ხუცესი იონა ოდესელი – როგორ ცხოვრობდა ის და მისი რომელი წინასწარმეტყველება არ აძლევს ბევრს მოსვენებას, ნუთუ ხდება ყველაფერი?

5211

რთულ პერიოდში ბევრი ექსპერტი გამოჩნდება ხოლმე და ჭკვიანი გამოხედვით გვიყვება, თუ როგორი იქნება ხვალინდელი დღე, მაგრამ ხშირად ასეთი ექსპერტები თითქოს რაღაც თეორიებს აგებენ და თავადაც არ სჯერათ რასაც წინასწარმეტყველებენ.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ, თუ რა პროგნოზები გააკეთა ხუცესმა იონა ოდესელმა, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი ბერი იყო. მას ხშირად მიმართავდნენ რჩევებისთვის, მისი სიტყვები კი სრულიად ემთხვეოდა ხოლმე რეალობას.

ხუცესი იონა ოდესელი

ვოლოდიმერ იგნატენკო დაიბადა 1925 წელს გლეხის ოჯახში, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში. მოგვიანებით ის იხსენებდა, რომ 1930 წელს მისი ოჯახი გააკულაკეს, რადგან ყავდათ ცხენი და ორი ძროხა. “საბჭოთა ძალაუფლება მოვიდა ჩვენს გასაკულაკებლად, 11 სულიან ოჯახში. მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ არ ეკლესიაში დავდიოდით და არ ვმალავდით ამას.”

ვოლოდიმირის მშობლები მორწმუნეები იყვნენ. ღვთისმოსავ დედას არ მოსწონდა კომუნიზმი და ყოველთვის ეუბნებოდა შვილს, რომ დედამიწაზე სამოთხეს ვერ იპოვიდა, მაგრამ ლოცვა და შრომა გადაარჩენდა ადამიანს. ვოლოდიმირი ამბობდა, რომ დედის ეს სიტყვები ყოველთვის ეხმარებოდა მას და ძალას აძლევდა.ოთხკლასიანი განათლების მიღების შემდეგ ის მუშაობდა ტრაქტორის მძღოლად, მაღაროში, ერთი პერიოდი საქართველოშიც იყო და ნავთობის საბადოებში მუშაობდა. მალე შეიტყო განდგომილი ბერების ცხოვრების შესახებ და გაემგზავრა კავკასიაში, სადაც გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა სხვა ბერებთან ერთად და იონა ოდესელი უწოდეს.

ბერის წინასწარმეტყველება – დღემდე შემორჩენილია მისი ბევრი წინასწარმეტყველება. ბევრს აღელვებს მისი ნათქვამი მესამე მსოფლიო ომის შესახებ. ხუცესს სჯეროდა, რომ გლობალური კონფლიქტი 21-ე საუკუნეში მოხდებოდა. ბრძოლა გაიმართებოდა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ქვეყნებს შორის რესურსებისთვის.

“ბევრ ადამიანს გონება დაებინდება, ძალიან გაჭირდება ცხოვრება, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს და ვილოცოთ, ლოცვა გადაგვარჩენს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სუნთქვა ლოცვასთან ერთად.”იონას წინასწარმეტყველებები საკმაოდ ბუნდოვანია, ამიტომ ბევრი სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევდა მას. ბერის უფრო კონკრეტული განცხადებებიც ორაზროვნად გამოიყურება.იონა ოდესელი სკეპტიკურად უყურებდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ვალუტას დოლარს. “რატომ მისდევთ ამ ფულს? ის შემოდგომის ფოთოლს ჰგავს, ერთ დღეს ქარი წაიღებს და ვერავინ დაეწევა. უბრალო ქაღალდზე დაბალი ფასი ექნება.”

იმედს ვიტოვებთ, რომ ხუცესი ბერის ცუდი პროგნოზები არ ახდება და ყველაფერი კარგად იქნება. სიცოცხლის ბოლო თვეებში იონა ამბობდა: “ნუ იდარდებთ, ჩვენ სულიერად ვიურთიერთებთ. სიყვარული ყველაზე აღმატებული რამ არის და აუცილებლად გაიმარჯვებს.”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს