ფუმფულა და ჰაეროვანი ბრიოში ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს. ამ ტკბილეულის მომზადება მთელი ფილოსოფიაა და ბევრს აშინებს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მომზადებას გამოუცდელი დიასახლისებიც მარტივად შეძლებენ.
ბრიოში
ინგრედიენტები ცომისთვის
- 300 გრ. კარგად ამოსული ტკბილი ხაში
- 50გრ. წყალი
- 50 გრ. ნაღები
- 3 ცალი კვერცხი
- 1 ცალი კვერცხის გული
- 70 გრ. შაქარი
- 8 გრ. მარილი
- 475 გრ. ფქვილი
- 80 გრ. კარაქი
- 40 გრ. თხილის კარაქი
მომზადების წესი
- ჩაასხით წყალი ჯამში, დაუმატეთ ნაღები. შეგიძლიათ წყლის მაგივრად გამოიყენოთ იმავე რაოდენობის რძე. შემდეგ დაუმატეთ წინასწარ მომზადებული ხაში, კვერცხი, შაქარი, მარილი და ფქვილი.
- ცომის საზელით ან ხელით ზილეთ ცომი 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაასვენეთ ნახევარი საათით და კიდევ ჩაზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში.
- მოასხით ცომს გამდნარი თბილი კარაქი და კიდევ ზილეთ. კარაქი უმატეთ თანდათან, პორციებად, ბოლოს დაამატეთ თხილის კარაქი. თუ არ გაქვთ, მთლიანად კარაქით გააკეთეთ. როდესაც ცომი გახდება ელასტიური და პრიალს დაიწყებს, მზად არის.
- მნიშვნელოვანია, რომ ცომის ტემპერატურა არ იყოს 24 გრადუსზე მაღალი. ამ შემთხვევაში ნახევარი საათით შედგით მაცივარში. შემდეგ კი დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 2 საათის განმავლობაში.
- გაყავით ცომი ექვს ნაწილად, გამოდევნეთ თითოეულიდან ჰაერის და დადეთ 5 წუთის განმავლობაში. ამასობაში კი მოამზადეთ მაღალი საცხობი ფორმები. არ დაგავიწყდეთ შიგნით ცხიმის წასმა ან ქაღალდის ჩაფენა.
- ცომის თითოეულ გუნდა გააბრტყელეთ, თან გახეთქეთ მასში წარმოქმნილი ბუშტუკები. თითოეული ნაწილი მჭიდროდ გადაახვიეთ რულეტივით, ჩადეთ საცხობ ფორმაში, დააფარეტ თავზე და დადგით ამოსასვლელად 3.5 საათის განმავლობაში 25-28 გრადუსზე.
- გამოცხობის წინ თავზე წაუსვით კვერცხის გული. აცხვეთ 16 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში.
მალე ოქროსფრად დაბრაწული ბრიოში თქვენს მაგიდაზე მოიწონებს თავს. ვერცერთი მაღაზიაში ნაყიდი ანალოგი ვერ შეედრება სახლში გამომცხვარ სურნელოვან ფუნთუშებს. სამზარეულოში რამდენიმე საათი მოგიწევთ ტრიალი, მაგრამ შედეგი ამად ღირს.თქვენ მოგიმზადებიათ ბრიოში სახლში? გაგვიზიარეთ საკუთარი გამოცდილება კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს