შესაბამისი სიღრმის ხვრელი, ჩასვათ შიგნით, მიაყაროთ მიწადა კარგად მორწყოთ.
თქვენ რა ხრიკს იყენებთ კალმების დასაფესვიანებლად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.