კარტოფილის მოყვანის ეს მეთოდი ძველ წიგნში ვიპოვე, პარაზიტებს ნაკვეთიდან ვაქრობ მყისიერად.

0
2139

ბოსტნეულის მოსავალს საკმაოდ დიდ ზიანს აყენებენ ტკაცუნა ხოჭოები. უფრო სწორედ, არა თავად ხოჭო, არამედ მისი გაუმაძღარი ლავრები, მათ მავთულა ჭიებს უწოდებენ. ეს მწერები გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ კარტოფილის, ბოლოკის, სტაფილოს ნარგავებს, ხახვის და ტიტების ბოლქვებსაც კი. როგორ მოვიშოროთ მავთულა ჭიები ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე? ამაზე პასუხს პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

როგორ მოვიშოროთ მავთულა ჭიები

ერთი მდედრი ხოჭო სეზონზე საშუალოდ 200-მდე კვერცხს დებს. კვერცხებიდან გამოჩეკილი ლავრები მიწის ქვეშ ხუთი წლის განმავლობაში თავისუფლად ცხოვრობენ. იქ დაცულები არიან მტაცებლებისგან, ამინდის ცვალებადობისგან. როდესაც მათ ადამიანები აღმოაჩენენ, უკვე მოსავლის გადარჩენა გვიანია.არც მომავალ წელს ხართ დაცული მათგან, რადგან გაზაფხულზე ახალი შემართებით შეუდგებიან საქმეს. ასეთ დროს ზოგი ინსექტიციდების საყიდლად გარბის, ზოგი ნიადაგს აჯერებენ ამონიუმის ნიტრატის დიდი დოზებით, რის გამოც ნაყოფში გროვდება ნიტრატები, ნიადაგი ჭარბად ივსება მინერალებით და მცირდება ბოსტნეულის კვებითი ღირებულება.

არსებობს ბუნებრივი საშუალება, რომელიც მავთულა ხოჭოს ძალია არ უყვარს. გარდა ამისა, ის აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და იცავს მცენარეებს დაავადებებისგან. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვეულებრივი მდოგვის შესახებ.საკმარისია, მდოგვის თესლი გაფანტოთ ნაკვეთში კარტოფილის მოსავლის აღების შემდეგ. ის გაზაფხულამდე თოვლის ქვეშ აღმოცენდება და წამოიზრდება. გაზაფხულზე კი მოხვნის შემდეგ ორმაგ სარგებელს მიიღებთ. მიწა გამდიდრდება კალიუმით, აზოტით და ფოსფორით, ხოლო მავთულა ჭიების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

თუ მავთულა ჭიების რაოდენობა დიდია, შეგიძლიათ კიდევ ერთი ხერხი სცადოთ. კარტოფილის დარგვისას ორმოებში ჩაყარეთ თითო ჩაის კოვზი მშრალი მდოგვის ფხვნილი. ეფექტის გასაძლიერებლად დაუმატეთ ხახვის კანი და ნაძვის წიწვები.მავნებლებს ასევე აფრთხობენ კალენდულას ან ხავერდას ბუჩქები. ზოგადად, მავთულა ჭიებს უყვართ მჟავე ნიადაგი. ამიტომ დაგეხმარებათ მიწის დეოქსიდიზაცია. მაგალითად კარგია ნიადაგში კირის, ცარცის, დოლომიტის ფხვნილის ან კვერცხის ნაჭუჭის შეტანა.თქვენ რა ხერხს იყენებთ მავნებლებთან საბრძოლველად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.