დაქუცმაცებული ნივრის რეცეპტები სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ

1226

ნიორი ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებაა. დღეს გიამბობთ, როგორ იმკურნალოთ ნივრის დახმარებით.

სურდოს დაწყებისას ნივრის კბილი შეჭამეთ და მისი ფიტონციდები შეისუნთქეთ. ასე სურდოს სწრაფად მოიშორებთ. შეგიძლიათ ორივე ნესტოში დაჭლეტილი ნიორით გაჟღენთილი ტამპონები ჩაიდოთ. წინასწარ ნესტოების კუთხეებზე ვაზელინი კარგად წაისვით.

გრიპის, სურდოს, გაციების, მწვავე რესპირატორული ინფექციების და ვირუსული ინფექციების დამარცხებას შეძლებთ, თუ 1 ჩ/კ ნივრის ფაფის და თაფლის ნარევს ყოველ 2 საათში მიიღებთ. ვენების ანთების დროს ეს ნარევი 10 დღე შეიზილეთ, შემდეგ 1 ს/კ ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში მიიღეთ. 2 კვირიანი შესვენების შემდეგ სამკურნალო კურსი გაიმეორეთ.

ბრონქიტის დროს 50 გრ გასუფთავებულ და დაქუცმაცებულ ნიორს 100 მლ ვაშლის ძმარი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, 10 წუთით ძლიერ ცეცხლზე ხარშეთ, გადაწურეთ და 50 მლ ნახარში დილა-საღამოს ჭამის შემდეგ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 15 დღე.

ჭიებს მოიშორებთ, თუ უზმოზე 10-15 წვეთ ახალ გაწურულ ნივრის წვენს დალევთ.

ხის სანაყში ხის ჯოხით დანაყული ნივრის კომპრესებს და ცივ სახვევებს დამწვრობის დროს, მეჭეჭის მოსაშორებლად, ლიქენების, კოჟრების, ეგზემას და ძირმაგარას დროს იყენებენ. ჩირქოვანი ჭრილობა სწრაფად შეხორცდება, თუ მასზე თანაბარი პროპორციით აღებული ნაცრის, ნივრის და მცენარეული ზეთის ნარევს დაიდებთ.

საჭმლის მომნელებელი სისტემა დარეგულირდება, მადა გაუმჯობესდება, იმუნიტეტი გაიზრდება და მუცლის ტკივილი გაქრება, თუ ჭამის დროს ნივრ წასმულ პურის ქერქს შეჭამთ, ხოლო ვახშმის მიღებამდე 30 წუთით ადრე მაწონს 2-3 კბილ ნიორთან ერთად შეჭამთ.

ათეროსკლეროზის და ჰიპერტონიის მოსაშორებლად თანაბარი მოცულობით დაქუცმაცებული ლიმონის და ნივრის ფაფა აურიეთ, ნარევი მდუღარე წყალში გახსენით და 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ მიირთვით. კურსი – 1 თვე, 2 კვირის შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ.

თმის გასაძლიერებლად, თმის ცვენის შესამცირებლად და ქერტლის მოსაშორებლად ყოველ დილით 2 კვირის განმავლობაში თავის კანში ნივრის ფაფა შეიზილეთ, ხოლო 30 წუთის შემდეგ თავი თბილი წყლის და ნედლი კვერცხის გულის ნარევით დაიბანეთ.

ჭამის წინ 1 ს/კ თაფლთან ერთად მოხარშული ნიორი მოიშორეთ და სისუსტე დაგავიწყდებათ.

თუ თავის შუილი გაწუხებთ, რაც ტვინის სისხლძარღვების შევიწროებით არის განპირობებული, გირჩევთ უზმოზე ლიმონის ნაჭერი და 2 კბილი დაქუცმაცებული ნიორი შეჭამოთ. ასევე შეგიძლიათ 2-3 ლიმონი კანიანად, მაგრამ კურკების გარეშე ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატაროთ, 2-3 თავი დაქუცმაცებული ნიორი დაუმატოთ და მიღებულ ფაფას მდუღარე წყალი დაასხათ ისე, რომ ფაფა ბოლომდე დაიფაროს. 2-3 დღე დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და უზმოზე 50 მლ ნაყენი დალიეთ. ნებისმიერი მეთოდით 4 კგ ლიმონი მოიხმარეთ და თავის ხმაური სამუდამოდ დაგავიწყდებათ.

ფილტვების, კუჭის და სხვა შინაგანი ორგანოების სიმსივნის დროს ნივრით მკურნალობა დადებით შედეგს იძლევა. ამისთვის ყოველ დილით, უზმოზე 1 კბილი ნიორი შეჭამეთ. წვრილ კუბებად დაჭერით, 1 ს/კ წყალში მოათავსეთ და გადაყლაპეთ, 1 ჭიქა თბილი წყალი დააყოლეთ. პროცედურა დაავადების გაქრობამდე გააგრძელეთ. მთავარია, განკურნების გწამდეთ. ერთ სიმსივნით დაავადებულ პაციენტს ექიმები მხოლოდ რამდენიმე დღის სიცოცხლის იმედს აძლევდნენ. ასეთი დიაგნოზის შემდეგ მან სოფლელი მოხუცი ქალი ნახა, რომელმაც ნივრით მკურნალობა ურჩია. ბიჭს დასაკარგი არაფერი ჰქონდა და მოხუცის რჩევა გაითვალისწინა. ნივრით ჯიბეები ამოივსო და როგორც მზესუმზირა, ისე ჭამდა. ასე სიმსივნე განიკურნა.

აი, ნივრით მკურნალობის კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ინგლისში მოხდა. ერთ სიმსივნით დაავადებულ ინგლისელს ექიმებმა სიკვდილის დიაგნოზი და 20-30 დღის სიცოცხლე დაუდგინეს. პაციენტმა უკანასკნელად მთაზე ასვლა გადაწყვიტა, რადგან ალპინიზმით იყო გატაცებული. პროდუქტებიდან მხოლოდ ნიორი და ხახვი ჰქონდა, რომლითაც მთელი ამ დროის განმავლობაში იკვებებოდა, სანამ 2 კვირის შემდეგ მაშველებმა არ იპოვეს. ის ძალიან გამხდარი იყო, მაგრამ საავადმყოფოში დაავადება ვერ აღმოუჩინეს – სიმსივნე გაქრა. ბიჭს კი ნიორი და ხახვი დაეხმარა.“

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს