ასეთი ამბები სამყაროსავით ძველია. მდიდარი მამა თავის შვილებს ქონებას უნაწილებს, რომლებიც კარგა ხანია ელოდებიან საყვარელი მამიკოს სიკვდილს. მაგრამ ბატონ არკადის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ვაჟთან, ქალიშვილთან კი პირიქით. რას მიიღებენ წარმატებული ბიზნესმენის მემკვიდრეები პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.
მდიდარი მამა
ცოტა ხნის წინ მამა გარდაიცვალა, მდიდარი ბიზნესმენი, რომლისთვისაც ფული არასდროს ყოფილა პრობლემა. ქონდა ბევრი უძრავი ქონება, ბევრ თანხას ხარჯავდა ქველმოქმედებაში. მამაჩემი ჩემთვის ნამდვილი მამაკაცის მაგალითი იყო.ბოლო რამდენიმე წელი იშვიათად ვნახულობდი, მაგრამ როცა ვხვდებოდი, თავს ისევ პატარა ბავშვად ვგრძნობდი. ერთად დავდიოდით სათევზაოდ, ვუყურებდით ფეხბურთს, ვსაუბრობდით პოლიტიკაზე. მამას სულ აინტერესებდა როდის დავქორწინდებოდი, მე კი ვეხუმრებოდი, რომ შინაბერობას ვაპირებდი.
ჩემს დასთან კი მთლად კარგი ურთიერთობა არ მქონდა. რაღაცნაირად გაუცხოებული იყო. არც მამასთან იყო ახლოს. როდესაც სამივე ერთად ვიყავით, მისგან სულ ცივი დამოკიდებულება იგრძნობოდა, თითქოს ყველაფრისგან სარგებელს ეძებდა.ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა მაშინ, როდესაც მამაჩემის ნოტარიუსს შევხვდით. ნატა ანდერძის მოლოდინში იყო. იმედოვნებდა, რომ სოლიდურ თანხას მიიღებდა, რადგან ერთადერთი მემკვიდრეები ვიყავით. მე მამისგან არაფერი მჭირდებოდა, ამიტომ დიდი მოლოდინები არ მქონდა.
მამის გადაწყვეტილება – მამის გადაწყვეტილებამ შოკში ჩააგდო ჩემი და. აღმოჩნდა, რომ მამამ მთელი ბიზნეს წილი გაყიდა და თანხა სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხა. დატოვა მხოლოდ მდიდრული სახლი დიდი ბაღით ჩემი დისთვის, ხოლო მიტოვებული სახლი ქალაქგარეთ ჩემთვის.თქვენ უნდა გენახათ ნატას სახე ეს რომ გაიგო! მართალია, ფულის საკითხმა გააბრაზა, მაგრამ სამაგიეროდ სასახლე მაინც შეხვდა. მეც თავიდან ცოტა არ იყოს, გავბრაზდი. ვერ მივხვდი, რატომ მოიქცა მამა ასე. სახლი იმდენად ძველი იყო, რომ მისი შეკეთება ძალიან ძვირი დამიჯდებოდა. გადავწყვიტე ჩავსულიყავი და კარგად დამეთვალიერებინა.ეს ის სახლი იყო, სადაც მამამ ბავშვობა გაატარა, ამიტომ ჩემთვის ყველა ოთახი საინტერესო იყო თავისი მტვრიანი ავეჯით, ნესტანი კედლებით და გახუნებული ნახატებით. ამასობაში რაღაც საიდუმლო გასასვლელს წავაწყდი. კარს მიღმა აღმოვაჩინე საიდუმლო ოთახი ბევრი საინტერესო ნივთით. აქ ეწყო ანტიკვარები, ახალი ავეჯი, ყუთები ძვირფასეულობით. თავი სიზმარში მეგონა!
მდიდარი მამა და მისი საიდუმლო გზავნილი – შუაში იდგა უზარმაზარი მაგიდა, მაგიდაზე იდო ზარდახშა, რომელშიც წერილი ვიპოვე: “შვილო, მინდა, რომ ეს სახლი შეაკეთო და აქ იცხოვრო შენს მომავალ ოჯახთან ერთად. აქ იმდენი რამეა, თუ გონივრულად გამოიყენებ, ყველაფერზე გეყოფა. წარმატებას გისურვებ, ძალიან მიყვარხარ!”თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. აუცილებლად გავაკეთებ, რაც მამამ მთხოვა და ამ სახლს ახალ სიცოცხლეს ვაჩუქებ! მადლობა, მამა!”
რას გვასწავლის ეს ამბავი? – გასაოცარია, როგორ იზრდებიან ერთ ოჯახში ასეთი განსხვავებული ადამიანები? ერთი რამ ცხადია: ორივე შვილმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა. ქალიშვილმა მიიღო მხოლოდ მდიდრული სასახლე. ვაჟმა კი სიმდიდრეზე ბევრად მეტი. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.